მიშას გაუხმა თავი, შენ რომ სწავლა დაგიფინანსა, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანი წითლიძემ იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს პარლამენტის სხდომაზე, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.
სხდომაზე ბრეგაძესა და წითლიძეს შორის შეკამათება მოხდა, რაც ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ მინისტრის მისამართით ნათქვამ შეფასებას მოჰყვა - წითლიძემ ბრეგაძეს "მონა" უწოდა.
"დამშვიდდით, გეტყობათ კლასიკური აქტივისტობა. ნამდვილად გეტყობათ, რომ მთავარია ადამიანს არ აცადოთ საუბარი - ეს არის თქვენი ერთადერთი დანიშნულება. დამშვიდდით, შეურაცხყოფისგან თავი შეიკავეთ და გაფუჭებული, ბატარეადამჯდარი რუპორივით ნუ საუბრობთ, რომელსაც რასაც ჩასძახებენ, იმასაც ბოლომდე ვერ ამოიძახებს. პირდაპირ გეუბნებით, ამის უნარიც არ გაქვთ. თავი შეიკავეთ და ზრდილობიანად მოიქეცით“, - მიმართა ბრეგაძემ წითლიძეს.
ასევე ნახეთ: