საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

6

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 12:31-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 00:32-ზე ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. ამ დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი ასაკობრივი ჯგუფებისთვის არ წარმოადგენს საშიშროებას "მაიმუნის ყვავილი" და რას ამბობს ივანე ჩხაიძე ბავშვებში გავრცელებულ დაუდგენელი წარმოშობის ჰეპატიტებზე
რომელი ასაკობრივი ჯგუფებისთვის არ წარმოადგენს საშიშროებას "მაიმუნის ყვავილი" და რას ამბობს ივანე ჩხაიძე ბავშვებში გავრცელებულ დაუდგენელი წარმოშობის ჰეპატიტებზე

და­უდ­გე­ნე­ლი წარ­მო­შო­ბის ჰე­პა­ტი­ტე­ბი და "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი“ აუ­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­რო­ებს შე­სა­ბა­მის ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ და­დას­ტუ­რე­ბას, - ამის შე­სა­ხებ იმუ­ნი­ზა­ცი­ის ტექ­ნი­კურ მრჩე­ველ­თა ეროვ­ნუ­ლი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელ­მა, იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს“ სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა, თსსუ-ის პრო­ფე­სორ­მა ივა­ნე ჩხა­ი­ძემ "კვი­რას“ პრესკლუბ­ში გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ჩხა­ი­ძე აღ­ნიშ­ნავს, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვექ­ნე­ბა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ვი­სა­უბ­როთ იმ ტესტზე, რო­მე­ლიც "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის“ ვირუსს აღ­მო­ა­ჩენს, ასე­ვე სრუ­ლი მზად­ყოფ­ნაა, რომ ჰე­პა­ტი­ტის სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვე­ბი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყოს.

"ორი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო ბოლო 2 კვი­რა - და­უდ­გე­ნე­ლი წარ­მო­შო­ბის ჰე­პა­ტი­ტე­ბი ბავ­შვებ­ში და "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი“ მოზ­რდი­ლებ­ში, აუ­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­რო­ებს შე­სა­ბა­მის ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ და­დას­ტუ­რე­ბას.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი მზად არის და ალ­ბათ, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვექ­ნე­ბა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ვი­სა­უბ­როთ იმ ტესტზე, რო­მე­ლიც აღ­მო­ა­ჩენს "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის“ ვირუსს. ასე­ვე სრუ­ლი მზად­ყოფ­ნაა ჰე­პა­ტი­ტის სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვე­ბი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყოს“,- აღ­ნიშ­ნავს ჩხა­ი­ძე.

ამას­თან, აღ­ნიშ­ნავს, რომ "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლის“ წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი სპე­ცი­ფი­კუ­რი მე­დი­კა­მენ­ტი არ არ­სე­ბობს. ამას­თან, გან­მარ­ტავს, რომ თუ "მა­ი­მუ­ნის ყვა­ვი­ლი“ უფრო მეტ გავ­რცე­ლე­ბას მი­ი­ღებს, მა­შინ აქვს აზრი ვაქ­ცი­ნის შექ­მნას.

"დარ­წმუ­ნე­ბით შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც და­ბა­დე­ბუ­ლია 1980 წლამ­დე, მათ­თვის ეს ვირუ­სი სა­შიშ­რო­ე­ბას არ წარ­მო­ად­გენს, ისი­ნი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან ამ ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ "ყვა­ვი­ლის ვაქ­ცი­ნით“.

ვაქ­ცი­ნის შექ­მნას მა­შინ აქვს აზრი, რო­დე­საც ბევ­რი შემ­თხვე­ვა გვაქვს. ვაქ­ცი­ნის შექ­მნას მა­შინ აქვს აზრი, რო­დე­საც სა­უ­ბა­რია არა 600 და 700 შემ­თხვე­ვა­ზე, არა­მედ ათე­ულ ათა­სო­ბით შემ­თხვე­ვა­ზე. თუ ამ ვირუს­მა უფრო მეტი გავ­რცე­ლე­ბა მი­ი­ღო, მა­შინ აზრი აქვს ვაქ­ცი­ნის შექ­მნას“,- აღ­ნიშ­ნავს ჩხა­ი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკა
0

ამდენი აცრებით, პირბადეებით სიარულმა იმუნიტეტი დაუქვეითა ბავშვებს

ბებია
0

იმ ვირუსებს მიხედეთ, ასე რომ არის საბავშვო ბაღებში მოდებული და ერთ ვირუსს მეორე ცვლის, მეორეს მესამე... შიშით ბავშვები ვერსად წაგვიყვანია. რატომ არაფერს ამბობთ იმაზე, რომ ეს ყველაფერი იმ ჩაკეტვის ბრალია, თქვენ რომ დაგვიწესეთ. კოვიდზე უარესად გააბეზრა ხალხი ამ ვირუსებმა. დარჩით სახლშიო, იარეთ პირბადითო... ამან ქნა ყველაფერი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დიდი მღელვარება სამხრეთ კორეაში - სამართალდამცავებმა იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის დაპატიმრება ვერ შეძლეს
ავტორი:

რომელი ასაკობრივი ჯგუფებისთვის არ წარმოადგენს საშიშროებას "მაიმუნის ყვავილი" და რას ამბობს ივანე ჩხაიძე ბავშვებში გავრცელებულ დაუდგენელი წარმოშობის ჰეპატიტებზე

რომელი ასაკობრივი ჯგუფებისთვის არ წარმოადგენს საშიშროებას "მაიმუნის ყვავილი" და რას ამბობს ივანე ჩხაიძე ბავშვებში გავრცელებულ დაუდგენელი წარმოშობის ჰეპატიტებზე

დაუდგენელი წარმოშობის ჰეპატიტები და "მაიმუნის ყვავილი“ აუცილებლად საჭიროებს შესაბამის ლაბორატორიულ დადასტურებას, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ "კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.

როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, უახლოეს პერიოდში შესაძლებლობა გვექნება მიზანმიმართულად ვისაუბროთ იმ ტესტზე, რომელიც "მაიმუნის ყვავილის“ ვირუსს აღმოაჩენს, ასევე სრული მზადყოფნაა, რომ ჰეპატიტის საეჭვო შემთხვევები იდენტიფიცირებული იყოს.

"ორი პრობლემა, რომელიც აქცენტირებული იყო ბოლო 2 კვირა - დაუდგენელი წარმოშობის ჰეპატიტები ბავშვებში და "მაიმუნის ყვავილი“ მოზრდილებში, აუცილებლად საჭიროებს შესაბამის ლაბორატორიულ დადასტურებას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მზად არის და ალბათ, უახლოეს პერიოდში შესაძლებლობა გვექნება მიზანმიმართულად ვისაუბროთ იმ ტესტზე, რომელიც აღმოაჩენს "მაიმუნის ყვავილის“ ვირუსს. ასევე სრული მზადყოფნაა ჰეპატიტის საეჭვო შემთხვევები იდენტიფიცირებული იყოს“,- აღნიშნავს ჩხაიძე.

ამასთან, აღნიშნავს, რომ "მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ მიმართული სპეციფიკური მედიკამენტი არ არსებობს. ამასთან, განმარტავს, რომ თუ "მაიმუნის ყვავილი“ უფრო მეტ გავრცელებას მიიღებს, მაშინ აქვს აზრი ვაქცინის შექმნას.

"დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც დაბადებულია 1980 წლამდე, მათთვის ეს ვირუსი საშიშროებას არ წარმოადგენს, ისინი ვაქცინირებულები არიან ამ ვირუსის წინააღმდეგ "ყვავილის ვაქცინით“.

ვაქცინის შექმნას მაშინ აქვს აზრი, როდესაც ბევრი შემთხვევა გვაქვს. ვაქცინის შექმნას მაშინ აქვს აზრი, როდესაც საუბარია არა 600 და 700 შემთხვევაზე, არამედ ათეულ ათასობით შემთხვევაზე. თუ ამ ვირუსმა უფრო მეტი გავრცელება მიიღო, მაშინ აზრი აქვს ვაქცინის შექმნას“,- აღნიშნავს ჩხაიძე.