რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა იქნება თავისუფლების დათმობა და არ დაასრულებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შემოჭრას, - ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ განაცხადა.
"უკრაინელები ვერ იღებენ იმ განცხადებებს, რომელსაც ჩვენ ხანდახან ვისმენთ ქვეყნების ლიდერებისგან - ზოგიერთ შემთხვევაში დიდი და გავლენიანი ქვეყნების ლიდერებისგან. შეუძლებელია, უბრალოდ დათმო ტერიტორიის ნაწილები,“- აღნიშნა ზელენსკამ ABC News-თან ინტერვიუში.
მან გაიმეორა ქმრის პოზიცია, რომ დონბასის რეგიონი - სადაც რუსეთი კონცენტრირებულია შეტევაზე - ისევ უკრაინული იქნება.
"მაშინაც კი, თუ ჩვენ დავთმობთ ტერიტორიებს, აგრესორი ამით არ გაჩერდება, ის გააგრძელებს ზეწოლას, ის გააგრძელებს უფრო და უფრო მეტი თავდასხმის განხორციელებას ჩვენს ტერიტორიაზე“, - დასძინა ზელენსკამ.
შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეებში კიევისა და ცენტრალური უკრაინის სხვა რეგიონების აღება ვერ შეძლო, დონბასი პუტინის სამხედრო ამბიციების ცენტრი გახდა.
კიდევ კარგი ჩვენთან მარგველაშვილის დროსაც არ იყო ომი, თორემ მერე გენახა მაკა ჩიჩუას გამოსვლები.
ქმარმა ყველას მოაბეზრა თავი და ცოლს იხმარიებს ახლა