მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ კონფლიქტის შეჩერება მხოლოდ შენს ხელს შეუძლია, ზუსტად იმ ხელს, რომელიც  2017 წელს ჩამომართვი" - პელეს ემოციებით სავსე მიმართვა პუტინს
"ამ კონფლიქტის შეჩერება მხოლოდ შენს ხელს შეუძლია, ზუსტად იმ ხელს, რომელიც  2017 წელს ჩამომართვი" - პელეს ემოციებით სავსე მიმართვა პუტინს

ლე­გენ­და­რულ­მა ბრა­ზი­ლი­ელ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა პე­ლემ "ინ­სტაგ­რამ­ზე" წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს, ვლა­დი­მერ პუ­ტინს უკ­რა­ი­ნას­თან ომის შე­წყვე­ტა სთხო­ვა.

81 წლის პელე, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად სიმ­სივ­ნეს ებ­რძვის, პუ­ტი­ნის სი­სას­ტი­კე­ზე თვალს არ ხუ­ჭავს და ას­რუ­ლებს და­დე­ბულ პი­რო­ბას, რომ ყო­ველ­თვის აი­მაღ­ლოს ხმა უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და მშვი­დო­ბის­თვის იბ­რძო­ლოს.

პელე აღ­ნიშ­ნავს, რომ წე­რი­ლი იმა­ვე დღეს და­წე­რა, როცა ფეხ­ბურ­თის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩევ ეტაპ­ზე უკ­რა­ი­ნის გუნ­დმა შოტ­ლან­დია 3-1 და­ა­მარ­ცხა (მატ­ჩი გუ­შინ, პირ­ველ ივ­ნისს გა­ი­მარ­თა).

"დღეს უკ­რა­ი­ნა ცდი­ლობს, რომ 90 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ინც და­ი­ვი­წყოს ის ტრა­გე­დია, რო­მე­ლიც მათ ქვე­ყა­ნას შთან­თქავს. მსოფ­ლიო თა­სის­თვის ბრძო­ლა თა­ვის­თა­ვად რთუ­ლი მი­სი­აა, თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლიც კი, როცა ამ­დე­ნი სი­ცო­ცხლე ბეწ­ვზე ჰკი­დია", - წერს პელე.

პელე ოჯახ­თან ერ­თად

რო­გორც პელე აღ­ნიშ­ნავს, ეს კონ­ფლიქ­ტი გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია და ხალ­ხის­თვის ტან­ჯვის, ში­შის და ტე­რო­რის მეტი არა­ფე­რი მო­აქვს:

"ომე­ბი მხო­ლოდ იმის­თვი­საა, რომ ერე­ბი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ და არ არ­სე­ბობს იდე­ო­ლო­გია, რო­მე­ლიც ბავ­შვე­ბის ოც­ნე­ბე­ბის რა­კე­ტე­ბით და­მარ­ხვას, ოჯა­ხე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას და უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის მოკ­ვლას გა­ა­მარ­თლებს.

8 ათწლე­უ­ლია ვცხოვ­რობ და ვნა­ხე ომე­ბი, მო­ვის­მი­ნე სი­ძულ­ვი­ლის ენა, რომ­ლი­თაც უხერ­ხემ­ლო ლი­დე­რე­ბი, ვი­თომ­და ერის დაც­ვის მიზ­ნით, სა­ძაგ­ლო­ბებს ქა­და­გებ­დნენ. ეს უნდა შევ­წყვი­ტოთ და განვვი­თარ­დეთ.

როცა ჩვენ (გუ­ლის­ხმობს პუ­ტინს) წარ­სულ­ში შევ­ხვდით და ერ­თმა­ნეთს ღი­მი­ლით ჩა­მო­ვარ­თვით ხელი, თავ­ში აზ­რა­დაც არ გა­მივ­ლია, რომ ერთ დღე­საც ასე და­ვი­ყო­ფო­დით.

ამ კონ­ფლიქ­ტის შე­ჩე­რე­ბის ძალა შენს ხელ­თაა. ზუს­ტად იმ ხე­ლე­ბის, რო­მე­ლიც მე 2017 წელს ჩა­მო­მარ­თვი", - ას­რუ­ლებს ის პუ­ტი­ნი­სად­მი მი­ძღვნილ წე­რილს.

