საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფაქტები არ დასახელებულა, ცილისწამებები კი ისმის ოპოზიციის და უკრაინის მთავრობის მხრიდან" - პრემიერი სანქციებზე
"ფაქტები არ დასახელებულა, ცილისწამებები კი ისმის ოპოზიციის და უკრაინის მთავრობის მხრიდან" - პრემიერი სანქციებზე

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სა­ქარ­თვე­ლოს, ეროვ­ნულ დო­ნე­ზე, ჩვენ ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბი არ დაგ­ვი­წე­სე­ბია რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და ამას არც გა­ვა­კე­თებთ ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რა თქმა უნდა, არა­ერ­თხელ გან­გვი­ცხა­დე­ბია და მინ­და, კი­დევ ერთხელ ამ ტრი­ბუ­ნი­დან გან­ვა­ცხა­დო, რომ ჩვენ არ და­ვუშ­ვებთ არ­ცერ­თი სან­ქცი­რე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დი­სა, თუ კომ­პა­ნი­ის უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მას ინ­ტერ­პე­ლა­ცი­ის წე­სით უს­მე­ნენ.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, არ­ცერთ სან­ქცი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ას, თუ ფი­ზი­კურ პირს არ მი­ე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლის მიზ­ნით გა­მო­ი­ყე­ნოს.

"ჩვენ არ მივ­ცემთ არც ერთ სან­ქცი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ას, თუ ინ­დი­ვიდს, ფი­ზი­კურ პირს სა­შუ­ა­ლე­ბას, სა­ქარ­თვე­ლო გა­მო­ი­ყე­ნოს სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლის მიზ­ნით. არც ერთი ფაქ­ტი დღემ­დე არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ჩვენ არა­ერ­თი ყოვ­ლად უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბა, ცი­ლის­წა­მე­ბა გვეს­მის, რო­გორც ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან, ასე­ვე, სამ­წუ­ხა­როდ, უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბის მხრი­დან. ზო­გა­დად, მინ­და გი­თხრათ, რომ ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალ­თან და რე­გუ­ლა­ცი­ებ­თან, მა­გა­ლი­თად, გა­ე­როს სან­ქცი­ა­თა კო­მი­ტე­ტის რე­გუ­ლა­ცი­ებ­თან და გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს შე­სა­ბა­მის რე­ზო­ლუ­ცი­ას­თან. ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, მა­გა­ლი­თად, ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის, ტე­რო­რიზ­მის და­ფი­ნან­სე­ბის და ხელ­შე­წყო­ბის, სამ­ხედ­რო და ორ­მა­გი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის პრო­დუქ­ცი­ის კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ და ა.შ. უზ­რუნ­ველ­ყოფს სან­ქცი­ა­თა­გან თა­ვის არი­დე­ბის შე­უძ­ლებ­ლო­ბას. გარ­და ამი­სა, ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან მჭიდ­რო კო­ორ­დი­ნა­ცია ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­თან, გვაქვს მუდ­მივ რე­ჟიმ­ში, ყო­ველ­დღი­უ­რად ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლა და მინ­და, კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რო, რომ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რა თქმა უნდა, არ და­უშ­ვებს არც ერთი ქვეყ­ნის, სან­ქცი­რე­ბუ­ლი არც ერთი კომ­პა­ნი­ის და ინ­დი­ვი­დის უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი და სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი მოქ­მე­დე­ბენ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, ევ­რო­კავ­ში­რი­სა და დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ და­წე­სე­ბულ ფი­ნან­სურ პო­ლი­ტი­კას­თან სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში.

"ზო­გა­დად, ერთ-ერთი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა, რაც სა­ფი­ნან­სო სექ­ტორს შე­ექ­მნა, ეს იყო "ვი­თი­ბი ბან­კის“ ფი­ლი­ა­ლის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც მა­ღალპრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე იქნა მარ­თუ­ლი და ეროვ­ნულ­მა ბან­კმა და მთავ­რო­ბამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს იმის­თვის, რომ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს არა­ვი­თა­რი პრობ­ლე­მა არ შექ­მნო­დათ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს ბან­კი იყო სან­ქცი­რე­ბუ­ლი და ჩვენ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ვი­მოქ­მე­დეთ და ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ ისე, რომ არა­ვი­თა­რი კი­თხვა არ დარ­ჩე­ნია ჩვენს არც ერთ პარტნი­ორს“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
როსტომი
1

ვეღარ გავიგე,ღარიბაშვილს არავინ არაფერს არ ეკითხებაო( ასე ბრძანა მამამარჩენალმა),არაფრის მაქნისი არისო და ბანკიდან ამიტომ მოვიშორეო.ხოდა იქიდან მაიშორა და პრემიერად დანიშნა?

 

goga
17

კაცის კაცის კაცი. არადა ისე იჭიმება ალბათ კაცი ჰგონია თავი. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ფაქტები არ დასახელებულა, ცილისწამებები კი ისმის ოპოზიციის და უკრაინის მთავრობის მხრიდან" - პრემიერი სანქციებზე

"ფაქტები არ დასახელებულა, ცილისწამებები კი ისმის ოპოზიციის და უკრაინის მთავრობის მხრიდან" - პრემიერი სანქციებზე

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს, ეროვნულ დონეზე, ჩვენ ჩვენი ეკონომიკური სანქციები არ დაგვიწესებია რუსეთის წინააღმდეგ და ამას არც გავაკეთებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, არაერთხელ განგვიცხადებია და მინდა, კიდევ ერთხელ ამ ტრიბუნიდან განვაცხადო, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არცერთი სანქცირებული ინდივიდისა, თუ კომპანიის უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მთავრობის მეთაურის თქმით, არცერთ სანქცირებულ კომპანიას, თუ ფიზიკურ პირს არ მიეცემა საშუალება, საქართველო სანქციების გვერდის ავლის მიზნით გამოიყენოს.

"ჩვენ არ მივცემთ არც ერთ სანქცირებულ კომპანიას, თუ ინდივიდს, ფიზიკურ პირს საშუალებას, საქართველო გამოიყენოს სანქციების გვერდის ავლის მიზნით. არც ერთი ფაქტი დღემდე არ დაფიქსირებულა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ არაერთი ყოვლად უსაფუძვლო ბრალდება, ცილისწამება გვესმის, როგორც ოპოზიციის მხრიდან, ასევე, სამწუხაროდ, უკრაინის მთავრობის მხრიდან. ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართალთან და რეგულაციებთან, მაგალითად, გაეროს სანქციათა კომიტეტის რეგულაციებთან და გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამის რეზოლუციასთან. ჩვენი კანონმდებლობა, მაგალითად, ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების და ხელშეწყობის, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ და ა.შ. უზრუნველყოფს სანქციათაგან თავის არიდების შეუძლებლობას. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კოორდინაცია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, გვაქვს მუდმივ რეჟიმში, ყოველდღიურად ინფორმაციის გაცვლა და მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენი ხელისუფლება რა თქმა უნდა, არ დაუშვებს არც ერთი ქვეყნის, სანქცირებული არც ერთი კომპანიის და ინდივიდის უკანონო საქმიანობას საქართველოში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები მოქმედებენ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ ფინანსურ პოლიტიკასთან სრულ შესაბამისობაში.

"ზოგადად, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც საფინანსო სექტორს შეექმნა, ეს იყო "ვითიბი ბანკის“ ფილიალის საკითხი, რომელიც მაღალპროფესიონალურ დონეზე იქნა მართული და ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს არავითარი პრობლემა არ შექმნოდათ. მოგეხსენებათ, ეს ბანკი იყო სანქცირებული და ჩვენ დაუყოვნებლივ ვიმოქმედეთ და ეს ყველაფერი გავაკეთეთ ისე, რომ არავითარი კითხვა არ დარჩენია ჩვენს არც ერთ პარტნიორს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.