მსოფლიო
პოლიტიკა

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უვიზო რეჟიმთან დაკავშირებითაც, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს მთელი კამპანია ჰქონდა დაფინანსებული საქართველოს წინააღმდეგ" - რა ხდება ახლა და გამოიყენებს თუ არა ქვეყანა უნიკალურ შანსს?
"უვიზო რეჟიმთან დაკავშირებითაც, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს მთელი კამპანია ჰქონდა დაფინანსებული საქართველოს წინააღმდეგ" - რა ხდება ახლა და გამოიყენებს თუ არა ქვეყანა უნიკალურ შანსს?

სა­ქარ­თვე­ლო უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას­თან ერ­თად, ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად ემ­ზა­დე­ბა. სა­ბო­ლოო ვერ­დიქტს ივ­ნი­სის ბო­ლოს შე­ვი­ტყობთ, რო­დე­საც შევ­სე­ბუ­ლი კი­თხვა­რის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ შე­ფა­სე­ბებს ევ­რო­კო­მი­სია, 24-25 ივ­ნი­სის სა­მიტ­ზე ევ­რო­კავ­ში­რის 27 წევ­რი ქვეყ­ნის ლი­დე­რებს წა­რუდ­გენს.

"დაგ­ვეხ­მა­რეთ, რომ და­გეხ­მა­როთ", - ასე­თია სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის კარლ ჰარ­ცე­ლის გზავ­ნი­ლი იმ ის­ტო­რი­ულ მო­მენ­ტამ­დე, როცა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ი­ღოს. ელ­ჩის ვა­რა­უ­დით, ევ­რო­კო­მი­სი­ის დას­კვნა მო­მა­ვალ კვი­რას იქ­ნე­ბა, რის შემ­დე­გაც გა­ი­მარ­თე­ბა დის­კუ­სი­ე­ბი წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის, გა­და­წყვტი­ლე­ბა კი ერთი თვის ვა­და­ში მი­ი­ღე­ბა. "არ მსურს ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბა­ზე სპე­კუ­ლი­რე­ბა, რო­გო­რიც არ უნდა იყოს შე­დე­გი, იქ­ნე­ბა ის მო­ლო­დინ­ზე ნაკ­ლე­ბი, თუ უფრო მეტი, პი­რო­ბე­ბით, თუ პი­რო­ბე­ბის გა­რე­შე, არ­სე­ბობს ერთი მთა­ვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც უც­ვლე­ლია - დროა სე­რი­ო­ზუ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­დეს ის, რაც სა­ჭი­როა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­თვის".

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ელჩმა ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უკეთ შე­ეძ­ლო მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო ამ ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტის­თვის, რად­გან ეს ხდე­ბა იმ დროს, რო­დე­საც ევ­რო­კავ­შირ­ში იზ­რდე­ბა შეშ­ფო­თე­ბა ქვეყ­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ტრა­ექ­ტო­რი­ის შე­სა­ხებ. კარლ ჰარ­ცელ­მა მკა­ფი­ოდ თქვა ისიც, რომ ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­მის კი­თხვე­ბი, საით მი­ე­მარ­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლო... მეტი სი­ცხა­დის­თვის, მან ჩა­მოთ­ვა­ლა სი­ნამ­დვი­ლე­ში, რა არის ევ­რო­პე­ლე­ბის შეშ­ფო­თე­ბის მი­ზე­ზი: არ­ჩევ­ნე­ბი, 5 ივ­ლი­სი, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­ყო­ფა და ყვე­ლას მოს­მე­ნა ამ ქვე­ყა­ნა­ში, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სერ­ვი­სის გა­უქ­მე­ბა და ა.შ.

"სა­ქარ­თვე­ლოს შე­ეძ­ლო უკე­თე­სად მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო ამ ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტის­თვის. ბოლო წლე­ბის გან­მა­ვა­ლო­ბა­ში რე­ფორ­მე­ბის ტემ­პი შე­ნელ­და, პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი, რო­მელ­შიც ორი­ვე მხა­რეს აქვს თა­ვი­სი პა­სუ­ხის­მგბე­ლო­ბა. ჩვენ მზად ვართ და­გეხ­მა­როთ, ჩვენ გვჯე­რა ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბის და პარტნი­ო­რო­ბის. გვსურს, რომ სა­ქარ­თვე­ლომ თა­ვი­სი ად­გი­ლი და­იმ­კვიდ­როს ევ­რო­პა­სა და მსოფ­ლი­ო­ში. დაგ­ვეხ­მა­რეთ, რომ და­გეხ­მა­როთ", - მოგ­ვი­წო­დებს ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში კარლ ჰარ­ცე­ლი.

