ავტორი:

სამეფო აღლუმი, ავიაგამანადგურებლები ცაში და საარტილერიო ზალპი - დედოფალ ელისაბედის პლატინის იუბილე (ფოტოები)

სამეფო აღლუმი, ავიაგამანადგურებლები ცაში და საარტილერიო ზალპი - დედოფალ ელისაბედის პლატინის იუბილე (ფოტოები)

დიდ ბრიტანეთში, 2-დან 5 ივნისამდე, დედოფალ ელისაბედის პლატინის იუბილეს აღნიშნავენ (მისი მონარქად ყოფნის 70 წლისთავი). ეს ოთხი დღე ინგლისში დასვენების დღეებად გამოცხადდა.

სამეფო ოჯახის წევრები ცენტრალურ ლონდონში სადღესასწაულო აღლუმზე დასასწრებად შეიკრიბნენ. აღლუმის შემდეგ, ოჯახი ბუკინგემის სასახლეში დაბრუნდა, სადაც დედოფალი ელისაბედ II აივანზე პრინც ედვარდთან ერთად გამოვიდა. მალევე, მათ სამეფო ოჯახის სხვა წევრები და მათი ზოგიერთი შვილიც შეუერთდა.

ცერემონიას პრინცი ჰარი და მეგან მარკლიც დაესწრნენ. წყვილის გამოჩენას ძალიან ბევრი ელოდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ იუბილეს დაესწრებოდნენ. მათ ფანჯრიდან უყურეს აღლუმს, მაგრამ სამეფო ოჯახის სხვა წევრებივით ეტლით მსვლელობაში მონაწილეობა არ მიუღიათ და არც დედოფალთან ერთად გამოსულან აივანზე.

ფოტოები დედოფალ ელისაბედის პლატინის იუბილედან:

პრინცი ჩარლზი და კემბრიჯის ჰერცოგი უილიამი სამეფო აღლუმზე

კემბრიჯის ჰერცოგი, პრინცი უილიამი და პრინცესა ანა

უესეკსის გრაფი ედუარდი და გრაფინია სოფი

მეგან მარკლი

პრინცი ჰარი

წყარო: reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა