ცენტრ "ემპათიას" ექსპერტები კლინიკა "ვივამედში" ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდნენ. "ემპათიას" ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო შემოწმება გრძელდება და ამასთან, კლინიკიდან გარკვეული სამედიცინო დოკუმენტაციის გამოთხოვას აპირებენ.
მისივე განცხადებით, სიმპტომური მკურნალობის გაგრძელების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებაა მოსალოდნელი.
"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის დასკვნები, რომელიც ცენტრს აქვს გაცემული, სრულიად რელევანტურია. ის პროგნოზები, რომელიც არის გაკეთებული, სწორია. ამჟამად გვაქვს სწორედ იმ მდგომარეობის დამძიმება, რაც ცენტრ "ემპათიას"რეკომენდაციების შეუსრულებლობამ გამოიწვია. ამ კლინიკაში მკურნალობა ვერ წარმომიდგენია. მე მგონი, თვითონ კლინიკის სპეციალისტები ამას ალბათ გააცნობიერებენ. თუ ისინი იქნებიან მიუკერძოებლები და ობიექტურები, ამ დასკვნამდე თვითონ უნდა მივიდნენ," - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.
მაინტერესებს,კარგი ვთქვათ სამკურნალოა და აქ ვერ მკურნალობენ და სასჯელი გადაუვადეს .როცა უმკურნალებენ ხიმ ისევ უნდა დაუბრუნდეს ციხეს,რომლის კედლებიც ცუდად მოქმედებს მიშაზე და ისევ ცუდად გახდა.მერე რა უნდა ქნან არბენინონ წინდაუკან?ვის მოსწონს ციხე გეხვეწებით მითხარით?რეებს ბოდიალობენ ეს ექიმები?ანუ მერე გადავლენ შემდეგ გეგმაზე,რომ არ დააბრუნონ ქვეყანაში.მავნეები.
ეს ქალი პრაქტიკოსი ექიმია?