კარლ ჰარ­ცე­ლის სა­პა­სუ­ხოდ, გუ­შინ­ვე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის პერ­სპექ­ტი­ვა­ზე ისა­უბ­რა. მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო ბევ­რი პა­რა­მატ­რით უს­წრებს წინ, რო­გორც მოლ­დო­ვას, ისე უკ­რა­ი­ნას და გა­უ­გე­ბა­რია, ევ­რო­კავ­შირ­მა რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა უარი უთხრას სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუს­ზე, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა და მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­წევ­რი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც გა­მორ­ჩე­უ­ლია. "ევ­რო­კავ­ში­რის უარი კან­დი­და­ტის სტა­ტუს­ზე სრუ­ლი­ად ალო­გი­კუ­რი იქ­ნე­ბო­და. ეს იქ­ნე­ბო­და ზუს­ტად ისე­თი­ვე ალო­გი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­გო­რიც უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­დან ელ­ჩის გაწ­ვე­ვა იყო... ევ­რო­კავ­შირს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტო­ბა­ზე უა­რის თქმის არა­ვი­თა­რი მი­ზე­ზი არა აქვს, მით უმე­ტეს, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ კან­დი­და­ტის სტა­ტუსს უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას მი­ა­ნი­ჭებს", - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მან­ვე დას­ძი­ნა, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს უკვე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აქვს ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის 45%, რაც უპ­რე­ცე­დენ­ტო შე­დე­გია. ამ მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას, არა­მედ უკვე კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მქო­ნე ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­საც კი უს­წრებს. კო­ბა­ხი­ძემ, ტრა­დი­ცი­უ­ლად, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზეც“ მი­უ­თი­თა და თქვა, რომ მსხვი­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი არ მი­ი­ღოს. დამ­ნა­შა­ვე­თა სი­ა­ში კო­ბა­ხი­ძემ "ლე­ლოც“ შე­ი­ტა­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ " ორი­ვე პარ­ტია ევ­რო­პელ კან­დი­და­ტებ­თან გა­მარ­თულ ყვე­ლა შეხ­ვედ­რა­ზე ახ­მა­უ­რე­ბენ გზავ­ნილს, რომ სა­ქარ­თვე­ლო კან­დი­და­ტის სტა­ტუსს არ იმ­სა­ხუ­რებს“.

ოპო­ზი­ცია დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იმ­დე­ნად და­ა­ზა­რა­ლა ქვე­ყა­ნა და იმ­დე­ნი პრობ­ლე­მა შე­უქ­მნა, რომ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სრუ­ლი­ად დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი სტა­ტუ­სი აღარ გვეძ­ლე­ვა. ოპო­ზი­ცი­ის ლი­დერ­თა მტკი­ცე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი დარ­ჩა, რო­გორ­მე გა­მოძ­ვრეს ამ ვი­თა­რე­ბი­დან და წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა ოპო­ზი­ცი­ას და­აბ­რა­ლოს.

"თვითკმა­ყო­ფი­ლე­ბა და სა­კუ­თა­რი თა­ვის ქება ყო­ველ­თვის კონ­ტრპრო­დუქ­ტი­უ­ლია და არ წა­ად­გე­ბა არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და არც ქვე­ყა­ნას“, - ამ­ბობს ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ექ­სპერ­ტი თენ­გიზ ფხა­ლა­ძე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვას იმე­დი­ა­ნად უყუ­რებს, თუმ­ცა აქვს შე­ნიშ­ვნე­ბი, რომ­ლე­ბიც დარ­ჩე­ნილ ვა­და­ში მა­ინც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ.

"პერ­სპექ­ტი­ვა ნამ­დვი­ლად გვაქვს, თუმ­ცა ვერ გე­ტყვით, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე მი­ღე­ბუ­ლია. დრო კი­დევ არის და ამ პე­რი­ოდ­ში ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმი­სათ­ვის, რომ მი­ვაღ­წი­ოთ სა­წა­დელს. ყვე­ლა­ფერ­ში ვგუ­ლის­ხმობ რო­გორც პარტნი­ო­რებ­თან, ასე­ვე ქვეყ­ნის შიგ­ნით მუ­შა­ო­ბას. არ უნდა და­ვუშ­ვათ ის შეც­დო­მე­ბი, რა­საც ვუშ­ვებთ და ვაჩ­ვე­ნოთ ჩვენს პარტნი­ო­რებს, რომ გვინ­და არა მხო­ლოდ სი­ტყვით, არა­მედ საქ­მით და ვმუ­შა­ობთ იმ ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­ფხვრა­ზე, რომ­ლე­ბიც, სამ­წუ­ხა­როდ, დღე­ვან­დელ დღეს გვაქვს, იქ­ნე­ბა ეს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა, თუ სხვა სა­კი­თხე­ბი. რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, პირ­ველ რიგ­ში ის, რომ რაც უნდა მწვა­ვედ გვეჩ­ვე­ნოს ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბი, ეს არის პარტნი­ო­რე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბი და ამას სჭირ­დე­ბა არა ემო­ცი­უ­რი რე­ა­გი­რე­ბა, არა­მედ და­ფიქ­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი ქმე­დე­ბა - რაც გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლია გა­მო­ვას­წო­როთ და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ გვაკ­რი­ტი­კე­ბენ კე­თი­ლის მსურ­ვე­ლე­ბი. ამა­ვე დროს, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ისიც, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ­ნი, ან ისი­ნი, ვინც გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე. ასე რომ, არ ღირს მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ფუ­ჭე­ბა, მით უმე­ტეს, მა­შინ, რო­დე­საც ჩვენ გვჭირ­დე­ბა უფრო მეტი მე­გო­ბა­რი. მე­ო­რე თე­მაა რი­ტო­რი­კა. სამ­წუ­ხა­როდ, არა მხო­ლოდ ახლა, არა­მედ მთე­ლი მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს პრობ­ლე­მაა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“, ერ­თგვა­რი თვითკმა­ყო­ფი­ლე­ბა - აი, ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ და ახლა ყვე­ლა­ფე­რი ევ­რო­პე­ლებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლიო. ყვე­ლა­ფე­რი ნამ­დვი­ლად არ გაგ­ვი­კე­თე­ბია. ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბიც ხე­და­ვენ, რა გა­კეთ­და და რა - არა. ყო­ველ­თვის გა­ცი­ლე­ბით მე­ტად ფას­დე­ბა გულ­წრფე­ლო­ბა, მე­ტად და­სა­ფა­სე­ბე­ლია, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ხვდე­ბა და შეც­დო­მას აღი­ა­რებს, ცდი­ლობს უკე­თე­სო­ბის­კენ ცვლი­ლე­ბას, ვიდ­რე ის, რო­დე­საც ხე­დავ, რომ ის ამას უარ­ყოფს. ამი­ტომ ეს თვითკმა­ყო­ფი­ლე­ბა და სა­კუ­თა­რი თა­ვის ქება ყო­ველ­თვის კონ­ტრპრო­დუქ­ტი­უ­ლია და არ წა­ად­გე­ბა არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, არც ქვე­ყა­ნას. ეს რი­ტო­რი­კა უნდა შევ­ცვა­ლოთ, ვი­ნა­ი­დან არ არის პრო­დუქ­ტი­უ­ლი.“

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბამ ოპო­ზი­ცი­ის ნა­წილ­ში კი­თხვე­ბი გა­ა­ჩი­ნა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოპო­ნენ­ტე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ შე­საძ­ლოა უკვე იცი­ან, რომ ქვე­ყა­ნა კან­დი­და­ტის სტა­ტუსს ვერ მი­ი­ღებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბის შექ­მნას წი­ნას­წარ ცდი­ლო­ბენ. თა­ვის მხრივ, პრე­მი­ერ­მა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” და “მათ­თან აფი­ლი­რე­ბუ­ლი” ოპო­ზი­ცი­ის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს EU-ს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბას ხელი შე­უ­შა­ლონ. რო­გორც პო­ლი­ტო­ლო­გი ამ­ბობს, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეკის­რე­ბა და თუ მას იმ­დე­ნი რე­სურ­სი არ აქვს, რომ ოპო­ზი­ცი­ი­დან ვინ­მე რომც ჩი­ო­დეს, თა­ვი­სი ქმე­დე­ბე­ბით ეს გა­და­წო­ნოს, მა­შინ რა­ღაც არა­სე­რი­ო­ზულ მიდ­გო­მას­თან გვაქვს საქ­მე.

"არ ვიცი, ვინ რას ლა­პა­რა­კობს, მაგ­რამ არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ შიდა და გარე ფაქ­ტო­რე­ბი იყოს. მახ­სოვს, უვი­ზო რე­ჟიმ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვენს ჩრდი­ლო­ელ მე­ზო­ბელს მთე­ლი კამ­პა­ნია ჰქონ­და და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმის­თვის არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ მას აქვს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. მარ­თლა არა­სე­რი­ო­ზუ­ლია იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას იმ­დე­ნი რე­სურ­სი არ აქვს, რომ ოპო­ზი­ცი­ი­დან ვინ­მე რომც ჩი­ო­დეს, თა­ვი­სი ქმე­დე­ბე­ბით ეს გა­და­წო­ნოს, მა­შინ რა­ღაც არა­სე­რი­ო­ზულ მიდ­გო­მას­თან გვაქვს საქ­მე. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმი­ტო­მა­ცაა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ მას აქვს მეტი რე­სურ­სი, მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, აქვს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ისე­თი გუ­ლუბ­რყვი­ლო­ე­ბიც ნუ ვიქ­ნე­ბით და­ვი­ჯე­როთ, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი უს­მე­ნენ ოპო­ზი­ცი­ას და არ უს­მე­ნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. სა­ერ­თოდ ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­დაბ­რალ­დეს სხვას ის, რაც შენი გა­სა­კე­თე­ბე­ლია. ამი­ტო­მაც ვამ­ბობ, რომ ყვე­ლას აქვს თა­ვი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, მაგ­რამ დღეს ყვე­ლა მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი უნდა ვი­ყოთ არა იმა­ზე, რომ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში თავი რო­გორ ვი­მარ­თლოთ, არა­მედ ვი­ფიქ­როთ იმა­ზე, წარ­მა­ტე­ბას რო­გორ მი­ვაღ­წი­ოთ. ასე რომ, ამ შემ­თხვე­ვა­ში გვმარ­თებს სწო­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა და მუდ­მი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან. ახლა ყვე­ლა იმით უნდა ვი­ყოთ და­კა­ვე­ბუ­ლი, რომ ეს ბოლო დღე­ე­ბი მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

სულ ამას ვამ­ბობ, რაც კარლ ჰარ­ცელ­მა თქვა - უნდა და­ვეხ­მა­როთ პარტნი­ო­რებს, წარ­მა­ტე­ბას რომ მი­ვაღ­წი­ოთ.

რო­დე­საც ვლა­პა­რა­კობთ შემ­დგომ ნა­ბი­ჯებ­ზე, თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, რომ იქ არის ისე­თი სა­კი­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც ერთ და ორ დღე­ში არ გა­მოს­წორ­დე­ბა, ამას დრო სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ, რო­გორც მი­ნი­მუმ, უნდა ვაჩ­ვე­ნოთ, რომ ვი­ჩენთ სა­თა­ნა­დო ძა­ლის­ხმე­ვას, მივ­დი­ვართ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და ა.შ. ჩვენ თუ ვი­ლა­პა­რა­კეთ, არა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გვაქვს და ყვე­ლა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლია, შე­სა­ბა­მის რე­აქ­ცი­ა­საც მი­ვი­ღებთ. მთა­ვა­რია, პარტნი­ო­რებს ვაჩ­ვე­ნოთ, რომ სრუ­ლად აღ­ვიქ­ვამთ ამ პრო­ცესს, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ვართ და სა­თა­ნა­დო ძა­ლის­ხმე­ვას ვი­ჩენთ იმის­თვის, რომ უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვა­ლოს ის, რაც შე­საც­ვლე­ლია. სრუ­ლი­ად ვი­ზი­ა­რებ ჰარ­ცე­ლის პა­თოსს, რომ ჩვენ უნდა და­ვეხ­მა­როთ მო­კავ­ში­რე­ებს, რათა მივ­ცეთ იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მი­ი­ღონ ჩვენ­თვის სა­სარ­გებ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. პროგ­ნო­ზებ­ზე ძნე­ლია სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ თვი­თონ ევ­რო­კავ­შირ­ში, რო­გორც ვიცი, მი­დის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ხილ­ვა და მსჯე­ლო­ბა. რამ­დე­ნი­მე წყა­რო­დან მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ გარ­კვე­უ­ლი სცე­ნა­რე­ბი მუ­შავ­დე­ბა, მაგ­რამ ამა­ზე სა­უბ­რის­გან მა­ინც თავს შე­ვი­კა­ვებ­დი, ვრჩე­ბი ოპ­ტი­მის­ტად და ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ივ­ნი­სი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის წინსვლის თვე იქ­ნე­ბა“, - აცხა­დებს ფხა­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოტე
1

როდემდე შეიძლება ადამიანებს აჯერებდნენ იმას, რაც არარეალურია?! ევროკავშირი საქართველოს არ მიიღებს, რადგან ჩვენგან ბევრს ვერაფერს იხეირებენ, თანაც გეოგრაფიულად არაწევრი თურქეთი გვაშორებს(ზღვით საზღვარი ძალიან მცირე შანსს იძლევა). კანდიდატობის მოცემა არაფერს ნიშნავს და საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის, ბადეში მოყოლილი, წყალში ჩატოვებული თევზის მდგომარეობას ჰგავს. თუ დემოკრატიას მნიშვნელობას ანიჭებენ, საქართველოში რომ დემოკრატიაა, ევროკავშირის დამფუძნებლებსაც გაუკვირდებათ. აღარაფერს ვამბობ მის ისეთ წევრებზე, როგორიც საბერძნეთი, ბულგარეთი და რუმინეთია, სადაც დემოკრატია ბევრად ნაკლებია, კორუფცია კი ჰყვავის. ათ წელზე მეტია, სერბეთი, მონტენეგრო, ალბანეთი და ჩრდილოეთ მაკედონია კანდიდატი წევრებია, თურქეთი ხომ საერთოდ, 1997 წლიდან ელოდება გაწევრიანებას, თუმცა პერსპექტივა არ ჩანს. მოკლედ, გეყოთ ზღაპრების მოყოლა!

შეკითხვები
3

ინგლისი, ევროპის ყველაზე პრაგმატულმა ქვეყანამ რატომ დატოვა ევროკავშირი. დაგვეხმარეთ და დაგეხმარებითო. რაღა გავაკეთოთ, ავღანეთში პროცენტულად საქართველომ ყველაზე დიდი მსხვერპლი ხომ გაიღო, 9 აპრილიდან მოყოლებული, აგერ 3 ათეული წელია სისხლისგან ვიცლებით ამდენ ომებში, დამოუკიდებლობისა და იმპერიებთან ბრძოლებში, მაინც მეტი გინდათ ტერიტორიის 3 მეოთხედი და მოსახლეობის რაღაც კინკილა 3 მილიონი დარჩენილი ქვეყნისგან. მართლები იყავით, თქვენ ერთხელ კიდევ რომ ჩაგვაფურთხეთ სულში და მოგვიწყვეთ მსჯავრდებული, ქართველთმოძულე პრეზიდენტყოფილის საჩვენებელი პერფორმანსი, ანდა, ძალაზე რომ დგახართ მოაწყოთ მსოფლიოში ერთ-ერთ ტრადიციულ ქვეყანაში სპრაიდის კვირეული. დემოკრატიის, გატანის, ურთიერთპატივისცემის, ქვეყნის, მისი სარწმუნოების და მთავარი ღირებულებების დაცვის 3000 წლიანი ისტორიის ქვეყანას ნურავინ გვასწავლი. ბევრჯერ დაგეხმარეთ, თუ არ მიგვიღებთ, არც მაგითი დავიქცევით, თუ არა, აგერ ნახავთ, თუ ნახავთ, ერთი ამდენი საუკუნე ისევ ფეხზე რომ იდგება და იარსებებს ჩვენი სამშობლო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"უვიზო რეჟიმთან დაკავშირებითაც, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს მთელი კამპანია ჰქონდა დაფინანსებული საქართველოს წინააღმდეგ" - რა ხდება ახლა და გამოიყენებს თუ არა ქვეყანა უნიკალურ შანსს?

"უვიზო რეჟიმთან დაკავშირებითაც, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს მთელი კამპანია ჰქონდა დაფინანსებული საქართველოს წინააღმდეგ" - რა ხდება ახლა და გამოიყენებს თუ არა ქვეყანა უნიკალურ შანსს?

საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ემზადება. საბოლოო ვერდიქტს ივნისის ბოლოს შევიტყობთ, როდესაც შევსებული კითხვარის საფუძველზე ჩამოყალიბებულ შეფასებებს ევროკომისია, 24-25 ივნისის სამიტზე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებს წარუდგენს.

"დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ", - ასეთია საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის გზავნილი იმ ისტორიულ მომენტამდე, როცა შესაძლებელია საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ელჩის ვარაუდით, ევროკომისიის დასკვნა მომავალ კვირას იქნება, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსიები წევრ სახელმწიფოებს შორის, გადაწყვტილება კი ერთი თვის ვადაში მიიღება. "არ მსურს ევროკავშირის საბჭოს გადაწვეტილებაზე სპეკულირება, როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, იქნება ის მოლოდინზე ნაკლები, თუ უფრო მეტი, პირობებით, თუ პირობების გარეშე, არსებობს ერთი მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც უცვლელია - დროა სერიოზულად განხორციელდეს ის, რაც საჭიროა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის".

კონფერენციაზე ელჩმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს უკეთ შეეძლო მომზადებულიყო ამ ისტორიული მომენტისთვის, რადგან ეს ხდება იმ დროს, როდესაც ევროკავშირში იზრდება შეშფოთება ქვეყნის ამჟამინდელი ტრაექტორიის შესახებ. კარლ ჰარცელმა მკაფიოდ თქვა ისიც, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ისმის კითხვები, საით მიემართება საქართველო... მეტი სიცხადისთვის, მან ჩამოთვალა სინამდვილეში, რა არის ევროპელების შეშფოთების მიზეზი: არჩევნები, 5 ივლისი, მართლმსაჯულება, კანონის უზენაესობა, პირადი ცხოვრების ხელყოფა და ყველას მოსმენა ამ ქვეყანაში, სახელმწიფო ინსპექტორის სერვისის გაუქმება და ა.შ.

"საქართველოს შეეძლო უკეთესად მომზადებულიყო ამ ისტორიული მომენტისთვის. ბოლო წლების განმავალობაში რეფორმების ტემპი შენელდა, პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ორივე მხარეს აქვს თავისი პასუხისმგბელობა. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ, ჩვენ გვჯერა ჩვენი მეგობრობის და პარტნიორობის. გვსურს, რომ საქართველომ თავისი ადგილი დაიმკვიდროს ევროპასა და მსოფლიოში. დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ", - მოგვიწოდებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.

კარლ ჰარცელის საპასუხოდ, გუშინვე "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პერსპექტივაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო ბევრი პარამატრით უსწრებს წინ, როგორც მოლდოვას, ისე უკრაინას და გაუგებარია, ევროკავშირმა რატომ შეიძლება უარი უთხრას საქართველოს კანდიდატის სტატუსზე, როდესაც ქვეყანა და მისი ხელისუფლება გაწევრიანებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისითაც გამორჩეულია. "ევროკავშირის უარი კანდიდატის სტატუსზე სრულიად ალოგიკური იქნებოდა. ეს იქნებოდა ზუსტად ისეთივე ალოგიკური გადაწყვეტილება, როგორიც უკრაინის ხელისუფლების მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევა იყო... ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არა აქვს, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭებს", - განაცხადა კობახიძემ.

