მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
McHappy Day-ს კამპანიის ფარგლებში ბავშვთა  დღის აღსანიშნავად  „მაკდონალდს საქართველომ“ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს მრავალფეროვანი ღონისძიებები მოუწყო
McHappy Day-ს კამპანიის ფარგლებში ბავშვთა  დღის აღსანიშნავად  „მაკდონალდს საქართველომ“ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს მრავალფეროვანი ღონისძიებები მოუწყო

ბავ­შვთა დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ყო­ველ­წლი­უ­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო კამ­პა­ნია McHappy Day-ს ფარ­გლებ­ში „მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლო“ ორ­გა­ნი­ზა­ცია „პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის“ ბე­ნე­ფი­ცი­არ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვებს მათი საყ­ვა­რე­ლი ჰეფი მი­ლე­ბით [EB1] და ორინჯ ბო­უ­ლის ნა­ტუ­რა­ლუ­რი წვე­ნით გა­უ­მას­პინ­ძლდა.

ბავ­შვთა დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში „პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის“ ბე­ნე­ფი­ცი­არ­მა ბავ­შვებ­მა „მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლოს“ მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ სხვა სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბებ­შიც მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მათ შო­რის სა­ხის მო­ხატ­ვა­ში, ბუშ­ტე­ბით თა­მაშ­ში და სხვა.

კომ­პა­ნია „მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლოს“ მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღა­ნე­ლის ალექ­სან­დრე შენ­გე­ლი­ას თქმით, McHappy Day-ს წლე­ვან­დე­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო კამ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლია „გა­უ­ფე­რა­დე ცხოვ­რე­ბა ბავ­შებს“ და დღე­ვან­დე­ლი დღის აქ­ტი­ვო­ბე­ბიც ამ პრინ­ციპს ეფუძ­ნე­ბა.

„ბავ­შვთა დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს ვუ­ლო­ცავ ყვე­ლა ბავ­შვს და ვუ­სურ­ვებ მათ ფე­რად, მშვი­დო­ბი­ან გა­რე­მო­ში ცხოვ­რე­ბას. „მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ მომ­ხმა­რე­ბელ­ზე, პირ­ველ რიგ­ში კი ბავ­შვებ­ზე ზრუნ­ვა მთა­ვა­რი მი­ზა­ნია. სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვე­ნი საქ­ველ­მოქ­მე­დო კამ­პა­ნია, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც დღეს ორ­გა­ნი­ზა­ცია „პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის“ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს გა­ვუ­მას­პინ­ძლდით. McHappy Day-ს კამ­პა­ნია გრძელ­დე­ბა და ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით შეგ­რო­ვი­ლი თან­ხით, რო­მელ­საც კომ­პა­ნი­ის ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხაც და­ე­მა­ტე­ბა, აღვჭუ­რავთ[EB2] ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სამ ფი­ლი­ალს, ბავ­შვე­ბის­თვის შე­ვი­ძენთ ინ­ვენ­ტარს, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს მათ არ­სე­ბულ ყო­ფას და გა­უ­ფე­რა­დებს ცხოვ­რე­ბას“, - აღ­ნიშ­ნა ალექ­სან­დრე შენ­გე­ლი­ამ.

ორ­გა­ნი­ზა­ცია „პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რის, გუჩი თავ­ხე­ლი­ძის თქმით, „მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლომ“ დღეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ბე­ნე­ფი­ცი­არ ბავ­შვებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ფე­რა­დი და და­უ­ვი­წყა­რი დღე აჩუ­ქა.

„ძა­ლი­ან გვი­ხა­რია, რომ „მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლომ“ წლე­ვან­დე­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო კამ­პა­ნი­ის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რად ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია შე­არ­ჩია. კომ­პა­ნი­ის ხელ­შე­წყო­ბით შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვექ­ნე­ბა გან­ვა­ახ­ლოთ ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რი და სათ­მა­შო­ე­ბი, რაც და­ეხ­მა­რე­ბა ბავ­შვებს გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ახა­ლი უნა­რე­ბის ათ­ვი­სე­ბა­ში. ყო­ველ­დღი­უ­რად უამ­რა­ვი მა­სა­ლა გვე­სა­ჭი­რო­ე­ბა და McHappy Day-ს კამ­პა­ნი­ის შე­დე­გად გა­წე­უ­ლი ქველ­მოქ­მე­დე­ბა ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, რომ შევ­ძლოთ ხა­რის­ხი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­წო­დე­ბა ბავ­შვე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და გუჩი თავ­ხე­ლი­ძემ.

McHappy Day -ს საქ­ველ­მოქ­მე­დო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია შე­ი­ძი­ნოს „პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის“ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი ბავ­შვე­ბის მიერ შექ­მნი­ლი ნა­ხა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც აი­კინ­ძა გა­სა­ფე­რა­დებ­ლის სა­ხით, ასე­ვე ფე­რა­დი ფან­ქრე­ბი, ბავ­შვე­ბის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­ხა­ტე­ბის მი­ხედ­ვით დამ­ზა­დე­ბუ­ლი პოს­ტე­რე­ბი და სტი­კე­რე­ბი. სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ კამ­პა­ნი­ის­თვის შექ­მნი­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­მო­აქ­სე­სუ­ა­რე­ბი „მაკ­დო­ნალდსის“ ყვე­ლა რეს­ტო­რან­ში იყი­დე­ბა. გარ­და ამი­სა, მომ­ხმა­რე­ბელს პრო­მო აქ­სე­სუ­ა­რე­ბის შე­ძე­ნა დე­ლი­ვე­რი სერ­ვი­სი­თაც შე­ეძ­ლე­ბა. ნე­ბის­მი­ე­რი ამ ნივ­თის შე­ძე­ნი­სას მომ­ხმა­რე­ბე­ლი ავ­ტო­მა­ტუ­რად ერ­თვე­ბა საქ­ველ­მოქ­მე­დო კამ­პა­ნი­ა­ში, რად­გან ნივ­თე­ბის გა­ყიდ­ვი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა ორ­გა­ნი­ზა­ცია „პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის“ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი ბავ­შვე­ბის გა­ნათ­ლე­ბას და პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას მოხ­მარ­დე­ბა.

კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია აპ­ლი­კა­ცი­ი­დან ლო­ი­ა­ლუ­რო­ბის პროგ­რა­მის სა­შუ­ა­ლე­ბით 1000 ქუ­ლის სა­ნაც­ვლოდ მო­ახ­დი­ნოს 1 ლა­რის ოდე­ნო­ბის დო­ნა­ცია მაკ ჰეფი დეის ფონდში.

წლე­ვან­დე­ლი კამ­პა­ნი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რია კომ­პა­ნია Mastercard, რომ­ლის კონ­ტრი­ბუ­ცი­ის შე­დე­გად აქ­სე­სუ­ა­რე­ბის გა­ყიდ­ვით შე­მო­სუ­ლი თან­ხა ორ­მაგ­დე­ბა.

McHappy Day-ის საქ­ველ­მოქ­მე­დო კამ­პა­ნი­ი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხით „მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლო“ უზ­რუნ­ველ­ყოფს დი­ღომ­ში, ისან­სა და რუს­თავ­ში მდე­ბა­რე „პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის“ სამი ფი­ლი­ა­ლის მო­წყო­ბა­სა და აღ­ჭურ­ვას ყვე­ლა სა­ჭი­რო შე­სა­ბა­მი­სი ინ­ვენ­ტა­რით.

ამას­თან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ McHappy Day-ის კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში აღი­ჭურ­ვე­ბა რუს­თა­ვის ფი­ლი­ა­ლი, რის შე­დე­გა­დაც ბავ­შვე­ბი სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბით სარ­გებ­ლო­ბას რუს­თავ­ში უფა­სოდ შეძ­ლე­ბენ.

„პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი“ ამ ეტაპ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე 900-ზე მეტ ბავ­შვს ემ­სა­ხუ­რე­ბა ყო­ველ­თვი­უ­რად. ჯა­მუ­რად ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში 10-მდე პროგ­რა­მა ხორ­ცი­ელ­დე­ბა. კონ­სულ­ტა­ცი­ის და თე­რა­პი­ის ცენ­ტრი ად­რე­უ­ლი ასა­კის ბავ­შვებს და მათ მშობ­ლებს, ხოლო დღის ცენ­ტრის და ბი­ნა­ზე მოვ­ლის პროგ­რა­მე­ბი 45 მძი­მე ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და ქცე­ვი­თი დარ­ღვე­ვე­ბის მქო­ნე 6-დან 18 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­სა და მო­ზარ­დებს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

McHappy Day-ის საქ­ველ­მოქ­მე­დო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში გა­სუ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მაკ­დო­ნალდსმა ზუგ­დიდ­ში, ქუ­თა­ის­ში, რუს­თავ­ში, თბი­ლის­სა თუ კო­ჯორ­ში დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია მრა­ვალ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას.

წლე­ვან­დე­ლი კამ­პა­ნია, რომ­ლის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლია - გა­უ­ფე­რა­დე ცხოვ­რე­ბა ბავ­შვებს, ჰეშ­თე­გით #McHappyDays იმარ­თე­ბა და 30 ივ­ნისს დას­რულ­დე­ბა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

McHappy Day-ს კამპანიის ფარგლებში ბავშვთა  დღის აღსანიშნავად  „მაკდონალდს საქართველომ“ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს მრავალფეროვანი ღონისძიებები მოუწყო

McHappy Day-ს კამპანიის ფარგლებში ბავშვთა  დღის აღსანიშნავად  „მაკდონალდს საქართველომ“ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს მრავალფეროვანი ღონისძიებები მოუწყო

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ყოველწლიური ტრადიციული საქველმოქმედო კამპანია McHappy Day-ს ფარგლებში „მაკდონალდს საქართველო“ ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარ, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს მათი საყვარელი ჰეფი მილებით [EB1] და ორინჯ ბოულის ნატურალური წვენით გაუმასპინძლდა.

ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარმა ბავშვებმა „მაკდონალდს საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ სხვა სახალისო აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის სახის მოხატვაში, ბუშტებით თამაშში და სხვა.

კომპანია „მაკდონალდს საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღანელის ალექსანდრე შენგელიას თქმით, McHappy Day-ს წლევანდელი საქველმოქმედო კამპანიის მთავარი გზავნილია „გაუფერადე ცხოვრება ბავშებს“ და დღევანდელი დღის აქტივობებიც ამ პრინციპს ეფუძნება.

„ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ვულოცავ ყველა ბავშვს და ვუსურვებ მათ ფერად, მშვიდობიან გარემოში ცხოვრებას. „მაკდონალდს საქართველოსთვის“ მომხმარებელზე, პირველ რიგში კი ბავშვებზე ზრუნვა მთავარი მიზანია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი საქველმოქმედო კამპანია, რომლის ფარგლებშიც დღეს ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარებს გავუმასპინძლდით. McHappy Day-ს კამპანია გრძელდება და ჩვენი მომხმარებლების ჩართულობით შეგროვილი თანხით, რომელსაც კომპანიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხაც დაემატება, აღვჭურავთ[EB2] ორგანიზაციის სამ ფილიალს, ბავშვებისთვის შევიძენთ ინვენტარს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ არსებულ ყოფას და გაუფერადებს ცხოვრებას“, - აღნიშნა ალექსანდრე შენგელიამ.

ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერის, გუჩი თავხელიძის თქმით, „მაკდონალდს საქართველომ“ დღეს ორგანიზაციის ბენეფიციარ ბავშვებს განსაკუთრებულად ფერადი და დაუვიწყარი დღე აჩუქა.

„ძალიან გვიხარია, რომ „მაკდონალდს საქართველომ“ წლევანდელი საქველმოქმედო კამპანიის ბენეფიციარად ჩვენი ორგანიზაცია შეარჩია. კომპანიის ხელშეწყობით შესაძლებლობა გვექნება განვაახლოთ ყველა საჭირო ინვენტარი და სათმაშოები, რაც დაეხმარება ბავშვებს განვითარებაში, ახალი უნარების ათვისებაში. ყოველდღიურად უამრავი მასალა გვესაჭიროება და McHappy Day-ს კამპანიის შედეგად გაწეული ქველმოქმედება ძალიან დაგვეხმარება, რომ შევძლოთ ხარისხიანი მომსახურების მიწოდება ბავშვებისთვის“, - განაცხადა გუჩი თავხელიძემ.

McHappy Day -ს საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარი ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები, რომლებიც აიკინძა გასაფერადებლის სახით, ასევე ფერადი ფანქრები, ბავშვების მიერ შესრულებული ნახატების მიხედვით დამზადებული პოსტერები და სტიკერები. სპეციალურად ამ კამპანიისთვის შექმნილი აღნიშნული პრომოაქსესუარები „მაკდონალდსის“ ყველა რესტორანში იყიდება. გარდა ამისა, მომხმარებელს პრომო აქსესუარების შეძენა დელივერი სერვისითაც შეეძლება. ნებისმიერი ამ ნივთის შეძენისას მომხმარებელი ავტომატურად ერთვება საქველმოქმედო კამპანიაში, რადგან ნივთების გაყიდვიდან შემოსული თანხა ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარი ბავშვების განათლებას და პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება.

კამპანიის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია აპლიკაციიდან ლოიალურობის პროგრამის საშუალებით 1000 ქულის სანაცვლოდ მოახდინოს 1 ლარის ოდენობის დონაცია მაკ ჰეფი დეის ფონდში.

წლევანდელი კამპანიის ოფიციალური პარტნიორია კომპანია Mastercard, რომლის კონტრიბუციის შედეგად აქსესუარების გაყიდვით შემოსული თანხა ორმაგდება.

McHappy Day-ის საქველმოქმედო კამპანიიდან შემოსული თანხით „მაკდონალდს საქართველო“ უზრუნველყოფს დიღომში, ისანსა და რუსთავში მდებარე „პირველი ნაბიჯის“ სამი ფილიალის მოწყობასა და აღჭურვას ყველა საჭირო შესაბამისი ინვენტარით.

ამასთან აღსანიშნავია, რომ McHappy Day-ის კამპანიის ფარგლებში აღიჭურვება რუსთავის ფილიალი, რის შედეგადაც ბავშვები სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას რუსთავში უფასოდ შეძლებენ.

„პირველი ნაბიჯი“ ამ ეტაპზე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე 900-ზე მეტ ბავშვს ემსახურება ყოველთვიურად. ჯამურად ორგანიზაციაში 10-მდე პროგრამა ხორციელდება. კონსულტაციის და თერაპიის ცენტრი ადრეული ასაკის ბავშვებს და მათ მშობლებს, ხოლო დღის ცენტრის და ბინაზე მოვლის პროგრამები 45 მძიმე ინტელექტუალური და ქცევითი დარღვევების მქონე 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს ემსახურება.

McHappy Day-ის საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში გასული წლების განმავლობაში მაკდონალდსმა ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავში, თბილისსა თუ კოჯორში დახმარება გაუწია მრავალ ორგანიზაციას.

წლევანდელი კამპანია, რომლის მთავარი გზავნილია - გაუფერადე ცხოვრება ბავშვებს, ჰეშთეგით #McHappyDays იმართება და 30 ივნისს დასრულდება.

R