სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას აცხადებენ თურქ ბიზნესმენზე, რომლიც გუშინ ბათუმში დააკავეს? - კომპანია “მეტრო ჰოლდინგის” განცხადება
რას აცხადებენ თურქ ბიზნესმენზე, რომლიც გუშინ ბათუმში დააკავეს? - კომპანია “მეტრო ჰოლდინგის” განცხადება

ბა­თუმ­ში ბიზ­ნეს­მენ გა­ლიფ ოზ­თურ­ქის და­კა­ვე­ბას, კომ­პა­ნია “მეტ­რო ჰოლ­დინ­გის” მე­ნე­ჯმენ­ტი გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, მომ­ხდარს ად­ვო­კა­ტე­ბი და ჰოლ­დინ­გის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა სწავ­ლობს.

“მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა ტე­ლე­ვი­ზი­ით და სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ვრცელ­დე­ბა გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია სხვა­დას­ხვა სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი ბრალ­დე­ბით "მეტ­რო ჰოლ­დინ­გის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის და მე­ცე­ნა­ტის გა­ლიფ ოზ­თურ­ქის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ. მეტ­რო ჰოლ­დინ­გის მე­ნე­ჯმენ­ტი და ად­ვო­კა­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ იმა­ზე, რომ ამ სრუ­ლი­ად აბ­სურ­დუ­ლი მი­ზე­ზე­ბით გა­მოწ­ვე­ულ ქმე­დე­ბას მი­ე­ცეს სწო­რი შე­ფა­სე­ბა და გა­ტარ­დეს ყვე­ლა სა­თა­ნა­დო კა­ნო­ნი­ე­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა. იმედს გა­მოვ­თქვამთ, რომ უახ­ლო­ეს სა­ა­თებ­ში ეს გა­უ­გებ­რო­ბა აღ­მო­ი­ფხვრე­ბა და კომ­პა­ნი­ე­ბი და­უბ­რუნ­დე­ბი­ან ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში საქ­მი­ა­ნო­ბას. მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლა ჩვენს გულ­შე­მატ­კი­ვარს, შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ სიმ­შვი­დე. მად­ლო­ბას გიხ­დით ყვე­ლას მხარ­და­ჭე­რი­სა და თა­ნად­გო­მის­თვის”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა ბა­თუმ­ში, თურ­ქი ბიზ­ნეს­მე­ნი, კომ­პა­ნია „მეტ­რო სი­თის“ დი­რექ­ტო­რი გა­ლიფ ოზ­თურ­ქი გუ­შინ და­ა­კა­ვა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ლიფ ოზ­თურ­ქის მიერ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით გა­და­სა­ხა­დის­თვის გან­ზრახ თა­ვის არი­დე­ბის, ყალ­ბი სა­ან­გა­რიშს­წო­რე­ბო დო­კუ­მენ­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბა-გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის შე­საძ­ლო ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში, საქ­მის ვი­თა­რე­ბის გა­სარ­კვე­ვად სა­ჭი­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით, 2022 წლის 31 მა­ისს, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მო­ქა­ლა­ქე გ.ო.-თან, ასე­ვე მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პი­რებ­თან და კომ­პა­ნი­ებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

გ.ო.-ს სა­ცხოვ­რე­ბელ მი­სა­მარ­თზე, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად, სხვა ნივ­თი­ერ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან ერ­თად, ამო­ღე­ბულ იქნა დიდი ოდე­ნო­ბით ფუ­ლა­დი თან­ხა, ასე­ვე აღ­მო­ჩე­ნილ იქნა სა­ვა­რა­უ­დოდ ნარ­კო­ტი­კუ­ლი და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც გ.ო. და­კა­ვე­ბულ იქნა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე და 261-ე მუხ­ლე­ბის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლე­ბით, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 6 წლამ­დე ვა­დით.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხმა "პაჩტი" სამარიდან
3

დაფიქრდით, ამ წყვილმა გადწყვიტა 105 ბავშვი იყოლიონ და გაზარდონ. 22 ბავშვი უკვე ჰყავთ. ღმერთმა ყველა ბავშვი ჯანმრთელად ამყოფოს. მაგრამ დავუფიქრდეთ შედეგს. რა ამოცანას ემსახურება ეს ფაქტი შეგნებულად თუ შეუგნებლად? წარმოიდგინეთ 105 ბავშვი გაიზრდება არა ქართული, არამედ თურქული ცნობიერებით. 15-20 წელიწადში ეს 105 ახალგაზრდა დაოჯახდება , ეყოლებათ შვილები და მოკლე ხანში გახდებიან 315, შემდეგ 945 და სულ მალე მოხდება აჭარის თურქიზაცია, რაც უკვე 2 ათეული წელია დაწყებულია. ეს ერთი ოჯახის მაგალითზე, მაგრამ აჭარაში ხომ უამრავი თურქი ჩამოასახლეს, ჰოდა , მშვიდობით აჭარავ! ისედაც რამდენი აჭარელი ქართველია მუსულმანი და ერთმა მომწერა ქრისტიანი ჩემი ძმა არ არისო. რელიგია თიშავს!

Maia
0

ასეთ არსებებს რატომ ამრავლებთ

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

რას აცხადებენ თურქ ბიზნესმენზე, რომლიც გუშინ ბათუმში დააკავეს? - კომპანია “მეტრო ჰოლდინგის” განცხადება

რას აცხადებენ თურქ ბიზნესმენზე, რომლიც გუშინ ბათუმში დააკავეს? - კომპანია “მეტრო ჰოლდინგის” განცხადება

ბათუმში ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის დაკავებას, კომპანია “მეტრო ჰოლდინგის” მენეჯმენტი გამოეხმაურა.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მომხდარს ადვოკატები და ჰოლდინგის წარმომადგენლობა სწავლობს.

“მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ტელევიზიით და საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება გადაუმოწმებელი ინფორმაცია სხვადასხვა სისხლის სამართლებრივი ბრალდებით "მეტრო ჰოლდინგის" დამფუძნებლის, ცნობილი ბიზნესმენის და მეცენატის გალიფ ოზთურქის დაკავების შესახებ. მეტრო ჰოლდინგის მენეჯმენტი და ადვოკატები მუშაობენ იმაზე, რომ ამ სრულიად აბსურდული მიზეზებით გამოწვეულ ქმედებას მიეცეს სწორი შეფასება და გატარდეს ყველა სათანადო კანონიერი ღონისძიება. იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს საათებში ეს გაუგებრობა აღმოიფხვრება და კომპანიები დაუბრუნდებიან ჩვეულ რეჟიმში საქმიანობას. მოვუწოდებ ყველა ჩვენს გულშემატკივარს, შეინარჩუნონ სიმშვიდე. მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის”, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბათუმში, თურქი ბიზნესმენი, კომპანია „მეტრო სითის“ დირექტორი გალიფ ოზთურქი გუშინ დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გალიფ ოზთურქის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, 2022 წლის 31 მაისს, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, მოქალაქე გ.ო.-თან, ასევე მასთან დაკავშირებულ პირებთან და კომპანიებში განხორციელდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

გ.ო.-ს საცხოვრებელ მისამართზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვა ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, რასთან დაკავშირებითაც გ.ო. დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით.