ავტორი:

აშშ-მა ორ კომპანიას, შესაძლოა, ვენესუელური ნავთობის ევროპაში გაგზავნის ნება დართოს - Reuters

აშშ-მა ორ კომპანიას, შესაძლოა, ვენესუელური ნავთობის ევროპაში გაგზავნის ნება დართოს - Reuters

შეერთებულმა შტატებმა იტალიურ ნავთობკომპანია Eni Spa-სა და ესპანურ Repsol SA-ს, შესაძლოა, ვენესუელური ნავთობის ევროპაში გაგზავნის ნება დართოს, - ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში იმედოვნებენ, რომ ვენესუელური ნავთობი დაეხმარება ევროპას რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, მოლაპარაკებების პროცესში მთავარი პირობა იყო, რომ მიღებული ნავთობი ევროპაში გაიგზავნოს და მისი სხვაგან გადაყიდვა აიკრძალოს.

ვენესუელიდან ნავთობის გატანა მას შემდეგ შეწყდა, რაც ორი წლის წინ ვაშინგტონმა ვენესუელას სანქციები დაუწესა.