სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იტალიელ ტრავმატოლოგ-ორთოპედებთან ოპერაციის ჩასატარებლად პაციენტების შერჩევა დაიწყო
იტალიელ ტრავმატოლოგ-ორთოპედებთან ოპერაციის ჩასატარებლად პაციენტების შერჩევა დაიწყო

იტა­ლი­ე­ლი ტრავ­მა­ტო­ლოგ-ორ­თო­პე­დე­ბი პა­ცი­ენ­ტებს 1-ელი ივ­ლი­სი­დან „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ მი­ი­ღე­ბენ. მათ­თან მო­სახ­ვედ­რად სა­ჭი­როა წი­ნას­წარ უფა­სო კონ­სულ­ტა­ცია გა­ი­ა­როთ ორ­თო­პე­დი­ი­სა და ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ის ცენ­ტრის ქი­რურგთან გი­ორ­გი დუ­ღაშ­ვილ­თან. უფა­სო კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე ჩა­წე­რა შე­საძ­ლე­ბე­ლია პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, რო­მელ­თაც სკო­ლი­ო­ზი, ლუმ­ბა­ლუ­რი სტე­ნო­ზი, დის­კის თი­ა­ქა­რი ან სპონ­დი­ლო­ლის­თე­ზი აქვთ დად­გე­ნი­ლი. პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლებ­საც და­უდ­გინ­დე­ბათ ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის სა­ჭი­რო­ე­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ონ­ლა­ინ კონ­სი­ლი­უმ­ში იტა­ლი­ელ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­ი­გეგ­მე­ბა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა, რო­მელ­საც ალე­სან­დრო პი­სა­ნი და ლუ­ი­ჯი სო­ლი­ე­რა ჩა­ა­ტა­რე­ბენ.

უფრო დე­ტა­ლუ­რად იტა­ლი­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ვი­ზიტ­ზე, მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­სა და „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ი­სა და ორ­თო­პე­დი­ის ცენ­ტრის სერ­ვი­სებ­ზე გი­ორ­გი დუ­ღაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- მოგ­ვი­ყე­ვით იტა­ლი­ელ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს ეწ­ვე­ვი­ან და პა­ცი­ენ­ტებს ოპე­რა­ცი­ებს ჩა­უ­ტა­რე­ბენ.

- სამ­ხრე­თი იტა­ლი­ის ორ­თო­პე­დი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (Istituto Ortopedico del Mezzogiorno d'italia, Messina, Italy) მთა­ვა­რი ექი­მი, მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ალე­სან­დრო პი­სა­ნი და ამა­ვე კლი­ნი­კის ორ­თო­პედ-ტრავ­მა­ტო­ლო­გი ლუ­ი­ჯი სო­ლი­ე­რა ყო­ველ­წლი­უ­რად 500-მდე ქი­რურ­გი­ულ პრო­ცე­დუ­რას ატა­რე­ბენ. 2022 წლის ივ­ლი­სი­დან „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ გუნდს შე­მო­უ­ერ­თდე­ბი­ან და პა­ცი­ენ­ტებს მომ­სა­ხუ­რე­ბას გა­უ­წე­ვენ სკო­ლი­ო­ზის, ლუმ­ბა­ლუ­რი სტე­ნო­ზის, დის­კის თი­აქ­რის და სპონ­დი­ლო­ლის­თე­ზის ქი­რურ­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

- კონ­კრე­ტუ­ლად რო­დის ეწ­ვე­ვი­ან „ნიუ ჰოს­პი­ტალს“ და რამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში შეძ­ლე­ბენ პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბას?

- იტა­ლი­ე­ლი კო­ლე­გე­ბი ჩვენს კლი­ნი­კა­ში პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბას 1-ელ ივ­ლისს და­ი­წყე­ბენ. კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. რამ­დე­ნი­მე ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის ჩა­ტა­რე­ბაც და­გეგ­მი­ლია. ეს ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პია. სა­მო­მავ­ლოდ და­ი­გეგ­მე­ბა მათი პე­რი­ო­დუ­ლი ვი­ზი­ტე­ბი, ასე­ვე ჩვე­ნი, ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის იტა­ლი­ა­ში წას­ვლა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად და ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბის ასათ­ვი­სებ­ლად.

- რო­გორ შეძ­ლე­ბენ პა­ცი­ენ­ტე­ბი იტა­ლი­ელ ექი­მებ­თან მოხ­ვედ­რას?

- მათ­თან მო­სახ­ვედ­რად პა­ცი­ენ­ტებ­მა წი­ნას­წარ კონ­სულ­ტა­ცია უნდა გა­ი­ა­რონ. ჩემ­თან მი­ღე­ბა უფა­სო იქ­ნე­ბა და მსურ­ვე­ლებს ჩა­წე­რა შე­ეძ­ლე­ბათ ყო­ველ სამ­შა­ბათ­სა და ხუთ­შა­ბათს 10:00 სა­ა­თი­დან 14:00 სა­ა­თამ­დე. მი­ღე­ბა­ზე მოს­ვლა შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი კლი­ნი­კის პა­ცი­ენტს, ვი­საც დად­გე­ნი­ლი აქვს სკო­ლი­ო­ზი, ლუმ­ბა­ლუ­რი სტე­ნო­ზი, დის­კის თი­ა­ქა­რი ან სპონ­დი­ლო­ლის­თე­ზი. ამ ოთხ და­ა­ვა­დე­ბა­ზე ვკონ­ცენ­ტრირ­დე­ბით სა­წყის ეტაპ­ზე. ასე რომ, პა­ცი­ენ­ტებს, ვი­საც აწუ­ხებს ხერ­ხემ­ლის დე­ფორ­მა­ცია, მხა­რე­ო­ბა, ხერ­ხემ­ლის ასი­მეტ­რია, ტკი­ვი­ლი, ხერ­ხემ­ლი­დან წა­მო­სუ­ლი მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვა, ვე­ლო­დე­ბით ჩვენ­თან. ჩემ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის, იტა­ლი­ელ კო­ლე­გებ­თან კონ­სი­ლი­უ­მი­სა და ზუს­ტი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის შემ­დეგ გა­და­წყდე­ბა მათი და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას სჭირ­დე­ბა თუ არა ალე­სან­დრო პი­სა­ნი­სა და ლუ­ი­ჯი სო­ლი­ე­რას ჩა­რე­ვა. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­ი­გეგ­მე­ბა ოპე­რა­ცი­ე­ბიც.

- რა­ტომ არის სა­ქარ­თვე­ლო­ში იტა­ლი­ე­ლი ექი­მე­ბის ვი­ზი­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

- იტა­ლი­ე­ლი ექი­მე­ბის ვი­ზი­ტი და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ისი­ნი ჩა­მო­დი­ან კლი­ნი­კი­დან, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბი­თა და მე­თო­დო­ლო­გი­ით. თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში ასე­ვე და­გეგ­მი­ლია „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ექი­მე­ბის ვი­ზი­ტი იტა­ლი­ა­ში. ზო­გა­დად, „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ სხვა­დას­ხვა სა­მე­დი­ცი­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბით ინო­ვა­ცი­ე­ბის და­ნერგვა ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჩვენს მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ტრავ­მა­ტო­ლო­გია-ორ­თო­პე­დი­ა­ში ისე­თი­ვე მა­ღა­ლი დო­ნის ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რო­გო­რე­ბიც აშშ-ისა და ევ­რო­პის წამ­ყვან ქვეყ­ნებ­ში ტარ­დე­ბა. პა­ცი­ენ­ტებს სა­ზღვარ­გა­რეთ სამ­კურ­ნა­ლოდ წას­ვლა აღარ მო­უ­წევთ.

- ამ­ჟა­მად რა სერ­ვი­სებს სთა­ვა­ზობს პა­ცი­ენ­ტებს „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ორ­თო­პე­დი­ი­სა და ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ის ცენ­ტრი?

- „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის მქო­ნე ორ­თო­პე­დი­ი­სა და ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ის ცენ­ტრი, რო­მელ­საც ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ექი­მე­ბი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ, სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლია საყ­რდენ-მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი სის­ტე­მის მწვა­ვე, ქრო­ნი­კუ­ლი, თან­და­ყო­ლი­ლი და შე­ძე­ნი­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა­ზე, მკურ­ნა­ლო­ბა­სა და პა­ცი­ენ­ტე­ბის პოს­ტო­პე­რა­ცი­ულ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე. ცენ­ტრი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უზ­რუნ­ველ­ყოფს გა­და­უ­დე­ბე­ლი ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ურ დახ­მა­რე­ბას და ორ­თო­პე­დი­ულ ოპე­რა­ცი­ებს. ცენ­ტრი და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია მა­ღა­ლი დო­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბით, რომ­ლე­ბიც წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 1500-ზე მეტ ოპე­რა­ცი­ას ატა­რე­ბენ. ეს ქარ­თულ სა­მე­დი­ცი­ნო სივ­რცე­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო რი­ცხვია.

მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კლი­ნი­კის მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, რო­მე­ლიც სწრაფ და ზუსტ დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა­ში, ასე­ვე გა­მარ­თუ­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა. კლი­ნი­კამ 2 თვის წინ ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე რენტგე­ნის აპა­რა­ტის შე­ი­ძი­ნა. მისი გა­მოს­ხი­ვე­ბის დონე პრაქ­ტი­კუ­ლად ნუ­ლამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი და, ამავდრო­უ­ლად, რენტგე­ნო­ლო­გი­უ­რი სუ­რა­თის მას­შტა­ბუ­რი მი­ღე­ბა აქვს. ასე­ვე, კლი­ნი­კა აღ­ჭურ­ვი­ლია მა­ღა­ლი დო­ნის მაგ­ნი­ტო-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფით.

„ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ორ­თო­პე­დი­ი­სა და ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ის ცენ­ტრი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ღიაა, რო­გორც ზრდას­რუ­ლე­ბის­თვის, ისე ბავ­შვე­ბის­თვის.

R

Anna
0

საქართველოში არ გყავთ ტრავმატოლოგები? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

იტალიელ ტრავმატოლოგ-ორთოპედებთან ოპერაციის ჩასატარებლად პაციენტების შერჩევა დაიწყო

იტალიელ ტრავმატოლოგ-ორთოპედებთან ოპერაციის ჩასატარებლად პაციენტების შერჩევა დაიწყო

იტალიელი ტრავმატოლოგ-ორთოპედები პაციენტებს 1-ელი ივლისიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ მიიღებენ. მათთან მოსახვედრად საჭიროა წინასწარ უფასო კონსულტაცია გაიაროთ ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრის ქირურგთან გიორგი დუღაშვილთან. უფასო კონსულტაციაზე ჩაწერა შესაძლებელია პაციენტებისთვის, რომელთაც სკოლიოზი, ლუმბალური სტენოზი, დისკის თიაქარი ან სპონდილოლისთეზი აქვთ დადგენილი. პაციენტებს, რომლებსაც დაუდგინდებათ ქირურგიული ჩარევის საჭიროება, მონაწილეობას მიიღებენ ონლაინ კონსილიუმში იტალიელ სპეციალისტებთან. საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმება ქირურგიული ჩარევა, რომელსაც ალესანდრო პისანი და ლუიჯი სოლიერა ჩაატარებენ.

უფრო დეტალურად იტალიელი სპეციალისტების ვიზიტზე, მათთან თანამშრომლობასა და „ნიუ ჰოსპიტალსის“ ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ცენტრის სერვისებზე გიორგი დუღაშვილი გვესაუბრება.

- მოგვიყევით იტალიელ სპეციალისტებზე, რომლებიც საქართველოს ეწვევიან და პაციენტებს ოპერაციებს ჩაუტარებენ.

- სამხრეთი იტალიის ორთოპედიული ინსტიტუტის (Istituto Ortopedico del Mezzogiorno d'italia, Messina, Italy) მთავარი ექიმი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ალესანდრო პისანი და ამავე კლინიკის ორთოპედ-ტრავმატოლოგი ლუიჯი სოლიერა ყოველწლიურად 500-მდე ქირურგიულ პროცედურას ატარებენ. 2022 წლის ივლისიდან „ნიუ ჰოსპიტალსის“ გუნდს შემოუერთდებიან და პაციენტებს მომსახურებას გაუწევენ სკოლიოზის, ლუმბალური სტენოზის, დისკის თიაქრის და სპონდილოლისთეზის ქირურგიის მიმართულებით.

- კონკრეტულად როდის ეწვევიან „ნიუ ჰოსპიტალს“ და რამდენი ხნის განმავლობაში შეძლებენ პაციენტების მიღებას?

- იტალიელი კოლეგები ჩვენს კლინიკაში პაციენტების მიღებას 1-ელ ივლისს დაიწყებენ. კონსულტაციები ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. რამდენიმე ქირურგიული ჩარევის ჩატარებაც დაგეგმილია. ეს ჩვენი თანამშრომლობის პირველი ეტაპია. სამომავლოდ დაიგეგმება მათი პერიოდული ვიზიტები, ასევე ჩვენი, ქართველი ექიმების იტალიაში წასვლა კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ქირურგიული ჩარევის ინოვაციური მეთოდების ასათვისებლად.

- როგორ შეძლებენ პაციენტები იტალიელ ექიმებთან მოხვედრას?

- მათთან მოსახვედრად პაციენტებმა წინასწარ კონსულტაცია უნდა გაიარონ. ჩემთან მიღება უფასო იქნება და მსურველებს ჩაწერა შეეძლებათ ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს 10:00 საათიდან 14:00 საათამდე. მიღებაზე მოსვლა შეუძლია ნებისმიერი კლინიკის პაციენტს, ვისაც დადგენილი აქვს სკოლიოზი, ლუმბალური სტენოზი, დისკის თიაქარი ან სპონდილოლისთეზი. ამ ოთხ დაავადებაზე ვკონცენტრირდებით საწყის ეტაპზე. ასე რომ, პაციენტებს, ვისაც აწუხებს ხერხემლის დეფორმაცია, მხარეობა, ხერხემლის ასიმეტრია, ტკივილი, ხერხემლიდან წამოსული მოძრაობის შეზღუდვა, ველოდებით ჩვენთან. ჩემთან კონსულტაციის, იტალიელ კოლეგებთან კონსილიუმისა და ზუსტი დიაგნოსტირების შემდეგ გადაწყდება მათი დაავადების მკურნალობას სჭირდება თუ არა ალესანდრო პისანისა და ლუიჯი სოლიერას ჩარევა. საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმება ოპერაციებიც.

- რატომ არის საქართველოში იტალიელი ექიმების ვიზიტი მნიშვნელოვანი?

- იტალიელი ექიმების ვიზიტი და გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ჩამოდიან კლინიკიდან, რომელიც ცნობილია თავისი ინოვაციური მიდგომებითა და მეთოდოლოგიით. თანამშრომლობის ფარგლებში ასევე დაგეგმილია „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმების ვიზიტი იტალიაში. ზოგადად, „ნიუ ჰოსპიტალსში“ სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებით ინოვაციების დანერგვა ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენს მიმართულებაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ტრავმატოლოგია-ორთოპედიაში ისეთივე მაღალი დონის ოპერაციების ჩატარება იქნება შესაძლებელი, როგორებიც აშშ-ისა და ევროპის წამყვან ქვეყნებში ტარდება. პაციენტებს საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლა აღარ მოუწევთ.

- ამჟამად რა სერვისებს სთავაზობს პაციენტებს „ნიუ ჰოსპიტალსის“ ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრი?

- „ნიუ ჰოსპიტალსის“ ულტრათანამედროვე აღჭურვილობის მქონე ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრი, რომელსაც ევროპული გამოცდილების მქონე ექიმები ხელმძღვანელობენ, სპეციალიზებულია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მწვავე, ქრონიკული, თანდაყოლილი და შეძენილი დაავადებების დიაგნოსტიკაზე, მკურნალობასა და პაციენტების პოსტოპერაციულ რეაბილიტაციაზე. ცენტრი 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს გადაუდებელი ტრავმატოლოგიურ დახმარებას და ორთოპედიულ ოპერაციებს. ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალი დონის სპეციალისტებით, რომლებიც წლიურად დაახლოებით 1500-ზე მეტ ოპერაციას ატარებენ. ეს ქართულ სამედიცინო სივრცეში უპრეცედენტო რიცხვია.

მეტად მნიშვნელოვანია კლინიკის მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა, რომელიც სწრაფ და ზუსტ დიაგნოსტირებაში, ასევე გამართული ქირურგიული ჩარევების ჩატარებაში გვეხმარება. კლინიკამ 2 თვის წინ ულტრათანამედროვე რენტგენის აპარატის შეიძინა. მისი გამოსხივების დონე პრაქტიკულად ნულამდეა დაყვანილი და, ამავდროულად, რენტგენოლოგიური სურათის მასშტაბური მიღება აქვს. ასევე, კლინიკა აღჭურვილია მაღალი დონის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფით.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრი 24 საათის განმავლობაში ღიაა, როგორც ზრდასრულებისთვის, ისე ბავშვებისთვის.

R