საქართველომ წლების განმავლობაში აშკარად დიდ პროგრესს მიაღწია რეფორმების გზაზე. ამასთან, შეიძლებოდა, საქართველო უკეთ ყოფილიყო მომზადებული ამ ისტორიული მომენტისთვის, რადგან ის ემთხვევა დროს, როცა ევროკავშირი მზარდ შეშფოთებას გამოხატავს ქვეყნის ტრაექტორიით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
მისი თქმით, რეფორმების შენელებულმა ტემპმა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შექმნა.
"ბოლო წლების განმავლობაში რეფორმების შენელებულმა ტემპმა წარმოქმნა პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ყველა მხარეს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა,“- აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, ევროკავშირის საჯარო რეაქციები ცნობილია გარკვეულ მოვლენებზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მოხდა საქართველოში, კითხვები გაჩნდა დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებით, 5 ივლისის ძალადობასთან და მის შედეგებთან, ჟურნალისტების და უმცირესობების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების, ინსტიტუტების პატივისცემის მიმართულებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით.
იხილეთ ასევე:
შემირცხვენია თქვენი ევროპაც და კველაპერიც
სააკაშვილი და ნაც.მმართველობა რომ მოსწონდათ, აქებდნენ,დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ, შლეგ, დესპოტურ მმართველობას და ეხლა დემოკრატიას გვიწუნებენ, ამათ შტერი ხომ არ ჰგონიათ ქართველი ერი.ე.ი. გვეხმარებიან მინიმალურად ისე, რომ მართლა სერიოზულად ვერც განვითარდე,(თან რასაც გიბრძანებენ იმაში უნდა გამოიყენო ეგ თანხა და არა შენ რაც უფრო გესაჭიროება)ოღონდ ამათი პროცენტიანი ვალები წამოიკიდო,რომ მერე მათი მონა იყო და თან გაყვედრონ. თან როცა მოეპრიანებათ ომში ჩაგრთონ,აბა თვითონ ხომ არ იომებენ? კი მაგრამ რამდენი ომი გადავიხადეთ, რამდენი ერაყში, ავღანეთში თუ აფრიკაში ვიომეთ, დაგვეღუპა საუკეთესო ახალგაზრდები ამ მცირერიცხოვან ერს,ეგ აღარ გვეთვლება არაფერში? იცით რას გეტყვით, საქართველოს ათასწლეულების ისტორია აქვს, ბევრი განსაცდელი გადაუტანია და კიდევ ბევრს გადავიტანთ. თქვენ თავს მიხედეთ საცოდავებო. ძალით გვაზიზღებენ თავს ისეთი კანონების მორჩილებას გვაიძულებენ.