მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამი ქალიშვილი, ექიმი ცოლი და არცთუ შთამბეჭდავი ქონება -  როგორ ცხოვრობს დეპუტატი, რომელმაც საზოგადოება "მანჯგალაძის მოგვერდით" გააოცა
სამი ქალიშვილი, ექიმი ცოლი და არცთუ შთამბეჭდავი ქონება -  როგორ ცხოვრობს დეპუტატი, რომელმაც საზოგადოება "მანჯგალაძის მოგვერდით" გააოცა

"შორ­ტით და ბო­ტა­სე­ბით თუ არ დავ­დი­ვარ პარ­ლა­მენ­ტში, არ ნიშ­ნავს, რომ "დრა­ი­ვი“ არ მაქვს", - ეს სი­ტყვე­ბი დე­პუ­ტატ პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძეს ეკუთ­ვნის, რომ­ლი­თაც ორი კვი­რის წინ, პო­ლი­ტი­კოს ზურა ჯა­ფა­რი­ძეს უპა­სუ­ხა, თუმ­ცა "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ დე­პუ­ტატს, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, "დრა­ი­ვიც“ ჰქო­ნია და მუშ­ტიკ­რი­ვიც შეს­ძლე­ბია... 5 ივ­ნისს, "მან­ჯგა­ლა­ძის მოგ­ვერ­დი“ მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ ნახა, რო­დე­საც "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში, ტე­ლე­წამ­ყვან მაია მა­მუ­ლაშ­ვი­ლის სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა­ში ლე­ი­ბო­რისტ გი­ორ­გი გუ­გა­ვას ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­და.

"მინ­და ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეთერ­ში გა­სუ­ლი კად­რე­ბის გამო. მი­უ­ხე­და­ვად ცი­ლის­წა­მე­ბის მას­შტა­ბი­სა, შე­უ­რა­ცხყო­ფის ხა­რის­ხი­სა. ძნე­ლია თა­ვის შე­კა­ვე­ბა, როცა იმას გაბ­რა­ლე­ბენ, რის წი­ნა­აღ­მდე­გაც იბ­რძვი, მაგ­რამ ესეც კი არ ამარ­თლებს იმას, რაც მოხ­და. გულ­წრფე­ლი ბო­დი­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთხელ", - და­წე­რა პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძემ მოგ­ვი­ა­ნე­ბით "ფე­ის­ბუქ­ში".

ის პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია. წარ­მო­შო­ბით სამ­ტრე­დი­ელ­მა დე­პუ­ტატ­მა ნა­ბა­კე­ვის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა და­ამ­თავ­რა და სწავ­ლა ბა­თუ­მის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­აგ­რძე­ლა.

2000-2001 წლებ­ში მან­ჯგა­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს "ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის" აჭა­რის ფი­ლი­ა­ლის იუ­რის­ტი იყო.

2008-2009 წლებ­ში მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­სურ­სე­ბის მარ­თვი­სა და კონ­ტრო­ლის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ და შემ­დეგ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უფ­რო­სის პოსტს იკა­ვებ­და.

2011-2012 წლებ­ში მან­ჯგა­ლა­ძე გახ­ლდათ სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტო­რი.

2012-2013 წლებ­ში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის, გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლე, ვიცე-გუ­ბერ­ნა­ტო­რი ლან­ჩხუ­თის, ოზურ­გე­თი­სა და ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში.

2014-2016 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შტატ­გა­რე­შე თა­ნამ­შრო­მე­ლი.

2014-2017 წლებ­ში ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რი. ამა­ვე წლებ­ში იყო ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი.

2020 წლი­დან არის სა­ქარ­თვე­ლოს მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი პარ­ტი­უ­ლი სიით, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი: "გი­ორ­გი ვა­შა­ძე - სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“.

ამ­ჟა­მად თბი­ლის­ში ცხოვ­რობს. რო­გორც მისი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან ვი­გებთ, ის აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი, მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში მიმ­დი­ნა­რე ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა­ში.

ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია მან­ჯგა­ლა­ძეს 2022 წლის 24 თე­ბერ­ვალს შე­უვ­სია, რომ­ლი­და­ნაც ვი­გებთ, რომ ის სამი ქა­ლიშ­ვი­ლის მა­მაა. უფ­რო­სი ნინო 2003 წელს და­ბა­დე­ბუ­ლა, თა­მა­რი და ანას­ტა­სია კი, შე­სა­ბა­მი­სად, 2010 და 2011 წლებ­ში. 2022 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მას მე­უღ­ლე მი­თი­თე­ბუ­ლი აღარ ჰყავს, თუმ­ცა 2021 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ვკი­თხუ­ლობთ, რომ დე­პუ­ტა­ტის ცოლი ექი­მი-ალერ­გო­ლო­გი ელე­ნე კა­კა­ბა­ძეა.

  • "დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მე­უღ­ლე არ არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ იუს­ტი­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბი პირ­და­პირ იქ ავ­ტო­მა­ტუ­რად აი­სა­ხა ი და პროგ­რა­მა არ გვაძ­ლევს უფ­ლე­ბას, რომ ხე­ლით შე­ვიყ­ვა­ნოთ მო­ნა­ცე­მე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვერ მოხ­და ამ ველ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის აღ­ნიშ­ვნა. პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძე და ელე­ნე კა­კა­ბა­ძე დღემ­დე არი­ან მე­უღ­ლე­ე­ბი, ცხოვ­რო­ბენ ერ­თად", - უთხრეს Ambebi.ge-ის პარ­ტი­ა­ში.

პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძის დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ის ფლობს 200 კვ.მ. ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს სამ­ტრე­დი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფე­ლი ჩხენ­ში, რო­მე­ლიც 1996 წელს მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­უ­ღია. ასე­ვე 2021 წელს თბი­ლის­ში 60 000 დო­ლა­რად შე­ძე­ნილ 57 კვ.მ. ფარ­თო­ბის და ამა­ვე წელს 39 ათას დო­ლა­რად შე­ი­ძე­ნილ 62 კვ.მ. ფარ­თო­ბის ბი­ნებს. რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ით­ვე ირ­კვე­ვა, ამ ბი­ნე­ბის შე­ძე­ნამ­დე მან­ჯგა­ლა­ძემ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა 110 000 დო­ლა­რად გა­ყი­და.

დე­პუ­ტა­ტის მფლო­ბე­ლო­ბა­შია 2012 წელს მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი 1921 კვ.მ. ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი სამ­ტრე­დი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნა­ბა­კევ­ში.

პო­ლი­ტი­კოსს ჰყავს მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა Toyota camry, რო­მე­ლიც 2018 წელს 8000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს, პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძეს "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 11 200 ლარი. ანა­ბარ­ზე - 5600 დო­ლა­რი, და­ნა­ზო­გის სა­ხით კი - 17 500 დო­ლა­რი.

პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში დე­პუ­ტა­ტის სარ­გოს სა­ხით კა­ლენ­და­რუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 51 576,85 ლარი მი­ი­ღო.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
3

ერთი ღარიბი და საწყალი ბიჭია, დედა ექიმი ყავს მამა ინჟინერი. ვააა, ნიუჟელი სულ ესაა ტოო? 

მადა
5

სად ქართული ოცნების დეპუტატების დახვეწილობა და სიფაქიზე, და სად ოპოზიციის 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სამი ქალიშვილი, ექიმი ცოლი და არცთუ შთამბეჭდავი ქონება -  როგორ ცხოვრობს დეპუტატი, რომელმაც საზოგადოება "მანჯგალაძის მოგვერდით" გააოცა

სამი ქალიშვილი, ექიმი ცოლი და არცთუ შთამბეჭდავი ქონება -  როგორ ცხოვრობს დეპუტატი, რომელმაც საზოგადოება "მანჯგალაძის მოგვერდით" გააოცა

"შორტით და ბოტასებით თუ არ დავდივარ პარლამენტში, არ ნიშნავს, რომ "დრაივი“ არ მაქვს", - ეს სიტყვები დეპუტატ პაატა მანჯგალაძეს ეკუთვნის, რომლითაც ორი კვირის წინ, პოლიტიკოს ზურა ჯაფარიძეს უპასუხა, თუმცა "სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატს, როგორც აღმოჩნდა, "დრაივიც“ ჰქონია და მუშტიკრივიც შესძლებია... 5 ივნისს, "მანჯგალაძის მოგვერდი“ მთელმა საქართველომ ნახა, როდესაც "ტვ პირველის" ეთერში, ტელეწამყვან მაია მამულაშვილის საავტორო გადაცემაში ლეიბორისტ გიორგი გუგავას ფიზიკურად დაუპირისპირდა.

"მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას ეთერში გასული კადრების გამო. მიუხედავად ცილისწამების მასშტაბისა, შეურაცხყოფის ხარისხისა. ძნელია თავის შეკავება, როცა იმას გაბრალებენ, რის წინააღმდეგაც იბრძვი, მაგრამ ესეც კი არ ამართლებს იმას, რაც მოხდა. გულწრფელი ბოდიში საზოგადოებას კიდევ ერთხელ", - დაწერა პაატა მანჯგალაძემ მოგვიანებით "ფეისბუქში".

ის პროფესიით იურისტია. წარმოშობით სამტრედიელმა დეპუტატმა ნაბაკევის საშუალო სკოლა დაამთავრა და სწავლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე გააგრძელა.

2000-2001 წლებში მანჯგალაძე საქართველოს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" აჭარის ფილიალის იურისტი იყო.

2008-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ და შემდეგ ორი წლის განმავლობაში უფროსის პოსტს იკავებდა.

2011-2012 წლებში მანჯგალაძე გახლდათ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელმწიფო აუდიტორი.

2012-2013 წლებში სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის მოადგილე, ვიცე-გუბერნატორი ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.

2014-2016 წლებში საქართველოს პარლამენტის შტატგარეშე თანამშრომელი.

2014-2017 წლებში ინოვაციებისა და განვითარების ფონდის პროექტების მენეჯერი. ამავე წლებში იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“.

ამჟამად თბილისში ცხოვრობს. როგორც მისი ბიოგრაფიიდან ვიგებთ, ის აქტიურად არის ჩართული, მშობლიურ სოფელში მიმდინარე ტაძრის მშენებლობაში.

ქონებრივი დეკლარაცია მანჯგალაძეს 2022 წლის 24 თებერვალს შეუვსია, რომლიდანაც ვიგებთ, რომ ის სამი ქალიშვილის მამაა. უფროსი ნინო 2003 წელს დაბადებულა, თამარი და ანასტასია კი, შესაბამისად, 2010 და 2011 წლებში. 2022 წლის დეკლარაციაში მას მეუღლე მითითებული აღარ ჰყავს, თუმცა 2021 წლის დეკლარაციის მიხედვით, ვკითხულობთ, რომ დეპუტატის ცოლი ექიმი-ალერგოლოგი ელენე კაკაბაძეა.

  • "დეკლარაციაში მეუღლე არ არის მოხსენიებული გამომდინარე იქედან, რომ იუსტიციის მონაცემები პირდაპირ იქ ავტომატურად აისახა ი და პროგრამა არ გვაძლევს უფლებას, რომ ხელით შევიყვანოთ მონაცემები. აქედან გამომდინარე ვერ მოხდა ამ ველში აღნიშნული საკითხის აღნიშვნა. პაატა მანჯგალაძე და ელენე კაკაბაძე დღემდე არიან მეუღლეები, ცხოვრობენ ერთად", - უთხრეს Ambebi.ge-ის პარტიაში.

პაატა მანჯგალაძის დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს 200 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელ სახლს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩხენში, რომელიც 1996 წელს მემკვიდრეობით მიუღია. ასევე 2021 წელს თბილისში 60 000 დოლარად შეძენილ 57 კვ.მ. ფართობის და ამავე წელს 39 ათას დოლარად შეიძენილ 62 კვ.მ. ფართობის ბინებს. როგორც დეკლარაციითვე ირკვევა, ამ ბინების შეძენამდე მანჯგალაძემ საცხოვრებელი ბინა 110 000 დოლარად გაყიდა.

დეპუტატის მფლობელობაშია 2012 წელს მემკვიდრეობით მიღებული 1921 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევში.

პოლიტიკოსს ჰყავს მსუბუქი ავტომანქანა Toyota camry, რომელიც 2018 წელს 8000 დოლარად შეიძინა.

დეკლარაციის შევსების დროს, პაატა მანჯგალაძეს "საქართველოს ბანკის'' სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 11 200 ლარი. ანაბარზე - 5600 დოლარი, დანაზოგის სახით კი - 17 500 დოლარი.

პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პარლამენტში დეპუტატის სარგოს სახით კალენდარული წლის განმავლობაში 51 576,85 ლარი მიიღო.