პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიუპოლის მერის განცხადებით, ქალაქში მასობრივ სასაფლაოებზე 21 000-ზე მეტი ადამიანია დაკრძალული, ნანგრევების ქვეშ და დროებით პროზექტურებში ათასობით ცხედარი რჩება
მარიუპოლის მერის განცხადებით, ქალაქში მასობრივ სასაფლაოებზე 21 000-ზე მეტი ადამიანია დაკრძალული, ნანგრევების ქვეშ და დროებით პროზექტურებში ათასობით ცხედარი რჩება

მა­რი­უ­პოლ­ში რუსი აგ­რე­სო­რე­ბის და­ნა­შა­უ­ლის შე­დე­გე­ბი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე 22 000 და­ღუ­პუ­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე, - უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ მა­რი­უ­პო­ლის მერი, ვა­დიმ ბო­ი­ჩენ­კო "ტე­ლეგ­რამ­ზე“ იუ­წყე­ბა.

"ჩვენ შე­ვა­ფა­სეთ, რომ მა­რი­უ­პოლ­ში 22 000 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. მაგ­რამ სულ უფრო მეტი ფაქ­ტი აჩ­ვე­ნებს, რომ რა­შის­ტე­ბის და­ნა­შა­უ­ლის შე­დე­გე­ბი გა­ცი­ლე­ბით უა­რე­სია. ეს მო­ი­თხოვს მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას“, - აცხა­დებს მერი.

მისი თქმით, ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ, სპონ­ტა­ნურ სა­საფ­ლა­ო­ებ­სა და დრო­ე­ბით პრო­ზექ­ტუ­რებ­ში, ჯერ კი­დევ ათა­სო­ბით ცხე­და­რი რჩე­ბა.

"აპ­რი­ლის შუა რი­ცხვე­ბი­დან დამ­პყრობ­ლებ­მა, სა­ერ­თო ჯამ­ში, მა­სობ­რივ საფ­ლა­ვებ­ში მა­რი­უ­პო­ლის მი­ნი­მუმ 16 000 მცხოვ­რე­ბი დაკ­რძა­ლეს. მა­ნამ­დე, მარ­ტის შუა რი­ცხვე­ბამ­დე, 5 000 ადა­მი­ა­ნი იყო დაკ­რძა­ლუ­ლი. ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ, სპონ­ტა­ნურ სა­საფ­ლა­ო­ებ­სა და დრო­ე­ბით პრო­ზექ­ტუ­რებ­ში, ჯერ კი­დევ ათა­სო­ბით ცხე­და­რი რჩე­ბა,“- აღ­ნიშ­ნა ქა­ლა­ქის მერ­მა.

ცნო­ბი­სათ­ვის, ოკუ­პი­რე­ბულ მა­რი­უ­პოლ­ში ამ­ჟა­მად 100 ათას­ზე მეტი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე რჩე­ბა. ოკუ­პან­ტებ­მა მა­რი­უ­პო­ლის "მე­რად“ კონ­სტან­ტი­ნე ივაშ­ჩენ­კო გა­მო­ა­ცხა­დეს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბექა
0

საცოდავი ხალხი,მერი არა კიდე ყ...ი

აკა-კა
2

რა მარიუპოლის მერი, რის მარიუპოლის მერი, გაქცეულია კიევში და იქიდან აფრქვევს სისულელეს! დეგენერატი, შეაწყვიტეს ხალხი რუსებს თავიანთი ფაშისტური იდეოლოგიის გამო, იხატონ ახლა სვასტიკები!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

მარიუპოლის მერის განცხადებით, ქალაქში მასობრივ სასაფლაოებზე 21 000-ზე მეტი ადამიანია დაკრძალული, ნანგრევების ქვეშ და დროებით პროზექტურებში ათასობით ცხედარი რჩება

მარიუპოლის მერის განცხადებით, ქალაქში მასობრივ სასაფლაოებზე 21 000-ზე მეტი ადამიანია დაკრძალული, ნანგრევების ქვეშ და დროებით პროზექტურებში ათასობით ცხედარი რჩება

მარიუპოლში რუსი აგრესორების დანაშაულის შედეგები გაცილებით მეტია, ვიდრე 22 000 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო "ტელეგრამზე“ იუწყება.

"ჩვენ შევაფასეთ, რომ მარიუპოლში 22 000 ადამიანი დაიღუპა. მაგრამ სულ უფრო მეტი ფაქტი აჩვენებს, რომ რაშისტების დანაშაულის შედეგები გაცილებით უარესია. ეს მოითხოვს მსოფლიო საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას“, - აცხადებს მერი.

მისი თქმით, ნანგრევების ქვეშ, სპონტანურ სასაფლაოებსა და დროებით პროზექტურებში, ჯერ კიდევ ათასობით ცხედარი რჩება.

"აპრილის შუა რიცხვებიდან დამპყრობლებმა, საერთო ჯამში, მასობრივ საფლავებში მარიუპოლის მინიმუმ 16 000 მცხოვრები დაკრძალეს. მანამდე, მარტის შუა რიცხვებამდე, 5 000 ადამიანი იყო დაკრძალული. ნანგრევების ქვეშ, სპონტანურ სასაფლაოებსა და დროებით პროზექტურებში, ჯერ კიდევ ათასობით ცხედარი რჩება,“- აღნიშნა ქალაქის მერმა.

ცნობისათვის, ოკუპირებულ მარიუპოლში ამჟამად 100 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე რჩება. ოკუპანტებმა მარიუპოლის "მერად“ კონსტანტინე ივაშჩენკო გამოაცხადეს.