ავტორი:

"დიდი თემურ ჩხეიძე დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ" - კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

"დიდი თემურ ჩხეიძე დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ" - კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

რეჟისორი თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. რეჟისორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

"დიდი თემურ ჩხეიძე დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ.

ბოლო დღეებში, იმედით შევყურებდით განგებას და გვჯეროდა, რომ ეს არ მოხდებოდა.

განუზომელია დანაკლისი, ამის შესახებ ბევრი ითქმება და დაიწერება.

ჩემი ვალია, გითხრათ მადლობა, ბატონო თემურ. მეგზურობისთვის, ღიმილისათვის, რჩევისა და დახმარებისათვის! ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი სული.

ვიზიარებ ქალბატონი ნანისა და დიდი, სახელოვანი ოჯახის ამ დიდ მწუხარებას!

გისამძიმრებთ ყველას", - წერს თეა წულუკიანი.