უკრაინაში კოტელევსკის რაიონულმა სასამართლომ ორ რუს ჯარისკაცს აღმოსავლეთ უკრაინაში განხორციელებული დაბომბვის გამო 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ალექსანდრე ბობიკინმა და ალექსანდრე ივანოვმა ბრალი გასულ კვირას აღიარეს.
ცნობისათვის, ეს უკრაინული სასამართლოს მიერ ომის დანაშაულებებისთვის გამოტანილი მეორე განაჩენია რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. კიევის სასამართლომ, 21 წლის რუს ჯარისკაცს სამოქალაქო პირის მკვლელობისთვის 23 მაისს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
იხილეთ ასევე: