საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ველოდებით ქოლერას ან ნებისმიერ ვირუსულ ეპიდემიას" - მერის თანაშემწის განცხადებით, მარიუპოლში სასმელი წყლის დეფიციტი კრიტიკულ დონეზეა
"ველოდებით ქოლერას ან ნებისმიერ ვირუსულ ეპიდემიას" - მერის თანაშემწის განცხადებით, მარიუპოლში სასმელი წყლის დეფიციტი კრიტიკულ დონეზეა

მა­რი­უ­პო­ლის მე­რის მრჩევ­ლის, პეტ­რო ან­დრი­უ­შენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, მა­რი­უ­პოლ­ში სას­მე­ლი წყლის დე­ფი­ცი­ტი ახლა კრი­ტი­კულ დო­ნე­ზეა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN-ი ავ­რცე­ლებს.

მი­სი­ვე თქმით, იმი­სათ­ვის, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა სას­მე­ლი წყა­ლი მი­ი­ღონ, უნდა და­რე­გის­ტრირ­დნენ და მისი მი­ღე­ბა მხო­ლოდ 2 დღე­ში ერთხელ შე­უძ­ლი­ათ.

მე­დი­ის ცნო­ბით, მა­რი­უ­პოლ­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი იმ­დე­ნად მძი­მეა, რომ ძი­რი­თა­დი სერ­ვი­სე­ბი, რო­გო­რიც არის ელექტრო­ე­ნერ­გია, ბუ­ნებ­რი­ვი აირი და წყლის მილ­სა­დე­ნე­ბი რუ­სე­თის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ჯერ კი­დევ არ არის აღ­დგე­ნი­ლი.

"ადრე მცი­რე­დით იყო წყლის რა­ო­დე­ნო­ბა, ახლა კი მთლი­ა­ნად შემ­ცირ­და, და­რე­გის­ტრი­რე­ბაა სა­ჭი­რო. მო­მა­ვალ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა მო­ი­მა­ტებს, წყლის დონე და­ე­ცე­მა და წყა­ლის ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ან­დრი­უ­შენ­კომ.

ამას­თან, ან­დრი­უ­შენ­კომ ეპი­დე­მი­ის გავ­ცე­ლე­ბის საფრ­თხის შე­სა­ხებ გა­ი­მე­ო­რა. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ქა­ლაქ­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ნა­გა­ვი და გვა­მე­ბია.

"ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, თუ რა სა­ხის ეპი­დე­მია იქ­ნე­ბა. ჩვენ ვე­ლო­დე­ბით ქო­ლე­რას ან ნე­ბის­მი­ერ ვირუ­სულ ეპი­დე­მი­ას, რო­მე­ლიც კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქტთან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­ის შე­დე­გად, ეს შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს", - დას­ძი­ნა ან­დრი­უ­შენ­კომ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ველოდებით ქოლერას ან ნებისმიერ ვირუსულ ეპიდემიას" - მერის თანაშემწის განცხადებით, მარიუპოლში სასმელი წყლის დეფიციტი კრიტიკულ დონეზეა

"ველოდებით ქოლერას ან ნებისმიერ ვირუსულ ეპიდემიას" - მერის თანაშემწის განცხადებით, მარიუპოლში სასმელი წყლის დეფიციტი კრიტიკულ დონეზეა

მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშენკოს განცხადებით, მარიუპოლში სასმელი წყლის დეფიციტი ახლა კრიტიკულ დონეზეა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ ადამიანებმა სასმელი წყალი მიიღონ, უნდა დარეგისტრირდნენ და მისი მიღება მხოლოდ 2 დღეში ერთხელ შეუძლიათ.

მედიის ცნობით, მარიუპოლში დაზიანებები იმდენად მძიმეა, რომ ძირითადი სერვისები, როგორიც არის ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყლის მილსადენები რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი.

"ადრე მცირედით იყო წყლის რაოდენობა, ახლა კი მთლიანად შემცირდა, დარეგისტრირებაა საჭირო. მომავალში ტემპერატურა მოიმატებს, წყლის დონე დაეცემა და წყალის ნაკლები იქნება", - განაცხადა ანდრიუშენკომ.

ამასთან, ანდრიუშენკომ ეპიდემიის გავცელების საფრთხის შესახებ გაიმეორა. იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქში დიდი რაოდენობით ნაგავი და გვამებია.

"ძნელი სათქმელია, თუ რა სახის ეპიდემია იქნება. ჩვენ ველოდებით ქოლერას ან ნებისმიერ ვირუსულ ეპიდემიას, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან არის დაკავშირებული. ანტისანიტარიის შედეგად, ეს შეიძლება მოხდეს", - დასძინა ანდრიუშენკომ.