მანვე დასძინა, რომ "საქართველოს უკვე შესრულებული აქვს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 45%, რაც უპრეცედენტო შედეგია. ამ მონაცემებით, საქართველო არა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, არამედ უკვე კანდიდატის სტატუსის მქონე ზოგიერთ ქვეყანასაც კი უსწრებს. კობახიძემ, ტრადიციულად, "ნაციონალურ მოძრაობაზეც“ მიუთითა და თქვა, რომ მსხვილი ოპოზიციური პარტია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. დამნაშავეთა სიაში კობახიძემ "ლელოც“ შეიტანა და აღნიშნა, რომ " ორივე პარტია ევროპელ კანდიდატებთან გამართულ ყველა შეხვედრაზე ახმაურებენ გზავნილს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს“.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებამ იმდენად დააზარალა ქვეყანა და იმდენი პრობლემა შეუქმნა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სრულიად დამსახურებული სტატუსი აღარ გვეძლევა. ოპოზიციის ლიდერთა მტკიცებით, ხელისუფლებას ერთადერთი გამოსავალი დარჩა, როგორმე გამოძვრეს ამ ვითარებიდან და წარუმატებლობა ოპოზიციას დააბრალოს.

"თვითკმაყოფილება და საკუთარი თავის ქება ყოველთვის კონტრპროდუქტიულია და არ წაადგება არც ხელისუფლებას და არც ქვეყანას“, - ამბობს ambebi.ge-სთან საუბარში საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი თენგიზ ფხალაძე, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივას იმედიანად უყურებს, თუმცა აქვს შენიშვნები, რომლებიც დარჩენილ ვადაში მაინც უნდა გავითვალისწინოს ხელისუფლებამ.

"პერსპექტივა ნამდვილად გვაქვს, თუმცა ვერ გეტყვით, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. დრო კიდევ არის და ამ პერიოდში ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ საწადელს. ყველაფერში ვგულისხმობ როგორც პარტნიორებთან, ასევე ქვეყნის შიგნით მუშაობას. არ უნდა დავუშვათ ის შეცდომები, რასაც ვუშვებთ და ვაჩვენოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ გვინდა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით და ვმუშაობთ იმ ხარვეზების აღმოფხვრაზე, რომლებიც, სამწუხაროდ, დღევანდელ დღეს გვაქვს, იქნება ეს მართლმსაჯულება, თუ სხვა საკითხები. რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ, პირველ რიგში ის, რომ რაც უნდა მწვავედ გვეჩვენოს ჩვენი პარტნიორების შეფასებები, ეს არის პარტნიორების შეფასებები და ამას სჭირდება არა ემოციური რეაგირება, არამედ დაფიქრება და შესაბამისი ქმედება - რაც გამოსასწორებელია გამოვასწოროთ და გავითვალისწინოთ, რომ გვაკრიტიკებენ კეთილის მსურველები. ამავე დროს, გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს ადამიანები არიან გადაწყვეტილების მიმღებნი, ან ისინი, ვინც გავლენას ახდენენ გადაწყვეტილების მიღებაზე. ასე რომ, არ ღირს მეგობრებთან ურთიერთობის გაფუჭება, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი მეგობარი. მეორე თემაა რიტორიკა. სამწუხაროდ, არა მხოლოდ ახლა, არამედ მთელი მისი ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში ეს პრობლემაა "ქართული ოცნებისთვის“, ერთგვარი თვითკმაყოფილება - აი, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ახლა ყველაფერი ევროპელებზეა დამოკიდებულიო. ყველაფერი ნამდვილად არ გაგვიკეთებია. ჩვენი პარტნიორებიც ხედავენ, რა გაკეთდა და რა - არა. ყოველთვის გაცილებით მეტად ფასდება გულწრფელობა, მეტად დასაფასებელია, როდესაც ადამიანი ხვდება და შეცდომას აღიარებს, ცდილობს უკეთესობისკენ ცვლილებას, ვიდრე ის, როდესაც ხედავ, რომ ის ამას უარყოფს. ამიტომ ეს თვითკმაყოფილება და საკუთარი თავის ქება ყოველთვის კონტრპროდუქტიულია და არ წაადგება არც ხელისუფლებას, არც ქვეყანას. ეს რიტორიკა უნდა შევცვალოთ, ვინაიდან არ არის პროდუქტიული.“

ირაკლი კობახიძის განცხადებამ ოპოზიციის ნაწილში კითხვები გააჩინა. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ "ქართულ ოცნებაში“ შესაძლოა უკვე იციან, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს და საზოგადოების განწყობის შექმნას წინასწარ ცდილობენ. თავის მხრივ, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რამდენიმე დღის წინ, მედიასთან განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და “მათთან აფილირებული” ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები ცდილობენ საქართველოს EU-ს კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელი შეუშალონ. როგორც პოლიტოლოგი ამბობს, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და თუ მას იმდენი რესურსი არ აქვს, რომ ოპოზიციიდან ვინმე რომც ჩიოდეს, თავისი ქმედებებით ეს გადაწონოს, მაშინ რაღაც არასერიოზულ მიდგომასთან გვაქვს საქმე.

"არ ვიცი, ვინ რას ლაპარაკობს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ შიდა და გარე ფაქტორები იყოს. მახსოვს, უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს მთელი კამპანია ჰქონდა დაფინანსებული საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ ხელისუფლება იმისთვის არის ხელისუფლება, რომ მას აქვს პასუხისმგებლობა. მართლა არასერიოზულია იმაზე საუბარი, რომ თუ ხელისუფლებას იმდენი რესურსი არ აქვს, რომ ოპოზიციიდან ვინმე რომც ჩიოდეს, თავისი ქმედებებით ეს გადაწონოს, მაშინ რაღაც არასერიოზულ მიდგომასთან გვაქვს საქმე. ხელისუფლება იმიტომაცაა ხელისუფლება, რომ მას აქვს მეტი რესურსი, მეტი შესაძლებლობა და, შესაბამისად, აქვს პასუხისმგებლობა. ისეთი გულუბრყვილოებიც ნუ ვიქნებით დავიჯეროთ, რომ ევროპარლამენტარები უსმენენ ოპოზიციას და არ უსმენენ ხელისუფლებას. საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება გადაბრალდეს სხვას ის, რაც შენი გასაკეთებელია. ამიტომაც ვამბობ, რომ ყველას აქვს თავისი პასუხისმგებლობა, მაგრამ დღეს ყველა მოტივირებულები უნდა ვიყოთ არა იმაზე, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში თავი როგორ ვიმართლოთ, არამედ ვიფიქროთ იმაზე, წარმატებას როგორ მივაღწიოთ. ასე რომ, ამ შემთხვევაში გვმართებს სწორი ნაბიჯების გადადგმა და მუდმივი ურთიერთობა ჩვენს პარტნიორებთან. ახლა ყველა იმით უნდა ვიყოთ დაკავებული, რომ ეს ბოლო დღეები მათთან ურთიერთობებისთვის გამოვიყენოთ.

სულ ამას ვამბობ, რაც კარლ ჰარცელმა თქვა - უნდა დავეხმაროთ პარტნიორებს, წარმატებას რომ მივაღწიოთ.

როდესაც ვლაპარაკობთ შემდგომ ნაბიჯებზე, თავისთავად ცხადია, რომ იქ არის ისეთი საკითხები, რომლებიც ერთ და ორ დღეში არ გამოსწორდება, ამას დრო სჭირდება, მაგრამ, როგორც მინიმუმ, უნდა ვაჩვენოთ, რომ ვიჩენთ სათანადო ძალისხმევას, მივდივართ ამ მიმართულებით და ა.შ. ჩვენ თუ ვილაპარაკეთ, არა, ყველაფერი კარგად გვაქვს და ყველაფერი გაკეთებულია, შესაბამის რეაქციასაც მივიღებთ. მთავარია, პარტნიორებს ვაჩვენოთ, რომ სრულად აღვიქვამთ ამ პროცესს, მოტივირებული ვართ და სათანადო ძალისხმევას ვიჩენთ იმისთვის, რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს ის, რაც შესაცვლელია. სრულიად ვიზიარებ ჰარცელის პათოსს, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ მოკავშირეებს, რათა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ მიიღონ ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება. პროგნოზებზე ძნელია საუბარი, მაგრამ თვითონ ევროკავშირში, როგორც ვიცი, მიდის ძალიან სერიოზული განხილვა და მსჯელობა. რამდენიმე წყაროდან მაქვს ინფორმაცია, რომ გარკვეული სცენარები მუშავდება, მაგრამ ამაზე საუბრისგან მაინც თავს შევიკავებდი, ვრჩები ოპტიმისტად და ვიმედოვნებ, რომ ივნისი საქართველოსთვის წინსვლის თვე იქნება“, - აცხადებს ფხალაძე.