პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომპანია "ბორჯომის“ გაფიცულმა თანამშრომლებმა პირველი და მეორე ქარხნების პიკეტი დაიწყეს
კომპანია "ბორჯომის“ გაფიცულმა თანამშრომლებმა პირველი და მეორე ქარხნების პიკეტი დაიწყეს

"IDS ბორ­ჯო­მი სა­ქარ­თვე­ლოს“ გა­ფი­ცუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით, "ბორ­ჯო­მის“ 1-ელი და მე-2 ქარ­ხნე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი პი­კე­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა და აგ­რა­რუ­ლი მე­ურ­ნე­ო­ბის, ვაჭ­რო­ბის და მრეწ­ვე­ლო­ბის პროფ­კავ­ში­რი წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, გი­ორ­გი დი­ა­სა­მი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ გა­ნა­ცხა­და, "IDS ბორ­ჯო­მი სა­ქარ­თვე­ლოს“ გა­ფი­ცუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი 50 ადა­მი­ა­ნის სამ­სა­ხურ­ში აღ­დგე­ნას, თა­ნამ­შრო­მელ­თათ­ვის ძვე­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას და მათ წი­ნა­აღ­მდეგ შან­ტაჟ­ში მო­ნა­წი­ლე მე­ნე­ჯე­რულ პო­ზი­ცი­ა­ზე მყო­ფი პი­რე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხო­ვენ.

"აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პრო­ტესტს მშვი­დო­ბი­ა­ნი ფორ­მით, ხე­ლე­ბა­წე­უ­ლი გა­მო­ხა­ტა­ვენ და მათ ასე­ვე რი­გი­თი ბორ­ჯო­მე­ლე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ. გა­ფი­ცუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი 50 ადა­მი­ა­ნის სამ­სა­ხურ­ში და­უ­ყო­ნებ­ლივ აღ­დგე­ნას და მათ­თვის ძვე­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას ითხო­ვენ. ასე­ვე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა მო­თხოვ­ნაა შან­ტაჟ­ში მო­ნა­წი­ლე მე­ნე­ჯე­რულ პო­ზი­ცი­ებ­ზე მყო­ფი პი­რე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და დი­ა­სა­მი­ძემ.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, ყვე­ლა ის მუ­ქა­რა, რო­მე­ლიც გა­ფი­ცულ თა­ნამ­შრო­მელ­თა წი­ნაღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე­ობს, მა­ღა­ლი მე­ნე­ჯე­რუ­ლი პო­ზი­ცი­ის მქო­ნე პი­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლია. დი­ა­სა­მი­ძე პო­ლი­ცი­ას მო­უ­წო­დებს, რომ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით უწყე­ბამ რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს.

"თა­ნამ­შრო­მელ­თა სრუ­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ აქ­ცი­ა­ზეა. დარ­ჩნენ მხო­ლოდ მა­ღალ მე­ნე­ჯე­რულ პო­ზი­ცი­ა­ზე მყო­ფი პი­რე­ბი - დი­რექ­ტო­რე­ბის, წარ­მო­ე­ბის უფ­რო­სე­ბის, დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე­ე­ბის გარ­და ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი ადა­მი­ა­ნი გა­რეთ გა­მო­ვი­და. აქ­ცი­ას ასე­ვე შე­მო­უ­ერ­თდნენ რი­გი­თი ბორ­ჯო­მე­ლე­ბი. აქ არის 4 ლო­კა­ცია და ოთხი­ვე­ზე ჩვე­ნი გა­ფი­ცუ­ლე­ბი არი­ან - სა­უ­ბა­რია და­ახ­ლო­ე­ბით 400 ან მეტ ადა­მი­ან­ზე. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ძა­ლი­ან ბევ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი შე­მოგ­ვი­ერ­თდა, რის­თვი­საც მათ მად­ლო­ბას ვუხ­დით“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი დი­ა­სა­მი­ძემ.

რო­გორც პროფ­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა აღ­ნიშ­ნა, ვიდ­რე კომ­პა­ნი­ა­სა და გა­ფი­ცუ­ლებს შო­რის შე­თან­ხმე­ბა არ შედ­გე­ბა, და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი, მათ შო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არ აპი­რე­ბენ ქარ­ხა­ნა­ში შეს­ვლას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

კომპანია "ბორჯომის“ გაფიცულმა თანამშრომლებმა პირველი და მეორე ქარხნების პიკეტი დაიწყეს

კომპანია "ბორჯომის“ გაფიცულმა თანამშრომლებმა პირველი და მეორე ქარხნების პიკეტი დაიწყეს

"IDS ბორჯომი საქართველოს“ გაფიცული თანამშრომლების ორგანიზებით, "ბორჯომის“ 1-ელი და მე-2 ქარხნების მშვიდობიანი პიკეტი მიმდინარეობს.

როგორც საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და აგრარული მეურნეობის, ვაჭრობის და მრეწველობის პროფკავშირი წარმომადგენელმა, გიორგი დიასამიძემ "ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, "IDS ბორჯომი საქართველოს“ გაფიცული თანამშრომლები 50 ადამიანის სამსახურში აღდგენას, თანამშრომელთათვის ძველი ხელშეკრულებების დაბრუნებას და მათ წინააღმდეგ შანტაჟში მონაწილე მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირების სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

"აქციის მონაწილეები ქარხნის ტერიტორიაზე პროტესტს მშვიდობიანი ფორმით, ხელებაწეული გამოხატავენ და მათ ასევე რიგითი ბორჯომელებიც შეუერთდნენ. გაფიცული თანამშრომლები 50 ადამიანის სამსახურში დაუყონებლივ აღდგენას და მათთვის ძველი ხელშეკრულებების დაბრუნებას ითხოვენ. ასევე აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა შანტაჟში მონაწილე მენეჯერულ პოზიციებზე მყოფი პირების სამსახურიდან გათავისუფლება“, - განაცხადა დიასამიძემ.

როგორც მან განმარტა, ყველა ის მუქარა, რომელიც გაფიცულ თანამშრომელთა წინაღმდეგ მიმდინარეობს, მაღალი მენეჯერული პოზიციის მქონე პირების განხორციელებულია. დიასამიძე პოლიციას მოუწოდებს, რომ ამასთან დაკავშირებით უწყებამ რეაგირება მოახდინოს.

"თანამშრომელთა სრული უმრავლესობა ამ აქციაზეა. დარჩნენ მხოლოდ მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირები - დირექტორების, წარმოების უფროსების, დირექტორის მოადგილეების გარდა ყველა დანარჩენი ადამიანი გარეთ გამოვიდა. აქციას ასევე შემოუერთდნენ რიგითი ბორჯომელები. აქ არის 4 ლოკაცია და ოთხივეზე ჩვენი გაფიცულები არიან - საუბარია დაახლოებით 400 ან მეტ ადამიანზე. ადმინისტრაციის ძალიან ბევრი თანამშრომელი შემოგვიერთდა, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით“, - განაცხადა გიორგი დიასამიძემ.

როგორც პროფკავშირის წარმომადგენელმა აღნიშნა, ვიდრე კომპანიასა და გაფიცულებს შორის შეთანხმება არ შედგება, დასაქმებულები, მათ შორის ადმინისტრაციის თანამშრომლები არ აპირებენ ქარხანაში შესვლას.