ცენტრ "ემპათიას" ექსპერტები "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად დღეს გვიან, ან ხვალ მივლენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაუმჯობესება არ ეტყობა - ირაკლი კობახიძე გადაწყვეტილების მიმღები პირი არ არის, ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებას ერთადერთი ადამიანი იღებს - ბიძინა ივანიშვილი,- ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი დიტო საძაგლიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძეის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას გამორიცხავს.
როგორც ის აღნიშნავს, სახეზეა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.
"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ ეტყობა გაუმჯობესება, პირიქით, სახეზე გვაქვს გაუარესება. სხვადასხვა მაჩვენებელი სტაბილურად უარესდება. აუცილებლად უნდა შევეხოთ ირაკლი კობახიძის განცხადებას, ის გადაწყვეტილების მიმღები პირი არ არის, ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებას ერთადერთი ადამიანი იღებს - ბიძინა ივანიშვილი. გვახსოვს, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ერთს ამბობენ და მეორე დღეს მეორეს აკეთებენ. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში დემოკრატიულ სახელმწიფოში, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს არავინ არაფერს ეკითხება, მოხდება თუ არა პირის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა. ეს უნდა იყოს ექსპერტების და სასამართლოს გადასაწყვეტი. სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" პირობებში ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე განცხადებებს აკეთებს და წინასწარ აანონსებს, თუ რა შედეგი უნდა დადგეს, მიუხედავად იმისა, რომ ის არის სხვა პირის გადაწყვეტილებების გამხმოვანებელი. ეს პოზიცია ცხადია შეთანხმებულია მასთან (მიხეილ სააკააშვილთან) ", - აღნიშნავს საძაგლიშვილი.
მისივე თქმით, ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტები "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად მას შემდეგ მივლენ, როდესაც შესაბამისი განჩინება გაიგზავნება პენიტენციურ სამსახურში.
"ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, განჩინება დღეს ჩაბარდება პენიტენციურ სამსახურს და წესით ხვალ, ან დღეს გვიან მიეცემათ ექსპერტებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება",- აღნიშნავს საძაგლიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პენიტენციურ სამსახურს დაავალა, სააკაშვილთან ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტები დაუშვას. აღნიშნულთან დაკავშირებით ადვოკატებმა შესაბამისი შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოში დააყენეს.
რაც შეეხება, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას, ირაკლი კობახიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას გამორიცხავს.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში სააკაშვილის მკურნალობის შესაძლებლობა არის და საზღვარგარეთ გადაყვანისთვის მიზეზი არ არსებობს.
ვაიმე, როგორ გათეთრებულხარ მიშიკო, მოგიკვდეს დედა.
შენსკენ გადაწყვეტილებებს ვინ იღებს ის გვითხარი, პუტინი, თემურა ალასანია თუ დორბლიანი სააკიანი?!