"ტვ პირველის" ეთერში მოხდარი ხელჩართული ჩხუბის შემდეგ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, საზოგადოებას ბოდიშს უხდის. როგორც პოლიტიკოსი სოციალურ ქსელი წერს, "ძნელია თავის შეკავება, როცა იმას გაბრალებენ, რის წინააღმდეგაც იბრძვი".
"მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას ეთერში გასული კადრების გამო. მიუხედავად ცილისწამების მაშტაბისა, შეურაცყოფის ხარისხისა. ძნელია თავის შეკავება, როცა იმას გაბრალებენ, რის წინააღმდეგაც იბრძვი, მაგრამ ესეც კი არ ამართლებს იმას, რაც მოხდა. გულწრფელი ბოდიში საზოგადოებას კიდევ ერთხელ." - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ფეისბუქში".
ცნობისთვის, "ტვ პირველის" ეთერში, ტელეწამყვან მაია მამულაშვილის საავტორო გადაცემაში, ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ "სტრატეგია აღმაშენებელსა“ და "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერები პაატა მანჯგალაძე და გიორგი გუგავა.
"ტვ პირველის" ცნობით, ფიზიკური დაპურისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გიორგი გუგავამ პაატა მანჯგალაძეს "მოსყიდული" უწოდა. ხელჩართული ჩხუბი ეთერს გარეთაც გაგრძელდა.
ასევე იხილეთ: