საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ გადაწყვეტილება, „რომელიც შეიძლებოდა სხვადასხვა ფორმით გადავადებულიყო“, არ იყო პოლიტიკურად დროული. ამის შესახებ პრეზიდენტმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
"მე, როგორც პრეზიდენტმა, არ შეიძლება, რომ ეჭვები წარმოვთქვა სასამართლოს მიმართ. შემიძლია მხოლოდ ერთი რამ წარმოვთქვა, რომ პოლიტიკურად, ამ დროს, ამ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეიძლებოდა სხვადასხვა ფორმით გადავადებულიყო, პოლიტიკურად მიმაჩნია, რომ არ იყო დროული.
სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსზე არაფერს ვიტყვი. ვიცი, როგორც ყველამ იცის, რომ იყო სხვადასხვა ვარიანტები სასჯელის, ვიდრე ის, რაც იქნა მიღებული, მაგრამ მე ამას ვერ შევაფასებ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ნახეთ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ: