პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა პატარას გავაჩენ, ნანატრ პლასტიკურ ოპერაციას გავიკეთებ..." - რა შეცვალა ორსულობამ ნანუკა გულუას ცხოვრებაში: მსახიობის დაძლეული ფობია და სამოგზაურო გეგმები
"როცა პატარას გავაჩენ, ნანატრ პლასტიკურ ოპერაციას გავიკეთებ..." - რა შეცვალა ორსულობამ ნანუკა გულუას ცხოვრებაში: მსახიობის დაძლეული ფობია და სამოგზაურო გეგმები

"...გე­მოვ­ნე­ბა არ არის ერთი სწო­რი რჩე­ვა! გე­მოვ­ნე­ბა არის ყვე­ლა­ფერ­ში... როცა რა­ღაც ისე გაც­ვია, რომ ცხოვ­რე­ბა გი­ხა­რია, იქ არის შენი გე­მოვ­ნე­ბაც! შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა ისე უნდა გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს, რო­გორც სურს; ის უნდა ჩა­იც­ვას, რაც მას აბედ­ნი­ე­რებს და ახა­რებს..." - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა გუ­ლუა.

- ადა­მი­ა­ნის გე­მოვ­ნე­ბის დახ­ვე­წა­ზე ძა­ლი­ან დიდ გავ­ლე­ნას მისი წრე და ოჯა­ხი ახ­დენს. თუმ­ცა, ესეც არ არის რა­ი­მეს გა­რან­ტია. ბევ­რი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლა, როცა ვთქვათ, ოჯახ­ში გე­მოვ­ნე­ბის მეტ­რი არ ჰყავ­დათ, მაგ­რამ ძა­ლი­ან გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნე­ბი აღ­ზრდი­ლან. ამით იმის თქმა მინ­და, რომ გე­მოვ­ნე­ბა არ არის სი­ღა­რი­ბე­სა და სიმ­დიდ­რე­ში, სულ სხვა რამ გა­ნა­პი­რო­ბებს... გე­მოვ­ნე­ბი­ან ჩაც­მას თუ ვგუ­ლის­ხმობთ, ეს ერ­თგვა­რი კულ­ტუ­რაა და მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, რა ბი­უ­ჯე­ტი გაქვს. სულ "მე­ო­რა­დებ­შიც" შე­მო­სი­ლან ადა­მი­ა­ნე­ბი ულა­მა­ზე­სად.

- მოგ­ზა­უ­რო­ბას რო­მელ ქვეყ­ნებ­ში ამ­ჯო­ბი­ნებთ?

- ახ­ლა­ხან დავძლიე ფრე­ნის ფო­ბია... ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი მაქვს ყვე­ლა ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბა, რო­მელ­საც ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ან მე­გობ­რე­ბი ახერ­ხებ­დნენ. მარ­თა­ლია, ფო­ბია დავძლიე, მაგ­რამ ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ, ვერ­სად მივფრი­ნავ... პა­ტა­რას რო­გორც კი გა­ვა­ჩენ, მერე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად იმ­დე­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბა მაქვს და­გეგ­მი­ლი, ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად უნდა ავი­ნა­ზღა­უ­რო. ჯერ­ჯე­რო­ბით, სა­დაც ამ ში­შის პი­რო­ბებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა მო­ვა­ხერ­ხე, ეს არის - თურ­ქე­თი, ეგ­ვიპ­ტე, დუ­ბაი...

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბი მი­ზი­დავს: ეგ­ვიპ­ტე წა­სას­ვლე­ლად იმ მიზ­ნით შე­ვარ­ჩიე, რომ ჩა­ვი­დო­დი და კარ­გად და­ვის­ვე­ნებ­დი. დუ­ბაი უფრო სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი კუ­თხით ავარ­ჩიე, უფრო შთამ­ბეჭ­და­ვი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და თა­ნა­მედ­რო­ვეა!

- ანუ ის ქვეყ­ნე­ბი უფრო გი­ზი­დავთ, სა­დაც თა­ნა­მედ­რო­ვე მიღ­წე­ვე­ბია?

- დიახ, ვგიჟ­დე­ბი სი­ახ­ლე­ებ­ზე. ვერ ვი­ტან სიძ­ვე­ლე­ებს - ახ­ლაც ხომ მო­და­შია რა­ღაც დაძ­ვე­ლე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი და ასე შემ­დეგ. მე იქ ვკვდე­ბი. ახა­ლი, ცინ­ცხა­ლი მომ­წონს ყვე­ლა­ფე­რი - შპა­ლე­რით და­წყე­ბუ­ლი, ნე­ბის­მი­ე­რი რა­მით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა ქვეყ­ნე­ბი სა­მოგ­ზა­უ­როდ მთლად ასე არ შე­ვარ­ჩიო, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი ახა­ლი იქ­ნე­ბა და მა­ინ­ცდა­მა­ინც ჩემს გარ­თო­ბას მორ­გე­ბუ­ლი, რად­გან ყვე­ლაფ­რის ნახ­ვა, ერ­თბა­შად ანა­ზღა­უ­რე­ბა მსურს...

- სად გე­გუ­ლე­ბათ ყვე­ლა­ზე გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა?

- ჯერ არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ მგო­ნია, ბრა­ზი­ლია ჭკუ­ი­დან გა­და­მიყ­ვანს. ბავ­შვო­ბი­დან ერ­თა­დერ­თი ქვეყ­ნის სე­რი­ა­ლებს ვუ­ყუ­რებ და ეს არის ბრა­ზი­ლი­უ­რი. ვგიჟ­დე­ბი პირ­და­პირ, იმ­დე­ნად მომ­წონს! ან სახ­ლი რო­გო­რი დი­ზა­ი­ნით აქვთ გა­კე­თე­ბუ­ლი, ან ჩაც­მუ­ლო­ბა, ვარ­ცხნი­ლო­ბა, მა­კი­ა­ჟი... ვინც ყო­ფი­ლა, მე­უბ­ნე­ბი­ან, იქ სა­ში­ში ად­გი­ლე­ბიც არის, სი­ღა­რი­ბე­აო, მაგ­რამ ბავ­შვო­ბი­დან რაც არის ჩემ­თვის ბრჭყვი­ა­ლა და მიმ­ზიდ­ვე­ლი, მგო­ნია, იმ ყვე­ლაფ­რის ად­გილ­ზე ნახ­ვა გა­მა­გი­ჟებს და ამი­ტო­მაც, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოვ­ხვდე! ბრა­ზი­ლი­ა­ზე ჭკუ­ი­დან გა­დავ­დი­ვარ და თუ მეგ­რე­ლი არა, ბრა­ზი­ლი­ე­ლი ვიქ­ნე­ბო­დი!

- ეთან­ხმე­ბით, რომ ამ­ბო­ბენ, მეგ­რე­ლე­ბი ის­ტო­რი­უ­ლად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გე­მოვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ა­ნო?

- დიახ, ვე­თან­ხმე­ბი. მეგ­რე­ლე­ბი ნამ­დვი­ლად კარ­გი გე­მოვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, ძა­ლი­ან უყ­ვართ ლა­მა­ზად ჩაც­მა, თა­ვის მოვ­ლა! გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე ბავ­შვო­ბი­დან იმი­ტომ გა­ვა­მახ­ვი­ლე ყუ­რა­დღე­ბა, რომ პა­ტა­რა­ო­ბი­დან მახ­სოვს ჩემი მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი რა დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­დნენ ლა­მა­ზად ჩაც­მას. მა­გა­ლი­თად, არ მა­ვი­წყდე­ბა დე­და­ჩე­მის "ორე­უ­ლე­ბი" და "სა­მე­უ­ლე­ბი" თა­ვი­სი­ვე ფე­რის ხელ­ჩან­თით. სულ ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, მომ­წონ­და და ეს კულ­ტუ­რაც მგო­ნია, რომ ბავ­შვო­ბი­დან მო­დის...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანუკას
1

შპალერი ვისი შეცდომაა გემოვნებიანოოოო

ანა
7

ანუ მე კარგი გემოვნება მაქვსო ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"როცა პატარას გავაჩენ, ნანატრ პლასტიკურ ოპერაციას გავიკეთებ..." - რა შეცვალა ორსულობამ ნანუკა გულუას ცხოვრებაში: მსახიობის დაძლეული ფობია და სამოგზაურო გეგმები

"როცა პატარას გავაჩენ, ნანატრ პლასტიკურ ოპერაციას გავიკეთებ..." - რა შეცვალა ორსულობამ ნანუკა გულუას ცხოვრებაში: მსახიობის დაძლეული ფობია და სამოგზაურო გეგმები

"...გემოვნება არ არის ერთი სწორი რჩევა! გემოვნება არის ყველაფერში... როცა რაღაც ისე გაცვია, რომ ცხოვრება გიხარია, იქ არის შენი გემოვნებაც! შესაბამისად, ყველა ისე უნდა გამოიყურებოდეს, როგორც სურს; ის უნდა ჩაიცვას, რაც მას აბედნიერებს და ახარებს..." - ამბობს მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა.

- ადამიანის გემოვნების დახვეწაზე ძალიან დიდ გავლენას მისი წრე და ოჯახი ახდენს. თუმცა, ესეც არ არის რაიმეს გარანტია. ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა ვთქვათ, ოჯახში გემოვნების მეტრი არ ჰყავდათ, მაგრამ ძალიან გემოვნებიანები აღზრდილან. ამით იმის თქმა მინდა, რომ გემოვნება არ არის სიღარიბესა და სიმდიდრეში, სულ სხვა რამ განაპირობებს... გემოვნებიან ჩაცმას თუ ვგულისხმობთ, ეს ერთგვარი კულტურაა და მნიშვნელობა არა აქვს, რა ბიუჯეტი გაქვს. სულ "მეორადებშიც" შემოსილან ადამიანები ულამაზესად.

- მოგზაურობას რომელ ქვეყნებში ამჯობინებთ?

- ახლახან დავძლიე ფრენის ფობია... ჩემს ცხოვრებაში გამოტოვებული მაქვს ყველა ის მნიშვნელოვანი მოგზაურობა, რომელსაც ჩემი ოჯახის წევრები ან მეგობრები ახერხებდნენ. მართალია, ფობია დავძლიე, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში ვარ, ვერსად მივფრინავ... პატარას როგორც კი გავაჩენ, მერე მეუღლესთან ერთად იმდენი მოგზაურობა მაქვს დაგეგმილი, ყველაფერი ერთად უნდა ავინაზღაურო. ჯერჯერობით, სადაც ამ შიშის პირობებში მოგზაურობა მოვახერხე, ეს არის - თურქეთი, ეგვიპტე, დუბაი...

რაც შეეხება კითხვას, რომელი ქვეყნები მიზიდავს: ეგვიპტე წასასვლელად იმ მიზნით შევარჩიე, რომ ჩავიდოდი და კარგად დავისვენებდი. დუბაი უფრო სანახაობრივი კუთხით ავარჩიე, უფრო შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი და თანამედროვეა!

- ანუ ის ქვეყნები უფრო გიზიდავთ, სადაც თანამედროვე მიღწევებია?

- დიახ, ვგიჟდები სიახლეებზე. ვერ ვიტან სიძველეებს - ახლაც ხომ მოდაშია რაღაც დაძველებული ნივთები და ასე შემდეგ. მე იქ ვკვდები. ახალი, ცინცხალი მომწონს ყველაფერი - შპალერით დაწყებული, ნებისმიერი რამით დამთავრებული. შეიძლება ქვეყნები სამოგზაუროდ მთლად ასე არ შევარჩიო, სადაც ყველაფერი ახალი იქნება და მაინცდამაინც ჩემს გართობას მორგებული, რადგან ყველაფრის ნახვა, ერთბაშად ანაზღაურება მსურს...

- სად გეგულებათ ყველაზე გემოვნებიანი მოსახლეობა?

- ჯერ არ ვყოფილვარ, მაგრამ მგონია, ბრაზილია ჭკუიდან გადამიყვანს. ბავშვობიდან ერთადერთი ქვეყნის სერიალებს ვუყურებ და ეს არის ბრაზილიური. ვგიჟდები პირდაპირ, იმდენად მომწონს! ან სახლი როგორი დიზაინით აქვთ გაკეთებული, ან ჩაცმულობა, ვარცხნილობა, მაკიაჟი... ვინც ყოფილა, მეუბნებიან, იქ საშიში ადგილებიც არის, სიღარიბეაო, მაგრამ ბავშვობიდან რაც არის ჩემთვის ბრჭყვიალა და მიმზიდველი, მგონია, იმ ყველაფრის ადგილზე ნახვა გამაგიჟებს და ამიტომაც, აუცილებლად უნდა მოვხვდე! ბრაზილიაზე ჭკუიდან გადავდივარ და თუ მეგრელი არა, ბრაზილიელი ვიქნებოდი!

- ეთანხმებით, რომ ამბობენ, მეგრელები ისტორიულად განსაკუთრებული გემოვნებით გამოირჩევიანო?

- დიახ, ვეთანხმები. მეგრელები ნამდვილად კარგი გემოვნებით გამოირჩევიან, ძალიან უყვართ ლამაზად ჩაცმა, თავის მოვლა! გემოვნების ჩამოყალიბებაზე ბავშვობიდან იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ პატარაობიდან მახსოვს ჩემი მამიდაშვილები, ოჯახის წევრები რა დიდ ყურადღებას აქცევდნენ ლამაზად ჩაცმას. მაგალითად, არ მავიწყდება დედაჩემის "ორეულები" და "სამეულები" თავისივე ფერის ხელჩანთით. სულ ვაკვირდებოდი, მომწონდა და ეს კულტურაც მგონია, რომ ბავშვობიდან მოდის...წაიკითხეთ სრულად