ცნო­ბის­თვის, პელე და პუ­ტი­ნი ერ­თმა­ნეთს 2017 წელს, მოს­კოვ­ში შეხ­ვდნენ. ლე­გენ­და­რუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი კონ­ფე­დე­რა­ცი­ის მატჩზე იმ­ყო­ფე­ბო­და, თა­მაშს ეს­წრე­ბო­და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტიც.

წყა­რო:apnews.com

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
0

გ ა დ ა ვ ი ფ ი ქ რ ე.

რეზოია
0

ებიჭო ვინც დაიწყო კაცი თხოვს გაჩერდითო და გაიგეთ ახლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ამ კონფლიქტის შეჩერება მხოლოდ შენს ხელს შეუძლია, ზუსტად იმ ხელს, რომელიც  2017 წელს ჩამომართვი" - პელეს ემოციებით სავსე მიმართვა პუტინს

"ამ კონფლიქტის შეჩერება მხოლოდ შენს ხელს შეუძლია, ზუსტად იმ ხელს, რომელიც  2017 წელს ჩამომართვი" - პელეს ემოციებით სავსე მიმართვა პუტინს

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ "ინსტაგრამზე" წერილი გამოაქვეყნა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან ომის შეწყვეტა სთხოვა.

81 წლის პელე, რომელიც ამჟამად სიმსივნეს ებრძვის, პუტინის სისასტიკეზე თვალს არ ხუჭავს და ასრულებს დადებულ პირობას, რომ ყოველთვის აიმაღლოს ხმა უსამართლობის წინააღმდეგ და მშვიდობისთვის იბრძოლოს.

პელე აღნიშნავს, რომ წერილი იმავე დღეს დაწერა, როცა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინის გუნდმა შოტლანდია 3-1 დაამარცხა (მატჩი გუშინ, პირველ ივნისს გაიმართა).

"დღეს უკრაინა ცდილობს, რომ 90 წუთის განმავლობაში მაინც დაივიწყოს ის ტრაგედია, რომელიც მათ ქვეყანას შთანთქავს. მსოფლიო თასისთვის ბრძოლა თავისთავად რთული მისიაა, თითქმის შეუძლებელიც კი, როცა ამდენი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია", - წერს პელე.

პელე ოჯახთან ერთად

როგორც პელე აღნიშნავს, ეს კონფლიქტი გაუმართლებელია და ხალხისთვის ტანჯვის, შიშის და ტერორის მეტი არაფერი მოაქვს:

"ომები მხოლოდ იმისთვისაა, რომ ერები ერთმანეთს დაშორდნენ და არ არსებობს იდეოლოგია, რომელიც ბავშვების ოცნებების რაკეტებით დამარხვას, ოჯახების განადგურებას და უდანაშაულო ადამიანების მოკვლას გაამართლებს.

8 ათწლეულია ვცხოვრობ და ვნახე ომები, მოვისმინე სიძულვილის ენა, რომლითაც უხერხემლო ლიდერები, ვითომდა ერის დაცვის მიზნით, საძაგლობებს ქადაგებდნენ. ეს უნდა შევწყვიტოთ და განვვითარდეთ.

როცა ჩვენ (გულისხმობს პუტინს) წარსულში შევხვდით და ერთმანეთს ღიმილით ჩამოვართვით ხელი, თავში აზრადაც არ გამივლია, რომ ერთ დღესაც ასე დავიყოფოდით.

ამ კონფლიქტის შეჩერების ძალა შენს ხელთაა. ზუსტად იმ ხელების, რომელიც მე 2017 წელს ჩამომართვი", - ასრულებს ის პუტინისადმი მიძღვნილ წერილს.

ცნობისთვის, პელე და პუტინი ერთმანეთს 2017 წელს, მოსკოვში შეხვდნენ. ლეგენდარული ფეხბურთელი კონფედერაციის მატჩზე იმყოფებოდა, თამაშს ესწრებოდა რუსეთის პრეზიდენტიც.

წყარო:apnews.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"