ავტორი:

წყალტუბოში ავარიას რძალ-მული ემსხვერპლა - დაშავებულები არიან ავტომობილში მყოფი ბავშვები

წყალტუბოში ავარიას რძალ-მული ემსხვერპლა - დაშავებულები არიან ავტომობილში მყოფი ბავშვები

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ორი ბავშვი კი დაშავდა. შემთხვევა სოფელ მაღლაკში მოხდა. გარდაცვლილები რძალ-მული არიან, ისინი ადგილზე დაიღუპნენ.

დაშავდნენ ავტომობილში მყოფი ბავშვები, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი. მათგან ერთის მდგომარეობა მსუბუქია, მეორეს კი ფეხზე ოპერაცია ჩაუტარდა.

გარდაცვლილები არიან მედეა იობიძე და ანა მჭედლიშვილი, რომლებიც სოფელ მაღლაკში ცხოვრობდნენ. თვითმხილველების თქმით, ავტომობილი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა. სავარაუდოდ, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.