მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოძველებული ყავის აპარატები ჰორეკა სექტორში და რას კარგავს ამით მომხმარებელი
მოძველებული ყავის აპარატები ჰორეკა სექტორში და რას კარგავს ამით მომხმარებელი

გემ­რი­ე­ლი ყა­ვის მომ­ზა­დე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბაა, რომ­ლის უკა­ნაც სიღ­რმი­სე­უ­ლი ცოდ­ნა და სწო­რი ტექ­ნი­კა დგას. სამ­წუ­ხა­როდ, აღ­ნიშ­ნულს ბევრ რეს­ტო­რან­სა და კა­ფე­ში უგუ­ლე­ბელ­ყო­ფენ, რა­საც ყა­ვის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი სას­მე­ლის და­გე­მოვ­ნე­ბის­თა­ნა­ვე გრძნო­ბენ.

იმი­სათ­ვის, რომ ბა­რის­ტამ ამ მა­ტო­ნი­ზი­რე­ბე­ლი, გემ­რი­ე­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო სასმლის სა­უ­კე­თე­სო გე­მოს მი­აღ­წი­ოს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მარ­ცვლის ყა­ვის მომ­ზა­დე­ბის პრო­ტო­კო­ლი სწო­რად და­იც­ვას. ამის­თვის კი აუ­ცი­ლე­ბე­ლია:

მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ყა­ვის აპა­რა­ტე­ბის ახ­ლით ჩა­ნაც­ვლე­ბა

სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კაფე-რეს­ტორ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში, ყა­ვის მო­სა­ამ­ზა­დე­ბე­ლი და­ნად­გა­რე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა უკვე ამო­წუ­რუ­ლია. მუდ­მი­ვად გა­ნახ­ლე­ბად ჰო­რე­კა ინ­დუსტრი­ა­ში ყა­ვის მარ­ცვლის ძვე­ლი აპა­რა­ტე­ბი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით თით­ქმის არ­ცერთ დიდ ბრენ­დებს აღარ აქვს. ყვე­ლა ცდი­ლობს გა­და­ვი­დეს ახალ, თა­ნა­მედ­რო­ვე, მარ­ტი­ვად მო­სახ­მარ აპა­რა­ტებ­ზე, რო­მე­ლიც ყა­ვის მოყ­ვა­რუ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს მუდ­მი­ვად ერ­თნა­ი­რი, გემ­რი­ე­ლი სას­მე­ლი მი­ირ­თვან.

აპა­რა­ტის პერ­მა­ნენ­ტუ­ლად და სრულ­ყო­ფი­ლად წმენ­და

ყა­ვის აპა­რა­ტის არას­წო­რი წმენ­და ან მისი სრუ­ლად უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა და­ნად­გა­რის მე­ქა­ნიზ­მში ცხი­მის დაგ­რო­ვე­ბას იწ­ვევს, რის შე­დე­გა­დაც ყა­ვის ფილტრა­ცია სრულ­ყო­ფი­ლად ვერ ხდე­ბა და სას­მე­ლი არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო გე­მოს იძენს, მარ­ცვლის აპა­რა­ტი კი ხში­რად გა­მო­დის მწყობ­რი­დან. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის დიდ ნა­წილ­ში ყავა ჯერ კი­დევ მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი მარ­ცვლის აპა­რა­ტე­ბით მზად­დე­ბა, მათი წმენ­დის სა­ჭი­რო­ე­ბა კი შე­სა­ბა­მი­სად ას­მაგ­დე­ბა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი ყა­ვის სხვა­დას­ხვა სას­მე­ლის გე­მო­ზე აი­სა­ხე­ბა.

ყა­ვის სწო­რად ჩა­მოფ­ქვა და შე­ნახ­ვა

ყავა, გა­მო­ყე­ნე­ბამ­დე ჰერ­მე­ტუ­ლად და­ცულ სივ­რცე­ში უნდა იყოს მო­თავ­სე­ბუ­ლი, მომ­ზა­დე­ბის წინ კი სწო­რად უნდა ჩა­მო­იფ­ქვას. ხა­რის­ხი­ა­ნი, მაგ­რამ არას­წო­რად დაფ­ქუ­ლი მარ­ცვლის­გან, შე­იძ­ლე­ბა არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბის სას­მე­ლი მი­ვი­ღოთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ყა­ვის მომ­ზა­დე­ბის მომ­დევ­ნო ნა­ბი­ჯე­ბი სწო­რად იქ­ნე­ბა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი თუ არა.

ამას­თან, მარ­ცვლის საფ­ქვა­ვის ყო­ველ­დღი­უ­რი მოვ­ლა ისე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც ყა­ვის და­ნად­გა­რის გაწ­მენ­და. თუ საფ­ქვა­ვი ყა­ვის ნარ­ჩე­ნე­ბის­გან ყო­ველ­დღი­უ­რად სწო­რად არ გა­იწ­მინ­და, მე­ქა­ნიზ­მში დაგ­როვ­დე­ბა ცხი­მის ნარ­ჩე­ნე­ბი, რაც მო­მა­ვალ­ში მარ­ცვლის სი­სუფ­თა­ვე­ზე და გე­მო­ზე მო­ახ­დენს ზე­გავ­ლე­ნას და გა­მო­იწ­ვევს ბაქ­ტე­რი­ე­ბის გამ­რავ­ლე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა ყა­ვის შე­ნახ­ვას, ცნო­ბი­ლია, რომ ტე­ნი­ა­ნი გა­რე­მო და მზის პირ­და­პი­რი სხი­ვე­ბი ყა­ვის მარ­ცვლის „მტე­რია“, თუმ­ცა მისი სწო­რად შე­სა­ნა­ხად მხო­ლოდ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა არ არის საკ­მა­რი­სი. სა­სურ­ვე­ლია, ყა­ვის მარ­ცვლის შე­ფუთ­ვა გახ­სნის შემ­დეგ დიდ­ხანს არ იყოს ჰა­ერ­თან კონ­ტაქ­ტში. დიდი ხნის წინ ჩა­მოფ­ქუ­ლი და არას­წო­რად შე­ნა­ხუ­ლი ყავა გა­ნიც­დის ჟან­გვას, სრუ­ლად კარ­გავს არო­მატს და უფრო მწა­რე გე­მოს იძენს, რაც მომ­ხმა­რებ­ლის­თვის არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოა.

რძის ამომ­ყვა­ნის მოვ­ლა და დრო­უ­ლად გა­სუფ­თა­ვე­ბა

იმის გამო, რომ ჰო­რე­კა სექ­ტო­რი ყო­ველ­დღი­უ­რად ათა­სო­ბით მომ­ხმა­რე­ბელს ემ­სა­ხუ­რე­ბა, რო­მელ­თა დიდი ნა­წი­ლიც ობი­ექ­ტში სწო­რედ გემ­რი­ე­ლი კა­პუ­ჩი­ნო­სა და ლა­ტეს და­სა­გე­მოვ­ნებ­ლად მი­დის, ბა­რის­ტე­ბი რძის ამომ­ყვა­ნის დრო­უ­ლად გა­სუფ­თა­ვე­ბას ვერ ას­წრე­ბენ, რად­გან ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით რამ­დე­ნი­მე შეკ­ვე­თის მი­ღე­ბა უწევთ.

ვი­საც ყა­ვის აპა­რა­ტი სახ­ლში აქვს და კა­პუ­ჩი­ნოს ხში­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლია, იცის, რომ რძის ამომ­ყვა­ნი მისი გა­მო­ყე­ნე­ბის­თა­ნა­ვე უნდა გა­ა­სუფ­თა­ოს, რად­გან რძე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სწრა­ფად მალ­ფუ­ჭე­ბა­დი პრო­დუქ­ტია და შე­იძ­ლე­ბა, გა­უ­რე­ცხავ ჭურ­ჭელ­ში მე­ო­რედ ამოყ­ვა­ნილ­მა რძემ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბიც შეგ­ვიქ­მნას.

ჩა­მოთ­ვლი­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ერთი შე­ხედ­ვით მარ­ტი­ვი გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, თუმ­ცა ხარ­ჯე­ბის გამო კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი მათ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში უგუ­ლე­ბელ­ყო­ფენ, რაც სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც სტუმ­რე­ბის კმა­ყო­ფი­ლე­ბა­სა და რეს­ტორ­ნი­სა თუ კა­ფეს რე­პუ­ტა­ცი­ა­ზე აი­სა­ხე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
G
0

გარდა ამისა ყავას აქვს ოთხი კანონი. კარგი ყავის დასალევად აუცილებელია 1) კარგი ხარისხის მწვანე მარცვალი (specyaliti) თუ იქნება რა თქმა უნდა უკეთესი.

2) ახალი მოხალული რასაც სამწუხაროდ საქართველოში ცოტა აკეთებს.

3) ახალი დაფქვილი

4) ახალი მოდუღებული

ამის გარეშე კარგი ყავა არ გამოდის.

ბაკო
2

15 წელია ყავა არ დამილევია და არც დავლევ. მოვა დრო და სიგარეტივით მაგასაც დააწერენ რომ მავნებელია. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მოძველებული ყავის აპარატები ჰორეკა სექტორში და რას კარგავს ამით მომხმარებელი

მოძველებული ყავის აპარატები ჰორეკა სექტორში და რას კარგავს ამით მომხმარებელი

გემრიელი ყავის მომზადება ხელოვნებაა, რომლის უკანაც სიღრმისეული ცოდნა და სწორი ტექნიკა დგას. სამწუხაროდ, აღნიშნულს ბევრ რესტორანსა და კაფეში უგულებელყოფენ, რასაც ყავის მოყვარულები სასმელის დაგემოვნებისთანავე გრძნობენ.

იმისათვის, რომ ბარისტამ ამ მატონიზირებელი, გემრიელი და სასიამოვნო სასმლის საუკეთესო გემოს მიაღწიოს, მნიშვნელოვანია, მარცვლის ყავის მომზადების პროტოკოლი სწორად დაიცვას. ამისთვის კი აუცილებელია:

მოძველებული ყავის აპარატების ახლით ჩანაცვლება

საქართველოში არსებულ კაფე-რესტორნების უმრავლესობაში, ყავის მოსაამზადებელი დანადგარების ექსპლუატაციის ვადა უკვე ამოწურულია. მუდმივად განახლებად ჰორეკა ინდუსტრიაში ყავის მარცვლის ძველი აპარატები მსოფლიოს მასშტაბით თითქმის არცერთ დიდ ბრენდებს აღარ აქვს. ყველა ცდილობს გადავიდეს ახალ, თანამედროვე, მარტივად მოსახმარ აპარატებზე, რომელიც ყავის მოყვარულებს შესაძლებლობას აძლევს მუდმივად ერთნაირი, გემრიელი სასმელი მიირთვან.

აპარატის პერმანენტულად და სრულყოფილად წმენდა

ყავის აპარატის არასწორი წმენდა ან მისი სრულად უგულებელყოფა დანადგარის მექანიზმში ცხიმის დაგროვებას იწვევს, რის შედეგადაც ყავის ფილტრაცია სრულყოფილად ვერ ხდება და სასმელი არასასიამოვნო გემოს იძენს, მარცვლის აპარატი კი ხშირად გამოდის მწყობრიდან. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში კვების ობიექტების დიდ ნაწილში ყავა ჯერ კიდევ მოძველებული მარცვლის აპარატებით მზადდება, მათი წმენდის საჭიროება კი შესაბამისად ასმაგდება. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ყავის სხვადასხვა სასმელის გემოზე აისახება.

ყავის სწორად ჩამოფქვა და შენახვა

ყავა, გამოყენებამდე ჰერმეტულად დაცულ სივრცეში უნდა იყოს მოთავსებული, მომზადების წინ კი სწორად უნდა ჩამოიფქვას. ხარისხიანი, მაგრამ არასწორად დაფქული მარცვლისგან, შეიძლება არასასიამოვნო გემოვნური თვისებების სასმელი მივიღოთ, მიუხედავად იმისა, ყავის მომზადების მომდევნო ნაბიჯები სწორად იქნება შესრულებული თუ არა.

ამასთან, მარცვლის საფქვავის ყოველდღიური მოვლა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ყავის დანადგარის გაწმენდა. თუ საფქვავი ყავის ნარჩენებისგან ყოველდღიურად სწორად არ გაიწმინდა, მექანიზმში დაგროვდება ცხიმის ნარჩენები, რაც მომავალში მარცვლის სისუფთავეზე და გემოზე მოახდენს ზეგავლენას და გამოიწვევს ბაქტერიების გამრავლებას.

რაც შეეხება ყავის შენახვას, ცნობილია, რომ ტენიანი გარემო და მზის პირდაპირი სხივები ყავის მარცვლის „მტერია“, თუმცა მისი სწორად შესანახად მხოლოდ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინება არ არის საკმარისი. სასურველია, ყავის მარცვლის შეფუთვა გახსნის შემდეგ დიდხანს არ იყოს ჰაერთან კონტაქტში. დიდი ხნის წინ ჩამოფქული და არასწორად შენახული ყავა განიცდის ჟანგვას, სრულად კარგავს არომატს და უფრო მწარე გემოს იძენს, რაც მომხმარებლისთვის არასასიამოვნოა.

რძის ამომყვანის მოვლა და დროულად გასუფთავება

იმის გამო, რომ ჰორეკა სექტორი ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელს ემსახურება, რომელთა დიდი ნაწილიც ობიექტში სწორედ გემრიელი კაპუჩინოსა და ლატეს დასაგემოვნებლად მიდის, ბარისტები რძის ამომყვანის დროულად გასუფთავებას ვერ ასწრებენ, რადგან ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე შეკვეთის მიღება უწევთ.

ვისაც ყავის აპარატი სახლში აქვს და კაპუჩინოს ხშირი მომხმარებელია, იცის, რომ რძის ამომყვანი მისი გამოყენებისთანავე უნდა გაასუფთაოს, რადგან რძე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მალფუჭებადი პროდუქტია და შეიძლება, გაურეცხავ ჭურჭელში მეორედ ამოყვანილმა რძემ ჯანმრთელობის პრობლემებიც შეგვიქმნას.

ჩამოთვლილი რეკომენდაციები ერთი შეხედვით მარტივი გასათვალისწინებელია, თუმცა ხარჯების გამო კვების ობიექტები მათ ხშირ შემთხვევაში უგულებელყოფენ, რაც საბოლოოდ, მაინც სტუმრების კმაყოფილებასა და რესტორნისა თუ კაფეს რეპუტაციაზე აისახება.