ავტორი:

ნიკოლოზ სააკაშვილი ღია წერილს ავრცელებს - "უზრუნველყავით ასაკოვანი მამისა და პატიმარი შვილის შეხვედრა"

ნიკოლოზ სააკაშვილი ღია წერილს ავრცელებს - "უზრუნველყავით ასაკოვანი მამისა და პატიმარი შვილის შეხვედრა"

საქართველოს ექსპრეზიდენტის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი პენიტენციალური სამსახურის ხელმძღვანელს ღია წერილით მიმართავს.

როგორც ის წერს, შვილის ნახვის უფლება არ ეძლევა და ითხოვს, პენიტენციალური სამსახურის ხელმძღვანელობა ვითარებაში გაერკვეს.

"ღია წერილი პენიტენციალური სამსახურის ხელმძღვანელს მოგმართავთ მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი - ჩემი შვილი უკვე მე-8 თვეა არის პატიმრობაში, რომელიც არის აგრეთვე მძიმე ავადმყოფი.

მიუხედავად ბევრი მცდელობისა რომ შემდგარიყო მამა-შვილს შორის პაემანი, რომელიც დაშვებულია არსებული კანონმდებლობით (მიხეილ სააკაშვილის უფლედამცველმა რამდენჯერმე თქვენთან შემოიტანა განაცხადი ჩემს შესახებ) პასუხის ღირსადაც არ ჩაგვთვალეს!

გთხოვთ გაერკვიოთ, რა ხდება? რა არის მიზეზი მშობლის მიერ შვილის არ ნახვისა.

მომეცით წერილობითი პასუხი და უზრუნველყავით ასაკოვანი მამის და პატიმარი შვილის შეხვედრა" - წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.