პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დააკავეს ჩვენი შვილის მკვლელობის საქმეში დამკვეთებად დასახელებული ძმები..." - რას წერს ნიკა კვარაცხელიას დედა ძმებ კაკულიების დაკავებაზე?
"დააკავეს ჩვენი შვილის მკვლელობის საქმეში დამკვეთებად დასახელებული ძმები..." - რას წერს ნიკა კვარაცხელიას დედა ძმებ კაკულიების დაკავებაზე?

ვე­რა­ზე მოკ­ლუ­ლი 22 წლის ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა, იზა ომა­ძე ძმებ კა­კუ­ლი­ე­ბის და­კა­ვე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა. ის პოსტს ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას მიერ შემ­ნილ პლატ­ფორ­მა "feedc"-ზე აქ­ვეყ­ნებს.

"ძა­ლი­ან რთუ­ლი დღე გვაქვს, ემო­ცი­უ­რად ურ­თუ­ლე­სი, და­ა­კა­ვეს ჩვე­ნი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში დამ­კვე­თე­ბად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ძმე­ბი (ეს ინ­ფორ­მა­ცია ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია მკვლე­ლი ჭე­ლი­ძის და მკვლე­ლი კა­ვე­ლა­ძის აღი­ა­რე­ბი­დან) ძმებ­მა კი­დევ ერთხელ გა­მო­ი­ჩი­ნეს თავი, და გას­რო­ლით ამ­ცნეს ქა­ლა­ქის შუ­ა­გულს აქ ვართ არ­სად წავ­სულ­ვართ და­ი­ჩო­ქე­თო. არა, შვი­ლე­ბო, არა! ვერ და­გი­ჩო­ქებთ და თქვენ ნამ­დვი­ლად მო­გი­წევთ და­ჩო­ქე­ბა უფ­ლის წი­ნა­შე.

ვი­მე­დოვ­ნებ ეყო­ფა შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს გონი და ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვა ტა­რე­ბას კი არა ნი­კოს ამ­ბავს მოჰ­კი­თხა­ვენ სა­ფუძ­ვლი­ა­ნად, თქვენ კი შიშს და­მო­ნე­ბუ­ლო კემ­ბრიჯ - ვებსტე­რე­ლო ახალ­გაზ­რდე­ბო ნუ­ღარ შე­გე­შინ­დე­ბათ და მოჰ­ყე­ვით რას გა­ი­ძუ­ლებ­დნენ ძმე­ბი, რას გა­ნი­ხი­ლავ­დით ხუთ­დღი­ა­ნი სტუმ­რო­ბი­სას ერე­ვან­ში! სა­ნამ ძმებს გა­უ­ღი­ათ პირი ითა­ნამ­შრომ­ლეთ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან, თქვე­ნი ყურ­ში ჩურ­ჩუ­ლი არა­ვის სჭირ­დე­ბა და მოჰ­ყე­ვით თა­მა­მად ან თუნ­დაც დე­დე­ბის თან­დას­წრე­ბით!“, - წერს იზა ომა­ძე.

ცნო­ბის­თვის, ძმე­ბი გუგა და და­ვით კა­კუ­ლი­ე­ბი წუ­ხელ, გვი­ან ღა­მით და­ა­კა­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ისი­ნი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

და­კა­ვე­ბუ­ლი ძმე­ბის, გუგა და და­ვით კა­კუ­ლი­ე­ბის ად­ვო­კა­ტის, გი­ორ­გი ან­თა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მათი და­კა­ვე­ბა არც არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ დაჭ­რას და არც ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მეს არ უკავ­შირ­დე­ბა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაროკო
5

თუ საქართველოში ვერ შემოდიოდნენ როგორც მაშინ ითქვა და მკვლელობა სხვას დაუკვეთეს. აბა ეხლა როგორ აღმოჩდნენ აქ ვერ გავიგე. და რა მგონია იცით კაკულიები ციხეში სპეციალურად შევიდნენ

ნუკრი
0

ხანდახან მიხასაც გაიხსენებს კაცი ნულოვანი ტოლერანტობით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"დააკავეს ჩვენი შვილის მკვლელობის საქმეში დამკვეთებად დასახელებული ძმები..." - რას წერს ნიკა კვარაცხელიას დედა ძმებ კაკულიების დაკავებაზე?

"დააკავეს ჩვენი შვილის მკვლელობის საქმეში დამკვეთებად დასახელებული ძმები..." - რას წერს ნიკა კვარაცხელიას დედა ძმებ კაკულიების დაკავებაზე?

ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე ძმებ კაკულიების დაკავებას ეხმიანება. ის პოსტს ნიკო კვარაცხელიას მიერ შემნილ პლატფორმა "feedc"-ზე აქვეყნებს.

"ძალიან რთული დღე გვაქვს, ემოციურად ურთულესი, დააკავეს ჩვენი შვილის მკვლელობის საქმეში დამკვეთებად დასახელებული ძმები (ეს ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილია მკვლელი ჭელიძის და მკვლელი კაველაძის აღიარებიდან) ძმებმა კიდევ ერთხელ გამოიჩინეს თავი, და გასროლით ამცნეს ქალაქის შუაგულს აქ ვართ არსად წავსულვართ დაიჩოქეთო. არა, შვილებო, არა! ვერ დაგიჩოქებთ და თქვენ ნამდვილად მოგიწევთ დაჩოქება უფლის წინაშე.

ვიმედოვნებ ეყოფა შესაბამის ორგანოებს გონი და იარაღის უკანონო შენახვა ტარებას კი არა ნიკოს ამბავს მოჰკითხავენ საფუძვლიანად, თქვენ კი შიშს დამონებულო კემბრიჯ - ვებსტერელო ახალგაზრდებო ნუღარ შეგეშინდებათ და მოჰყევით რას გაიძულებდნენ ძმები, რას განიხილავდით ხუთდღიანი სტუმრობისას ერევანში! სანამ ძმებს გაუღიათ პირი ითანამშრომლეთ პროკურატურასთან, თქვენი ყურში ჩურჩული არავის სჭირდება და მოჰყევით თამამად ან თუნდაც დედების თანდასწრებით!“, - წერს იზა ომაძე.

ცნობისთვის, ძმები გუგა და დავით კაკულიები წუხელ, გვიან ღამით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით არიან დაკავებულები, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დაკავებული ძმების, გუგა და დავით კაკულიების ადვოკატის, გიორგი ანთაძის განცხადებით, მათი დაკავება არც არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრას და არც ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეს არ უკავშირდება.

ასევე იხილეთ: