ავტორი:

"გაფუჭებული, ბატარეადამჯდარი რუპორივით ნუ საუბრობთ..." - რატი ბრეგაძე ანი წითლიძეს: პლენარული სხდომა კამათის ფონზე

"გაფუჭებული, ბატარეადამჯდარი რუპორივით ნუ საუბრობთ..." - რატი ბრეგაძე ანი წითლიძეს: პლენარული სხდომა კამათის ფონზე

დამშვიდდით, გეტყობათ კლასიკური აქტივისტობა. ნამდვილად გეტყობათ, რომ მთავარია ადამიანს არ აცადოთ საუბარი - ეს არის თქვენი ერთადერთი დანიშნულება, - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს, ანი წითლიძეს, რომელმაც მინისტრს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "მონა" უწოდა.

სხდომაზე, რომელზეც იუსტიციის მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ, რატი ბრეგაძესა და დეპუტატს შორის შეკამათება მოხდა.

"დამშვიდდით, შეურაცხყოფისგან თავი შეიკავეთ და გაფუჭებული, „ბატარეადამჯდარი“ რუპორივით ნუ საუბრობთ, რომელსაც რასაც ჩასძახებენ, იმასაც ბოლომდე ვერ ამოიძახებს. პირდაპირ გეუბნებით, ამის უნარიც არ გაქვთ. თავი შეიკავეთ და ზრდილობიანად მოიქეცით“, - განუცხადა ბრეგაძემ წითლიძეს.

ასევე ნახეთ: