სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად 25 000 კილომეტრზე მეტი გზა, რამდენიმე ასეული ხიდი და 12 აეროპორტი განადგურდა" - შმიგალი
"რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად 25 000 კილომეტრზე მეტი გზა, რამდენიმე ასეული ხიდი და 12 აეროპორტი განადგურდა" - შმიგალი

უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის დე­ნის შმი­გა­ლის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შე­დე­გად 25 000 კი­ლო­მეტრზე მეტი გზა, რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ხიდი და 12 აე­რო­პორ­ტი გა­ნად­გურ­და. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა BBC-სთვის მი­ცე­მულ ინ­სტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

შმი­გა­ლის თქმით, 100-ზე მეტი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით 500 სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტი და 200 სა­წარ­მო ასე­ვე გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია.

"ეკო­ნო­მი­კის, და­ახ­ლო­ე­ბით, 35% ახლა არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს“,- აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

შმი­გა­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით 300 000 კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრზე მეტი ტე­რი­ტო­რია და­ნაღ­მუ­ლი ან და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია ბომ­ბე­ბით. მისი შე­ფა­სე­ბით, ქვეყ­ნის შიდა პრო­დუქ­ტის 30-დან 50%-მდე და­კარ­გუ­ლია. ბი­უ­ჯე­ტის თვი­უ­რი დე­ფი­ცი­ტი 5 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს. სხვა­დას­ხვა შე­ფა­სე­ბით, ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და ეკო­ნო­მი­კის პირ­და­პი­რი ზა­რა­ლი და­ახ­ლო­ე­ბით, 600 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს.

ქვეყ­ნის პრე­მი­ე­რის თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 50 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი გა­მო­ყო და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი რე­კონ­სტრუქ­ცი­ის­თვის, სა­დაც ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია.

"შემ­დე­გი ეტა­პი იქ­ნე­ბა ძი­რი­თა­დი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის აღ­დგე­ნა, რო­გო­რიც არის ელექტრო­ე­ნერ­გია, წყალ­მო­მა­რა­გე­ბა, ხი­დე­ბი­სა და გზე­ბის აღ­დგე­ნა“,- აღ­ნიშ­ნა შმი­გალ­მა.

მისი თქმით, უკვე მე­სა­მე ეტა­პი იქ­ნე­ბა „უკ­რა­ი­ნის დიდი აღმშე­ნებ­ლო­ბა“.

"ჩვენ გვსურს არა მხო­ლოდ აგუ­რი­სა და ბე­ტო­ნის აღ­დგე­ნა. ჩვენ გვინ­და ავა­შე­ნოთ ახა­ლი სა­ხელ­მწი­ფო“,- გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

დე­ნის შმი­გა­ლის გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნის აღ­დგე­ნა მო­ი­თხოვს ფონ­დე­ბის მო­ძი­ე­ბას, სა­ერ­თა­შო­რი­სო დახ­მა­რე­ბა­სა და რუ­სულ ფულს.

„ჩვენ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ აგ­რე­სორ­მა უნდა გა­და­ი­ხა­დოს იმ გა­ნად­გუ­რე­ბის­თვის, რო­მე­ლიც მან გა­მო­იწ­ვია“,- გა­ნა­ცხა­და შმი­გალ­მა.

ვახტანგი. 70 წლის
0

რუსეთის მიერ გზების განადგურების შესახებ ნამდვილად არაფერი მსმენია, მითუმეტეს 25 000 კმ! რაში სჭირდებოდა რუსეთს გზების განადგურება? არაფერში.

ხიდების უმრავლესობის აფეთქება კი უკრაინულმა მხარემ მოახდინა, რომ შეეჩერებინა რუსეთის ჯარების გადაადგილება, მათ შორის ააფეთქა კიევიდან დასავლეთისაკენ მიმავალ გზაზე არსებული ხიდი, რითაც დიდი დაბრკოლება შეუქმნა ლტოლვილებს.

რაც შეეხება რუსეთის მიერ სამოქალაქო აეროპორტებისა და მასთან ერთად სამხედრო აეროდრომების განადგურებას ეს სრული სიმართლე იქნება. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად 25 000 კილომეტრზე მეტი გზა, რამდენიმე ასეული ხიდი და 12 აეროპორტი განადგურდა" - შმიგალი

"რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად 25 000 კილომეტრზე მეტი გზა, რამდენიმე ასეული ხიდი და 12 აეროპორტი განადგურდა" - შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად 25 000 კილომეტრზე მეტი გზა, რამდენიმე ასეული ხიდი და 12 აეროპორტი განადგურდა. ამის შესახებ უკრაინის მთავრობის მეთაურმა BBC-სთვის მიცემულ ინსტერვიუში განაცხადა.

შმიგალის თქმით, 100-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება, დაახლოებით 500 სამედიცინო პუნქტი და 200 საწარმო ასევე განადგურებული და დაზიანებულია.

"ეკონომიკის, დაახლოებით, 35% ახლა არ ფუნქციონირებს“,- აღნიშნა პრემიერმა.

შმიგალის ინფორმაციით 300 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დანაღმული ან დაბინძურებულია ბომბებით. მისი შეფასებით, ქვეყნის შიდა პროდუქტის 30-დან 50%-მდე დაკარგულია. ბიუჯეტის თვიური დეფიციტი 5 მილიარდ დოლარს შეადგენს. სხვადასხვა შეფასებით, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის პირდაპირი ზარალი დაახლოებით, 600 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ქვეყნის პრემიერის თქმით, ხელისუფლებამ 50 მილიარდი დოლარი გამოყო დაუყოვნებლივი რეკონსტრუქციისთვის, სადაც ეს შესაძლებელია.

"შემდეგი ეტაპი იქნება ძირითადი ინფრასტრუქტურის აღდგენა, როგორიც არის ელექტროენერგია, წყალმომარაგება, ხიდებისა და გზების აღდგენა“,- აღნიშნა შმიგალმა.

მისი თქმით, უკვე მესამე ეტაპი იქნება „უკრაინის დიდი აღმშენებლობა“.

"ჩვენ გვსურს არა მხოლოდ აგურისა და ბეტონის აღდგენა. ჩვენ გვინდა ავაშენოთ ახალი სახელმწიფო“,- განაცხადა პრემიერმა.

დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინის აღდგენა მოითხოვს ფონდების მოძიებას, საერთაშორისო დახმარებასა და რუსულ ფულს.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ აგრესორმა უნდა გადაიხადოს იმ განადგურებისთვის, რომელიც მან გამოიწვია“,- განაცხადა შმიგალმა.