ქუთაისის აეროპორტში ავიარეისის გადადებას ხმაური მოჰყვა. მგზავრების განცხადებით, ისინი ბარსელონაში ვერ გაფრინდნენ.
მათივე ინფორმაციით, რეისი კომპანია "ვიზეარს" უნდა შეესრულებინა, თუმცა თვითმფრინავში ასული მგზავრები უკან დააბრუნეს, მიზეზად კი გაუმართაობა დაასახელეს.
მგზავრების თქმით, გადადებული რეისის გამო მათ პრობლემები ექმნებათ და მოითხოვენ, სხვა რეისით გაფრენის უფლება მიეცეთ. მგზავრები კომპანიას და აეროპორტს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. როგორც ისინი აცხადებენ, აეროპორტში ბავშვებით არიან და მათ ყურადღებას არავინ აქცევს.