მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალა II-ს ოქროს საწმისის ორდენი გადასცა
ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალა II-ს ოქროს საწმისის ორდენი გადასცა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა იორ­და­ნი­ის ჰა­ში­მი­ტუ­რი სა­მე­ფოს მეფე აბ­და­ლა II-ს წმინ­და მი­წა­ზე, მა­ცხოვ­რის ნათ­ლო­ბის ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მი­წის გა­და­ცე­მის­თვის, მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით, ოქ­როს საწ­მი­სის ორ­დე­ნი გა­დას­ცა.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მეფე აბ­და­ლა II-ს იორ­და­ნი­ის ჰა­ში­მი­ტურ სა­მე­ფო­ში ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში შეხ­ვდა და წმინ­და მი­წა­ზე, მა­ცხოვ­რის ნათ­ლო­ბის ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ 4000 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი მი­წის გა­და­ცე­მის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"დიდი მად­ლო­ბა, თქვე­ნო სა­მე­ფო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ! ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია პი­რა­დად რომ გხვდე­ბით. მად­ლო­ბა ჩვე­ნი მოწ­ვე­ვი­სა და მი­ღე­ბის­თვის. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მი­წის ნაკ­ვე­თის გად­მო­ცე­მის შე­სა­ხებ თქვე­ნი ძა­ლი­ან გუ­ლუხ­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის მად­ლო­ბას მო­გახ­სე­ნებთ ჩვე­ნი მთავ­რო­ბის, ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის სა­ხე­ლით. თქვე­ნო სა­მე­ფო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ, გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე მინ­და გი­თხრათ, რომ ეს არის უდი­დე­სი სა­ჩუ­ქა­რი და სი­ხა­რუ­ლი მთე­ლი ერის­თვის. კი­დევ ერთხელ გიხ­დით მად­ლო­ბას ამის­თვის. მად­ლო­ბა!

ასე­ვე მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას. ნამ­დვი­ლად კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვე­ცა ჩვე­ნი ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბის გან­სა­ხილ­ვე­ლად. სწო­რედ ამი­ტომ ჩა­მო­ვე­დი დე­ლე­გა­ცი­ით, მი­ნის­ტრე­ბით. ასე რომ, კი­დევ ერთხელ მო­გახ­სე­ნებთ მად­ლო­ბას,“ - მი­მარ­თა მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა მეფე აბ­და­ლა II-ს.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, რომ წმინ­და მი­წა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გად­მო­ცე­მულ მი­წის ნაკ­ვეთ­ზე ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტრის მშე­ნებ­ლო­ბა ხელს შე­უ­წყობს ორ ქვე­ყა­ნას შო­რის მე­გობ­რო­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბას და ქარ­თვე­ლი და იორ­და­ნე­ლი ხალ­ხის ის­ტო­რი­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდას.მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო და იორ­და­ნი­ის ჰა­ში­მი­ტუ­რი სა­მე­ფო კავ­ში­რე­ბის გაღ­რმა­ვე­ბის ახალ ეტაპ­ზეა.

შეხ­ვედ­რა­ზე მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა ხაზი გა­უს­ვა პრინც ღა­ზის, ასე­ვე იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქი­სა და იორ­და­ნი­ის არ­ქი­ე­პის­კო­პო­სის როლს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მი­წის გა­და­ცე­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში. პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ პრინც ღა­ზის პი­რა­დი წვლი­ლი გა­დამ­წყვე­ტი იყო სა­ბო­ლოო შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა­ში და სა­ქარ­თვე­ლო ამას ძა­ლი­ან აფა­სებს.პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის შე­ფა­სე­ბით, უდი­დე­სი ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნაა, რომ სა­ე­რო და სა­სუ­ლი­ე­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად, 300 წლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო წმინ­და მი­წას უბ­რუნ­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ მი­წა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია მე­ო­რის კურ­თხე­ვით, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტრი აშენ­დე­ბა.შეხ­ვედ­რი­სას ხაზი გა­ეს­ვა სა­ქარ­თვე­ლო­სა და იორ­და­ნი­ის ჰა­ში­მი­ტურ სა­მე­ფოს შო­რის არ­სე­ბულ მა­ღა­ლი დო­ნის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და გა­მო­ით­ქვა არ­სე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კი­დევ უფრო გაღ­რმა­ვე­ბის მზა­ო­ბა.სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო ორ მე­ზო­ბელ რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მოს. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, რომ იორ­და­ნი­ის ჰა­ში­მი­ტუ­რი სა­მე­ფო გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სტა­ბი­ლუ­რი და საკ­ვან­ძო ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს მშვი­დო­ბა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბას ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის რე­გი­ონ­ში. მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა ხაზი გა­უს­ვა ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის სა­კი­თხე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში მეფე აბ­და­ლას პი­რად როლს და არა­ბულ ქვეყ­ნებ­თან ის­ტო­რი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის აღ­დგე­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა.მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა იორ­და­ნი­ის ჰა­ში­მი­ტუ­რი სა­მე­ფოს მეფე აბ­და­ლა მე­ო­რეს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და მის­თვის ხელ­საყ­რელ დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­იწ­ვია.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯუმანჯი
1

