ავტორი:

რეჟისორი თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა

რეჟისორი თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა

რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში მანანა ბერიკაშვილი აქვეყნებს:

"ჩემო ძვირფასო, საყვარელო ბატონო თემურ! როგორ ჩამწყვიტეთ გული, როგორი დაიმედებულები ვიყავით!

მაპატიეთ, თუ იმდენი ვერ მოგეფერეთ, რაც გულში მქონდა", - წერს ბერიკაშვილი.

თემურ ჩხეიძემ 1965 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, დიმიტრი ალექსიძისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო.

1965-1967 წლებში რეჟისორად მუშაობდა შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრში. 1967-1970 წლებში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 1970-1980 წლებში იყო რუსთაველის თეატრის რეჟისორი, ხოლო 1980-1990 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

თემურ ჩხეიძეს დადგმული აქვს სამოცდაათზე მეტი სპექტაკლი.