პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერეკლე არ არის ქართველების საუკეთესო მეფეთა არც სამეულში, არც ხუთეულში...ათეულშიც არაა... ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს სიმართლე" - რას წერს დავით ბერძენიშვილი
"ერეკლე არ არის ქართველების საუკეთესო მეფეთა არც სამეულში, არც ხუთეულში...ათეულშიც არაა... ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს სიმართლე" - რას წერს დავით ბერძენიშვილი

მეფე ერეკ­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დის­კუ­სია კვლავ გრძელ­დე­ბა. გან­ხილ­ვა აქ­ტი­უ­რად მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა ასე თი რამ თქვა: "ვიდ­რე ერეკ­ლე მე­ო­რე მო­ღა­ლა­ტედ არ არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გა­მო­ვა და იკი­თხავს, - ომი გინ­და­თო? ერეკ­ლე მე­ო­რე­მაც ეგ თქვა, - აბა, ომი გინ­და­თო?.."

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ამ­გვა­რი მო­საზ­რე­ბის გამო გა­აკ­რი­ტი­კა, ნა­წილ­მა კი მისი შე­ხე­დუ­ლე­ბა გა­ი­ზი­ა­რა. ამ­ჯე­რად "ფე­ის­ბუქ­ზე" ერეკ­ლე მე­ფეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას წერს, "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი:

"ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა, მის­და უნე­ბუ­რად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრო­პა­გან­დის კონ­ტრპრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბის წყა­ლო­ბით, შიშ­ვე­ლი სი­მარ­თლე უთხრა ბევ­რად მეტ ქარ­თველ ახალ­გაზ­რდას, ვიდ­რე იმ ინ­ტერ­ვი­უს დროს ვა­რა­უ­დობ­და.გვა­წყობს ის და მხო­ლოდ ის, რაც სი­მარ­თლეა.

ერეკ­ლე არ არის ქარ­თვე­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო მე­ფე­თა არც სა­მე­ულ­ში, არც ხუ­თე­ულ­ში...ათე­ულ­შიც არაა.

შარ­შან და წელს მიხ­დე­ბა ვი­კი­თხო თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი, რაც მოქ­მედ ქარ­თველ ის­ტო­რი­კო­სებს მეთ­ვრა­მე­ტე- მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნის ის­ტო­რი­ა­ზე და­უ­წე­რი­ათ, რად­გან სტუ­დენ­ტებს ქარ­თულ-რუ­სულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ვე­სა­უბ­რე­ბი. ჩემი ლექ­ტო­რე­ბი - ვახ­ტანგ გუ­რუ­ლი და მე­რაბ ვაჩ­ნა­ძე( სხვე­ბიც, ცხა­დია) პოსტსაბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ბევ­რს მუ­შა­ობ­დნენ ამ თე­მებ­ზე. ბევ­რი ნაშ­რო­მი, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო გა­მო­აქ­ვეყ­ნეს - ერეკ­ლე და მა­ნამ­დე ვახ­ტანგ მე­ექ­ვსეც და მა­ნამ­დე სხვე­ბი - ყვე­ლა შეც­და პრო­რუ­სუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის მცდე­ლო­ბით.

მწა­რედ ვის­ჯე­ბო­დით, უპერ­სპექ­ტი­ვო, არა­რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ჩრდი­ლო­უ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის გამო. არაა ამ სა­კი­თხე­ბის (რუ­სუ­ლი ორი­ენ­ტა­ცია, ტრაქ­ტა­ტი) უშუ­ა­ლო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­თვის სა­კა­მა­თო, რომ ერეკ­ლემ კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შეც­დო­მა და­უშ­ვა და ერს წა­არ­თვა სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი. სწო­რია ბა­რა­თაშ­ვი­ლი. სწო­რია ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, ახალ­გაზ­რდო­ბამ უნდა იცო­დეს სი­მარ­თლე - ერეკ­ლე არც ფარსმა­ნის ტო­ლია, არც გორ­გას­ლის, არც ბაგ­რა­ტის, არც და­ვი­თის, არც გი­ორ­გის ....რა პრობ­ლე­მაა.

ისიც უნდა იცო­დეს, რომ ცე­კას მდი­ვა­ნი შე­ვარ­დნა­ძე ამ სა­ზი­ზღარ "გი­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტატს" რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბის კონ­ტექ­სტით აღ­ნიშ­ნავ­და 1983 წელს. სა­ზი­ზღა­რი, ქვე­შევ­რდო­მუ­ლი ფილ­მიც გა­და­ი­ღეს "წიგ­ნი ფი­ცი­სა". სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის გას­ხვი­სე­ბის, რუ­კა­ზე ფე­რის და­კარ­გვის 200 წლის­თა­ვი სწო­რედ, რო­გორც შე­ერ­თე­ბის(და არა მფარ­ვე­ლო­ბი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის) ხაზ­გას­მით აღი­ნიშ­ნე­ბო­და.სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის და­კარ­გვის გამო სა­მარ­ცხვი­ნო ზე­იმს ვინც აპ­რო­ტეს­ტებ­და, სუკ­მა ზოგი გა­ა­ციმ­ბი­რა, ზო­გიც გა­ამ­წა­რა, ზო­გიც და­ა­ვად­მყო­ფა... ჩემი სტუ­დენ­ტო­ბის მე­გობ­რე­ბია და ვიცი.

" გი­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტა­ტი" - მძულს ეს ორი სი­ტყვა იმ დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი. ტყუ­ილ­ში ცხოვ­რე­ბაა პრობ­ლე­მა. და მეტი მო­მა­ვა­ლი გვჭირ­დე­ბა და ცოტა წარ­სუ­ლი. ასე ვხე­დავ. სხვა პე­რი­ო­დებ­ზე და პერ­სო­ნებ­ზეც გვე­ლის კლი­შე­ე­ბის, მი­თე­ბის გა­და­ფა­სე­ბა. ნუ და­ვი­ვი­წყებთ, რომ ეს კლი­შე­ე­ბი საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­შია შექ­მნი­ლი.ლე­ვა­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უჭ­კუ­ო­ბით და უნე­ბუ­რი დახ­მა­რე­ბით ახალ­გაზ­რდებს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

ჰოდა, უფ­რო­სე­ბიც გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ", - წერს და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 141 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
0

ჰოდა თუ არ მოგწონთ ქართველები და მათი ისტორია,მიბრძანდით თქვენს ისრაელში,გაკავებთ ვინმე??? 

იქიდანაც გამოპანღურების ხომ არ გეშინიათ????

ჯუნეწერი
0

აუფფ, ამან თუ თქვა რა ეშველება ეხლა ერეკლე მეფეს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"ერეკლე არ არის ქართველების საუკეთესო მეფეთა არც სამეულში, არც ხუთეულში...ათეულშიც არაა... ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს სიმართლე" - რას წერს დავით ბერძენიშვილი

"ერეკლე არ არის ქართველების საუკეთესო მეფეთა არც სამეულში, არც ხუთეულში...ათეულშიც არაა... ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს სიმართლე" - რას წერს დავით ბერძენიშვილი

მეფე ერეკლესთან დაკავშირებით საზოგადოებაში დისკუსია კვლავ გრძელდება. განხილვა აქტიურად მას შემდეგ დაიწყო, რაც ლევან ბერძენიშვილმა ასე თი რამ თქვა: "ვიდრე ერეკლე მეორე მოღალატედ არ არის გამოცხადებული, ღარიბაშვილი გამოვა და იკითხავს, - ომი გინდათო? ერეკლე მეორემაც ეგ თქვა, - აბა, ომი გინდათო?.."

საზოგადოების ნაწილმა ლევან ბერძენიშვილი ამგვარი მოსაზრების გამო გააკრიტიკა, ნაწილმა კი მისი შეხედულება გაიზიარა. ამჯერად "ფეისბუქზე" ერეკლე მეფესთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას წერს, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი:

"ლევან ბერძენიშვილმა, მისდა უნებურად, ხელისუფლების პროპაგანდის კონტრპროდუქტიულობის წყალობით, შიშველი სიმართლე უთხრა ბევრად მეტ ქართველ ახალგაზრდას, ვიდრე იმ ინტერვიუს დროს ვარაუდობდა.გვაწყობს ის და მხოლოდ ის, რაც სიმართლეა.

ერეკლე არ არის ქართველების საუკეთესო მეფეთა არც სამეულში, არც ხუთეულში...ათეულშიც არაა.

შარშან და წელს მიხდება ვიკითხო თითქმის ყველაფერი, რაც მოქმედ ქართველ ისტორიკოსებს მეთვრამეტე- მეცხრამეტე საუკუნეების მიჯნის ისტორიაზე დაუწერიათ, რადგან სტუდენტებს ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე ვესაუბრები. ჩემი ლექტორები - ვახტანგ გურული და მერაბ ვაჩნაძე( სხვებიც, ცხადია) პოსტსაბჭოთა პერიოდში ბევრს მუშაობდნენ ამ თემებზე. ბევრი ნაშრომი, სახელმძღვანელო გამოაქვეყნეს - ერეკლე და მანამდე ვახტანგ მეექვსეც და მანამდე სხვები - ყველა შეცდა პრორუსული ორიენტაციის მცდელობით.

მწარედ ვისჯებოდით, უპერსპექტივო, არარეალიზებული ჩრდილოური ორიენტაციის გამო. არაა ამ საკითხების (რუსული ორიენტაცია, ტრაქტატი) უშუალო სპეციალისტებისთვის საკამათო, რომ ერეკლემ კატასტროფული შეცდომა დაუშვა და ერს წაართვა სუვერენიტეტი. სწორია ბარათაშვილი. სწორია ჯავახიშვილი, ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს სიმართლე - ერეკლე არც ფარსმანის ტოლია, არც გორგასლის, არც ბაგრატის, არც დავითის, არც გიორგის ....რა პრობლემაა.

ისიც უნდა იცოდეს, რომ ცეკას მდივანი შევარდნაძე ამ საზიზღარ "გიორგიევსკის ტრაქტატს" რუსეთთან შეერთების კონტექსტით აღნიშნავდა 1983 წელს. საზიზღარი, ქვეშევრდომული ფილმიც გადაიღეს "წიგნი ფიცისა". სუვერენიტეტის გასხვისების, რუკაზე ფერის დაკარგვის 200 წლისთავი სწორედ, როგორც შეერთების(და არა მფარველობითი ხელშეკრულების) ხაზგასმით აღინიშნებოდა.სახელმწიფოებრიობის დაკარგვის გამო სამარცხვინო ზეიმს ვინც აპროტესტებდა, სუკმა ზოგი გააციმბირა, ზოგიც გაამწარა, ზოგიც დაავადმყოფა... ჩემი სტუდენტობის მეგობრებია და ვიცი.

" გიორგიევსკის ტრაქტატი" - მძულს ეს ორი სიტყვა იმ დროიდან მოყოლებული. ტყუილში ცხოვრებაა პრობლემა. და მეტი მომავალი გვჭირდება და ცოტა წარსული. ასე ვხედავ. სხვა პერიოდებზე და პერსონებზეც გველის კლიშეების, მითების გადაფასება. ნუ დავივიწყებთ, რომ ეს კლიშეები საბჭოთა პერიოდშია შექმნილი.ლევანი ხელისუფლების უჭკუობით და უნებური დახმარებით ახალგაზრდებს გათავისუფლებაში ეხმარება.

ჰოდა, უფროსებიც გავთავისუფლდეთ", - წერს დავით ბერძენიშვილი.