სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყოფილი პრინცესა, რომელიც ექსმეუღლეს, ყატარის პრინცს შვილზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა, გარდაცვლილი იპოვეს - ქმართან ათწლიანი დავა და იდუმალებით მოცული საქმე
ყოფილი პრინცესა, რომელიც ექსმეუღლეს, ყატარის პრინცს შვილზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა, გარდაცვლილი იპოვეს - ქმართან ათწლიანი დავა და იდუმალებით მოცული საქმე

ყა­ტა­რის ყო­ფი­ლი პრინ­ცე­სა, 45 წლის კა­სია გა­ლა­ნიო ეს­პა­ნეთ­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ყო­ვე­ლი­ვე მას შემ­დეგ მოხ­და, რაც ქალ­მა ყო­ფი­ლი ქმა­რი, ყა­ტა­რე­ლი პრინ­ცი უფ­როს შვილ­ზე სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. მე­დი­ა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის ერთ-ერთ მი­ზე­ზად ნარ­კო­ტი­კე­ბის სა­ვა­რა­უ­დო ჭარ­ბი დო­ზის მი­ღე­ბას ასა­ხე­ლე­ბენ.

ცხე­და­რი პო­ლი­ცი­ამ გა­სულ კვი­რას იპო­ვა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გარ­დაც­ვლი­ლი სა­წოლ­ში იყო და მას არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი.

რო­გორც ეს­პა­ნუ­რი El Pais-ი იტყო­ბი­ნე­ბა, პო­ლი­ცია ქა­ლის სახ­ლში მას შემ­დეგ მი­ვი­და, რაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს პა­რი­ზი­დან კა­სი­ას უმ­ცროს­მა შვილ­მა და­უ­რე­კა და შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ ბოლო დღე­ე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დე­დას­თან და­კავ­ში­რე­ბას ვერ ახერ­ხებ­და.

ფრან­გუ­ლი Le Parisien-ი მა­ის­ში წერ­და, რომ ქალი მიდ­რე­კი­ლი იყო ნერ­ვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბის­კენ, რომ ის კლი­ნი­კა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, სტან­ჯავ­და დეპ­რე­სია, ასე­ვე ებ­რძო­და ალ­კოჰო­ლიზმს. თუმ­ცა კა­სია გა­ლა­ნი­ოს მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია სიც­რუ­ეა და ყვე­ლა­ფერს მისი ყო­ფი­ლი ქმა­რი იგო­ნებ­და, რათა ქალს შვი­ლებ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბის უფ­ლე­ბა ვერ მი­ე­ღო.

პო­ლო­ნუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის გა­ლა­ნიო, ლოს ან­ჯე­ლეს­ში და­ი­ბა­და. ის ყა­ტა­რის ემი­რის 73 წლის ბი­ძა­ზე, პრინც აბ­დე­ლა­ზიზ ბინ ხა­ლი­ფა ალ თა­ნიზე 2004 წელს და­ქორ­წინ­და. წყვილს სამი ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა. უფ­რო­სი ტყუ­პი გო­გო­ნე­ბი ახლა 17 წლის არი­ან, ხოლო უმ­ცრო­სი 15 წლი­საა.

კა­სია გა­ლა­ნი­ოს შვი­ლე­ბი

გო­გო­ნებს დე­დას­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა სურ­დათ, მაგ­რამ რო­გორც თვი­თონ კა­სია გა­ლა­ნიო ერთ-ერთ ბოლო ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, ყო­ფი­ლი ქმა­რი მის "დას­ჯას ცდი­ლობ­და" და დე­და­სა და შვი­ლებს ერ­თად ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­და. ყო­ფი­ლი სა­მე­ფო წყვი­ლი ათ წელ­ზე მე­ტია მძაფრ სა­მარ­თლებ­რივ ბრძო­ლა­ში იყო შვი­ლებ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით - კა­სია იბ­რძო­და, რომ თა­ვის შვი­ლებ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბა მი­ე­ღო.

მან ყო­ფი­ლი ქმა­რი უფ­როს შვილ­ზე სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, თუმ­ცა აბ­დე­ლა­ზიზ ბინ ხა­ლი­ფა ალ თანი ბრალ­დე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ საქ­მეს პა­რი­ზის სა­სა­მარ­თლო ამ დრომ­დე იძი­ებს და ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა ჯერ ცნო­ბი­ლი არ არის.

კა­სი­ას ყო­ფი­ლი ქმა­რი ყა­ტარ­ში წლე­ბის წინ ნავ­თო­ბი­სა და ფი­ნანსთა მი­ნის­ტრად მუ­შა­ობ­და, თუმ­ცა უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს. 1990-იან წლებ­ში ის იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სამ­შობ­ლო და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ყა­ტა­რის ლი­დე­რის წი­ნა­აღ­მდეგ გა­დატ­რი­ა­ლე­ბის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ.

აბ­დე­ლა­ზიზ ბინ ხა­ლი­ფა ალ თანი

ყა­ტა­რე­ლი პრინ­ცი სამ ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად საფ­რან­გეთ­ში, პა­რიზ­ში, ელი­სეს მინ­დვ­რებ­თან ახ­ლოს, მდიდ­რულ სა­სახ­ლე­ში ცხოვ­რობს.

გარ­დაც­ვლი­ლი ყო­ფი­ლი პრინ­ცე­სას ახლო მე­გო­ბა­რი ლუი სპაგ­ნუ­ო­ლო ამ­ბობს, რომ გა­ლა­ნიო ნარ­კო­ტი­კე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო - "მას ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ­დი, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვარ ამ ამ­ბით, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, ვინც იც­ნობ­და, ყვე­ლას უყ­ვარ­და, უყ­ვარ­და თა­ვი­სი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი. სას­ტი­კი წი­ნა­აღ­მდე­გი იყო ნარ­კო­ტი­კე­ბის და არას­დროს ყო­ფი­ლა ალ­კოჰო­ლი­კი“, - ამ­ბობს მე­გო­ბა­რი, რომ­ლის თქმი­თაც, მსგავს ამ­ბებს კა­სია გა­ლა­ნი­ოს ყო­ფი­ლი ქმა­რი უგო­ნებ­და.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბარბაროსი
22

საერთოდ პოლონელებში (და სლავურ ქვეყნებში) ეგეთი რამე უცხო არ არის. პოლონეთში როგორც კი ცოლ-ქმარი წაიჩხუბებენ, ცოლი ეგრევე ქმარს ადანაშაულებს ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში.

007
12

73 წლის თუ იყო 2004-ში, ეხლა 90 წლის იქნება და რა ძალადობა შეუძლია ამ ხნის კაცს, იტყუებით რაღაცას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ყოფილი პრინცესა, რომელიც ექსმეუღლეს, ყატარის პრინცს შვილზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა, გარდაცვლილი იპოვეს - ქმართან ათწლიანი დავა და იდუმალებით მოცული საქმე

ყოფილი პრინცესა, რომელიც ექსმეუღლეს, ყატარის პრინცს შვილზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა, გარდაცვლილი იპოვეს - ქმართან ათწლიანი დავა და იდუმალებით მოცული საქმე

ყატარის ყოფილი პრინცესა, 45 წლის კასია გალანიო ესპანეთში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. აღსანიშნავია, რომ ყოველივე მას შემდეგ მოხდა, რაც ქალმა ყოფილი ქმარი, ყატარელი პრინცი უფროს შვილზე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. მედიაში გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად ნარკოტიკების სავარაუდო ჭარბი დოზის მიღებას ასახელებენ.

ცხედარი პოლიციამ გასულ კვირას იპოვა. სამართალდამცველები ამბობენ, რომ გარდაცვლილი საწოლში იყო და მას არ აღენიშნებოდა ფიზიკური ძალადობის კვალი.

როგორც ესპანური El Pais-ი იტყობინება, პოლიცია ქალის სახლში მას შემდეგ მივიდა, რაც სამართალდამცველებს პარიზიდან კასიას უმცროსმა შვილმა დაურეკა და შეატყობინა, რომ ბოლო დღეეების განმავლობაში დედასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა.

ფრანგული Le Parisien-ი მაისში წერდა, რომ ქალი მიდრეკილი იყო ნერვული აშლილობისკენ, რომ ის კლინიკაში იყო მოთავსებული რამდენიმე თვის განმავლობაში, სტანჯავდა დეპრესია, ასევე ებრძოდა ალკოჰოლიზმს. თუმცა კასია გალანიოს მეგობრები ამბობენ, რომ მსგავსი ინფორმაცია სიცრუეა და ყველაფერს მისი ყოფილი ქმარი იგონებდა, რათა ქალს შვილებზე მეურვეობის უფლება ვერ მიეღო.

პოლონური წარმომავლობის გალანიო, ლოს ანჯელესში დაიბადა. ის ყატარის ემირის 73 წლის ბიძაზე, პრინც აბდელაზიზ ბინ ხალიფა ალ თანიზე 2004 წელს დაქორწინდა. წყვილს სამი ქალიშვილი შეეძინა. უფროსი ტყუპი გოგონები ახლა 17 წლის არიან, ხოლო უმცროსი 15 წლისაა.

კასია გალანიოს შვილები

გოგონებს დედასთან ერთად ცხოვრება სურდათ, მაგრამ როგორც თვითონ კასია გალანიო ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ამბობდა, ყოფილი ქმარი მის "დასჯას ცდილობდა" და დედასა და შვილებს ერთად ცხოვრების უფლებას არ აძლევდა. ყოფილი სამეფო წყვილი ათ წელზე მეტია მძაფრ სამართლებრივ ბრძოლაში იყო შვილებზე მეურვეობის მოპოვების მიზნით - კასია იბრძოდა, რომ თავის შვილებზე მეურვეობა მიეღო.

მან ყოფილი ქმარი უფროს შვილზე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა, თუმცა აბდელაზიზ ბინ ხალიფა ალ თანი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეს პარიზის სასამართლო ამ დრომდე იძიებს და ექსპერტიზის დასკვნა ჯერ ცნობილი არ არის.

კასიას ყოფილი ქმარი ყატარში წლების წინ ნავთობისა და ფინანსთა მინისტრად მუშაობდა, თუმცა უკვე მრავალი წელია საფრანგეთში ცხოვრობს. 1990-იან წლებში ის იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა ყატარის ლიდერის წინააღმდეგ გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ.

აბდელაზიზ ბინ ხალიფა ალ თანი

ყატარელი პრინცი სამ ქალიშვილთან ერთად საფრანგეთში, პარიზში, ელისეს მინდვრებთან ახლოს, მდიდრულ სასახლეში ცხოვრობს.

გარდაცვლილი ყოფილი პრინცესას ახლო მეგობარი ლუი სპაგნუოლო ამბობს, რომ გალანიო ნარკოტიკების წინააღმდეგი იყო - "მას ძალიან კარგად ვიცნობდი, განადგურებული ვარ ამ ამბით, ძალიან კარგი ადამიანი იყო, ვინც იცნობდა, ყველას უყვარდა, უყვარდა თავისი ქალიშვილები. სასტიკი წინააღმდეგი იყო ნარკოტიკების და არასდროს ყოფილა ალკოჰოლიკი“, - ამბობს მეგობარი, რომლის თქმითაც, მსგავს ამბებს კასია გალანიოს ყოფილი ქმარი უგონებდა.