ეჰ, ამას აბდალა უნდა ერქვას და იმას კიდე ირაკლი!?!?

თამრიკო
1

ოქროს საწმისის ორდენი — საქართველოს სახელმწიფო ჯილდო; ორდენი, რომლითაც ჯილდოვდებიან უცხოელი მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში, მისი ეროვნული უშიშროების ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, უცხოეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის დამყარებაში, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაში, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაში. ორდენი შემოღებულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით 1998 წლის 26 ივნისს.!!!!!!! და წვლილი აქვს მეფე აბდალას??!!!

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალა II-ს ოქროს საწმისის ორდენი გადასცა

ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალა II-ს ოქროს საწმისის ორდენი გადასცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალა II-ს წმინდა მიწაზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოსთვის მიწის გადაცემისთვის, მადლიერების ნიშნად, საქართველოს სახელით, ოქროს საწმისის ორდენი გადასცა.

ირაკლი ღარიბაშვილი მეფე აბდალა II-ს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა და წმინდა მიწაზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ 4000 კვადრატული მეტრი მიწის გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა.

"დიდი მადლობა, თქვენო სამეფო აღმატებულებავ! ჩემთვის დიდი პატივია პირადად რომ გხვდებით. მადლობა ჩვენი მოწვევისა და მიღებისთვის. საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადმოცემის შესახებ თქვენი ძალიან გულუხვი გადაწყვეტილებისთვის მადლობას მოგახსენებთ ჩვენი მთავრობის, ქვეყნისა და ხალხის სახელით. თქვენო სამეფო აღმატებულებავ, გადაჭარბების გარეშე მინდა გითხრათ, რომ ეს არის უდიდესი საჩუქარი და სიხარული მთელი ერისთვის. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ამისთვის. მადლობა!

ასევე მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ურთიერთობის მნიშვნელობას. ნამდვილად კარგი შესაძლებლობა მოგვეცა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობისა და სამომავლო განვითარების განსახილველად. სწორედ ამიტომ ჩამოვედი დელეგაციით, მინისტრებით. ასე რომ, კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას,“ - მიმართა მთავრობის მეთაურმა მეფე აბდალა II-ს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ წმინდა მიწაზე საქართველოსთვის გადმოცემულ მიწის ნაკვეთზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავებას და ქართველი და იორდანელი ხალხის ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ცნობადობის გაზრდას.მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო კავშირების გაღრმავების ახალ ეტაპზეა.

შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პრინც ღაზის, ასევე იერუსალიმის პატრიარქისა და იორდანიის არქიეპისკოპოსის როლს საქართველოსთვის მიწის გადაცემის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პრემიერმა აღნიშნა, რომ პრინც ღაზის პირადი წვლილი გადამწყვეტი იყო საბოლოო შეთანხმების მიღწევაში და საქართველო ამას ძალიან აფასებს.პრემიერ-მინისტრის შეფასებით, უდიდესი ისტორიული მოვლენაა, რომ საერო და სასულიერო ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, 300 წლის შემდეგ საქართველო წმინდა მიწას უბრუნდება.

საქართველოს მფლობელობაში არსებულ მიწაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს შორის არსებულ მაღალი დონის თანამშრომლობას და გამოითქვა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა.საუბარი შეეხო ორ მეზობელ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და საკვანძო ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობასა და უსაფრთხოებას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ახლო აღმოსავლეთის საკითხების პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მეფე აბდალას პირად როლს და არაბულ ქვეყნებთან ისტორიული კავშირების აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.მთავრობის მეთაურმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალა მეორეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოიწვია.