პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცოცხალია და კარგადაა" - რუსების ტყვეობაში მყოფი დმიტრი კოზაცკი დედას დაუკავშირდა: რა გადასცა "აზოველმა" ფოტოგრაფმა ოჯახს?
"ცოცხალია და კარგადაა" - რუსების ტყვეობაში მყოფი დმიტრი კოზაცკი დედას დაუკავშირდა: რა გადასცა "აზოველმა" ფოტოგრაფმა ოჯახს?

უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის "აზო­ვის" სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის პოლ­კის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ფო­ტოგ­რა­ფი დმიტ­რი კო­ზაც­კი ოჯახს და­უ­კავ­შირ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას ტე­ლეგ­რა­მის სა­კუ­თარ არხზე უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი დმიტ­რი გორ­დო­ნი ავ­რცე­ლებს.

"აზო­ვის" პოლ­კის პრეს-სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი დი­მიტ­რი კო­ზაც­კი, "აზოვსტა­ლის" ცნო­ბი­ლი ფო­ტო­ე­ბის ავ­ტო­რი ოჯახს და­უ­კავ­შირ­და. მას შემ­დეგ, რაც "აზო­ვე­ლე­ბი" ტყვედ ჩა­ბარ­დნენ, გარ­კვე­უ­ლი დრო­ის მან­ძილ­ზე მათ შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დით და ეს ძა­ლი­ან მძი­მე იყო ჩვენ­თვის.

მად­ლო­ბა ღმერ­თს, დი­მამ დე­დას და­უ­რე­კა და ჩვენ მისი ხმა მო­ვის­მი­ნეთ. კო­ზაც­კიმ გვი­თხრა, რომ ცო­ცხა­ლია, კარ­გა­დაა, საკ­ვებს აძ­ლე­ვენ და რომ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა, თუმ­ცა, ჩვენ და­ნამ­დვი­ლე­ბით არ ვი­ცით, ეს სი­მარ­თლეა თუ არა" - ამ­ბობს კო­ზაც­კის და, და­რია.

რო­გორც კო­ზაც­კის დედა, ირი­ნა იუ­შენ­კო ამ­ბობს, ტყვე­ო­ბა­ში მყო­ფებ­მა ბო­ლომ­დე უნდა იბ­რძო­ლონ, რათა მებ­რძო­ლე­ბი გა­და­არ­ჩი­ნონ...

"ჩვენ­მა მე­ომ­რებ­მა დაგ­ვა­ნა­ხეს, რომ ვაჟ­კა­ცე­ბი და გმი­რე­ბი არი­ან. მათ ძა­ლი­ან უყ­ვართ სა­კუ­თა­რი ოჯა­ხე­ბი და სამ­შობ­ლო. თი­თო­ე­უ­ლი ტყვის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად ბო­ლომ­დე უნდა ვიბ­რძო­ლოთ, ისი­ნი ხომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი და ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლია" - ამ­ბობს ქალი ინ­ტერ­ვი­უ­ში.

უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ, "აზოვსტა­ლის" მე­ტა­ლურ­გი­ულ ქარ­ხა­ნა­ში მყო­ფი ყვე­ლა მებ­რძო­ლი რუ­სეთს ჩა­ბარ­და. კო­ზაც­კიმ აზოვსტა­ლის და­ტო­ვე­ბამ­დე ქარ­ხა­ნა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი უკა­ნას­კნე­ლი ფო­ტო­ე­ბი და ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა...

"სულ ესაა... "აზოვსტა­ლო", გმად­ლობ თავ­შე­საფ­რის­თვის - ჩემი სიკ­ვდი­ლი­სა და ჩემი სი­ცო­ცხლის ად­გი­ლო"

ასე­ვე ნა­ხეთ:

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nnn
14

აზოველმა ფოტოგრაფმა იარაღი დაყარა და ჩაბარდა. 

კალინა
28

იმედია პუტინსაც ასე კარგად მოეპყრობიან, ნუ ლავროვს, სიმონიანს და კანდელაკს დილიჟანში გაუშვებენ წყლის ჩამოსხმის კონვეირზე სამუშაოდ. მაინც სამშობლოა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ცოცხალია და კარგადაა" - რუსების ტყვეობაში მყოფი დმიტრი კოზაცკი დედას დაუკავშირდა: რა გადასცა "აზოველმა" ფოტოგრაფმა ოჯახს?

"ცოცხალია და კარგადაა" - რუსების ტყვეობაში მყოფი დმიტრი კოზაცკი დედას დაუკავშირდა: რა გადასცა "აზოველმა" ფოტოგრაფმა ოჯახს?

უკრაინის ეროვნული გვარდიის "აზოვის" სპეცდანიშნულების პოლკის პრესსამსახურის ფოტოგრაფი დმიტრი კოზაცკი ოჯახს დაუკავშირდა. ინფორმაციას ტელეგრამის საკუთარ არხზე უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრი გორდონი ავრცელებს.

"აზოვის" პოლკის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი დიმიტრი კოზაცკი, "აზოვსტალის" ცნობილი ფოტოების ავტორი ოჯახს დაუკავშირდა. მას შემდეგ, რაც "აზოველები" ტყვედ ჩაბარდნენ, გარკვეული დროის მანძილზე მათ შესახებ არაფერი ვიცოდით და ეს ძალიან მძიმე იყო ჩვენთვის.

მადლობა ღმერთს, დიმამ დედას დაურეკა და ჩვენ მისი ხმა მოვისმინეთ. კოზაცკიმ გვითხრა, რომ ცოცხალია, კარგადაა, საკვებს აძლევენ და რომ ყველაფერი რიგზეა, თუმცა, ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით, ეს სიმართლეა თუ არა" - ამბობს კოზაცკის და, დარია.

როგორც კოზაცკის დედა, ირინა იუშენკო ამბობს, ტყვეობაში მყოფებმა ბოლომდე უნდა იბრძოლონ, რათა მებრძოლები გადაარჩინონ...

"ჩვენმა მეომრებმა დაგვანახეს, რომ ვაჟკაცები და გმირები არიან. მათ ძალიან უყვართ საკუთარი ოჯახები და სამშობლო. თითოეული ტყვის გასათავისუფლებლად ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, ისინი ხომ ჩვენი შვილები და ჩვენი მომავალია" - ამბობს ქალი ინტერვიუში.

უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების შემდეგ, "აზოვსტალის" მეტალურგიულ ქარხანაში მყოფი ყველა მებრძოლი რუსეთს ჩაბარდა. კოზაცკიმ აზოვსტალის დატოვებამდე ქარხანაში გადაღებული უკანასკნელი ფოტოები და ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა...

"სულ ესაა... "აზოვსტალო", გმადლობ თავშესაფრისთვის - ჩემი სიკვდილისა და ჩემი სიცოცხლის ადგილო"

ასევე ნახეთ: