პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას აცხადებენ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ უშიშროების კომიტეტში ინფორმაციაზე, რომ "ალან გაგლოევი ამერიკის და საქართველოს ინტერესებს ლობირებს“
რას აცხადებენ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ უშიშროების კომიტეტში ინფორმაციაზე, რომ "ალან გაგლოევი ამერიკის და საქართველოს ინტერესებს ლობირებს“

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტი რუს პო­ლი­ტო­ლოგს სერ­გეი კარ­ნა­უ­ხოვს პა­სუ­ხობს, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი "პრე­ზი­დენ­ტი“ ალან გაგ­ლო­ე­ვი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში "სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამე­რი­კის ინ­ტე­რე­სებს ლო­ბი­რებს“.

"ამ კონ­ტექ­სტში კო­მი­ტე­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ მსგავ­სი გა­მო­ნათ­ქვა­მი არა მხო­ლოდ არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს, არა­მედ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სამ­ხრეთ ოსეთ­სა და რუ­სეთს შო­რის მო­კავ­ში­რე­ო­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბას, ასე­ვე ორ ქვე­ყა­ნას შო­რის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ერ­თო კონ­ტუ­რე­ბის ფორ­მი­რე­ბას“, - ნათ­ქვა­მია დე ფაქ­ტო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

КГБ -ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ "არ ფლო­ბენ რა­ი­მე სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ას ალან გაგ­ლო­ე­ვის კავ­ში­რებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს და უცხო­ე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან“.

"კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად ყვე­ლა საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი გა­დის სპე­ცი­ა­ლურ შე­მოწ­მე­ბას, რო­მე­ლიც გა­მო­რი­ცხავს უმაღ­ლეს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ისე­თი ადა­მი­ა­ნის მოხ­ვედ­რას, რომ­ლის ბი­ოგ­რა­ფი­ა­შიც შე­საძ­ლოა იყოს მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო და ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მოღ­ვა­წე­ო­ბის ნიშ­ნე­ბი“, - გა­ნა­ცხა­დეს ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტეტ­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, გაგ­ლო­ე­ვი КГБ-ს ოფი­ცე­რია, რო­მე­ლიც 2008 წლის საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რა დრო­საც "მის­მა ოჯახ­მა მძი­მე და­ნა­კარ­გი გა­ნი­ცა­და“.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
-
0

გუბკა ბობს კი ჰგავს.

Marafet
7

2008 წლის საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რა დრო­საც "მის­მა ოჯახ­მა მძი­მე და­ნა­კარ­გი გა­ნი­ცა­და“. ---- კი, ნამდვილია ეგ: 3 ჩასუქებული დედალი დაკარგეს, ერთი ხბო და კიდო გოჭს მოხვედრია „გრადის“ „ასკოლკა“ თეძოში!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

რას აცხადებენ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ უშიშროების კომიტეტში ინფორმაციაზე, რომ "ალან გაგლოევი ამერიკის და საქართველოს ინტერესებს ლობირებს“

რას აცხადებენ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ უშიშროების კომიტეტში ინფორმაციაზე, რომ "ალან გაგლოევი ამერიკის და საქართველოს ინტერესებს ლობირებს“

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი რუს პოლიტოლოგს სერგეი კარნაუხოვს პასუხობს, რომელმაც განაცხადა, რომ ახლად არჩეული "პრეზიდენტი“ ალან გაგლოევი სამხრეთ კავკასიაში "საქართველოსა და ამერიკის ინტერესებს ლობირებს“.

"ამ კონტექსტში კომიტეტი აღნიშნავს, რომ მსგავსი გამონათქვამი არა მხოლოდ არ შეესაბამება სინამდვილეს, არამედ ეწინააღმდეგება სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის მოკავშირეობის შესახებ შეთანხმებას, ასევე ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების საერთო კონტურების ფორმირებას“, - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

КГБ -ში განაცხადეს, რომ "არ ფლობენ რაიმე სახის ინფორმაციას ალან გაგლოევის კავშირებზე საქართველოს და უცხოეთის სპეცსამსახურებთან“.

"კანონის შესაბამისად ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი გადის სპეციალურ შემოწმებას, რომელიც გამორიცხავს უმაღლეს თანამდებობაზე ისეთი ადამიანის მოხვედრას, რომლის ბიოგრაფიაშიც შესაძლოა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწეობის ნიშნები“, - განაცხადეს ე.წ. უშიშროების კომიტეტში.

მათივე ცნობით, გაგლოევი КГБ-ს ოფიცერია, რომელიც 2008 წლის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა, რა დროსაც "მისმა ოჯახმა მძიმე დანაკარგი განიცადა“.