საქართველოს პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის ინტერპელაციის წესით მოსმენა ხმაურით დასრულდა.
დარბაზიდან ღარიბაშვილის მისამართით მწვავე რეპლიკები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ კრიტიკული განცხადებები გააკეთა და მესამე პრეზიდენტი რევოლუციური სცენარის გათამაშების მცდელობაში დაადანაშაულა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ, რომელსაც ხელში ეჭირა პლაკატი, წარწერით „ირაკლი კადიროვი“, ღარიბაშვილს „ივანიშვილის მონა“ უწოდა. თავის მხრივ, ღარიბაშვილმა წითლიძეს შემდეგი რეპლიკით მიმართა: "საცოდავი ადამიანი ხარ, მიბრძანდი გარეთ".
ნახეთ ვიდეო: