ჩვენ მოვუწოდებთ ,,ქართულ ოცნებას”, რომ გავერთიანდეთ, ოღონდ არა კობახიძის, არამედ ევროკავშირის მოწოდებების და საგზაო რუქის ირგვლივ. იმისათვის, რომ შევამციროთ რისკები, რომელიც საქართველოს ნამდვილად აქვს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით , - ამის შესახებ ,,ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის შეფასებები კრიტიკულია, შესაბამისად, ხელისუფლების მიერ გაფუჭებული საქმის გადაბრალებას ვადევნებთ თვალს.
"ევროკავშირის, ევროკომისიისა და ევროსაბჭოს შეფასებები არის კრიტიკული. კობახიძე და მისი მეგობრები როგორ აფასებენ თავიანთ საქმიანობას, ეს მნიშვნელოვანი არ არის, მნიშვნელოვანია, როგორ აფასებენ ამას ჩვენი პარტნიორები. ჩვენ მოვუწოდებთ ,,ქართულ ოცნებას”, რომ გავერთიანდეთ არა კობახიძის, არამედ ევროკავშირის მოწოდებების და საგზაო რუკის ირგვლივ, იმისათვის, რომ შევამციროთ რისკები, რომელიც ნამდვილად აქვს საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით”, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.