საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აზოვსტალის" მფლობელი აპირებს უჩივლოს რუსეთს, ქარხნის განადგურებით მიღებული 20 მილიარდ დოლარამდე ზარალისთვის - რას ამბობს უკრაინის უმდიდრესი ადამიანი
"აზოვსტალის" მფლობელი აპირებს უჩივლოს რუსეთს, ქარხნის განადგურებით მიღებული 20 მილიარდ დოლარამდე ზარალისთვის - რას ამბობს უკრაინის უმდიდრესი ადამიანი

უკ­რა­ი­ნის უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნი, რი­ნატ ახ­მე­ტო­ვი აპი­რებს, უჩივ­ლოს რუ­სეთს 17-დან 20 მი­ლი­არდ დო­ლა­რამ­დე ზა­რა­ლის გამო, რო­მე­ლიც მას მა­რი­უ­პოლ­ში "აზოვსტა­ლის" ფო­ლა­დის ქარ­ხნის გა­ნად­გუ­რე­ბის შე­დე­გად მი­ად­გა.

  • ახ­მე­ტო­ვი მა­რი­უ­პო­ლის ფო­ლა­დის ქარ­ხნის მფლო­ბე­ლია. ფო­ლა­დის ქარ­ხა­ნა კი იყო ად­გი­ლი, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი არ­მი­ის შე­ტე­ვის მთა­ვა­რი ობი­ექ­ტი გახ­და და რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტენ­სი­უ­რად იბომ­ბე­ბო­და.

"ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად ვუ­ჩივ­ლებთ რუ­სეთს და მო­ვი­თხოვთ ზა­რა­ლი­სა და და­კარ­გუ­ლი ბიზ­ნე­სის­თვის სა­თა­ნა­დო ანა­ზღა­უ­რე­ბას“, - გა­ნუ­ცხა­და ახ­მე­ტოვ­მა უკ­რა­ი­ნულ სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტალ mrpl.city-ის.

ახ­მე­ტო­ვის ქო­ნე­ბა, Bloomberg-ის მი­ხედ­ვით, ახლა 6,93 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს. ბიზ­ნეს­მე­ნის ქო­ნე­ბა, ომის შემ­დეგ, 40%-ით შემ­ცირ­და.

"აზოვსტა­ლის" ქარ­ხნის ბუნ­კე­რი

რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ, ახ­მე­ტო­ვის კომ­პა­ნია Metinvest-ში, ფო­ლა­დის მწარ­მო­ე­ბელ ქვეყ­ნის უმ­სხვი­ლეს კომ­პა­ნი­ა­ში, გა­ნა­ცხა­დეს, რომ მწარ­მო­ე­ბე­ლი ვერ შე­ას­რუ­ლებ­და სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს.

  • აპ­რილ­ში "მე­ტინ­ვეს­ტის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­ა­გენ­ტო Reuters-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ კომ­პა­ნია აპი­რებს ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ წარ­მო­ე­ბა გა­ნა­ახ­ლოს, მაგ­რამ "არას­დროს იმუ­შა­ვე­ბენ რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის ქვეშ“.

ცნო­ბის­თვის, მა­რი­უ­პოლ­ში, "აზოვსტა­ლის" ფო­ლა­დის ქარ­ხა­ნა­ში "აზო­ვის" პოლ­კის ჯა­რის­კა­ცე­ბი, უკ­რა­ი­ნის 36-ე სა­ზღვაო ქვე­ით ბრი­გა­დას­თან, სხვა მებ­რძო­ლებ­თან და ასე­ვე მშვი­დო­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ერ­თად იყ­ვნენ გა­მაგ­რე­ბუ­ლე­ბი. მათ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი თავ­და­დე­ბი­სა და სი­მა­მა­ცის მა­გა­ლი­თი აჩ­ვე­ნეს მსოფ­ლი­ოს. სა­ბო­ლო­ოდ კი, "მათი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად" ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და და ახლა ჯა­რის­კა­ცე­ბი რუ­სე­ბის ხელ­ში არი­ან. ფო­ლა­დის ქარ­ხა­ნა კი ინ­ტენ­სი­უ­რი და­ბომბვე­ბის შე­დე­გად, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია.

წყა­რო

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
oto
0

აზოვის ქარხნის ფოლადის გაყიდვა უკვე დაიწყეს რუსებმა და ალბათ შემოსული თანხით გაისტუმრებენ ამ პატიოსან კაცს

ლაო ძი
0

თვალის ჩადება არ დაგავიწდეს ჭიქაში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"აზოვსტალის" მფლობელი აპირებს უჩივლოს რუსეთს, ქარხნის განადგურებით მიღებული 20 მილიარდ დოლარამდე ზარალისთვის - რას ამბობს უკრაინის უმდიდრესი ადამიანი

"აზოვსტალის" მფლობელი აპირებს უჩივლოს რუსეთს, ქარხნის განადგურებით მიღებული 20 მილიარდ დოლარამდე ზარალისთვის - რას ამბობს უკრაინის უმდიდრესი ადამიანი

უკრაინის უმდიდრესი ადამიანი, რინატ ახმეტოვი აპირებს, უჩივლოს რუსეთს 17-დან 20 მილიარდ დოლარამდე ზარალის გამო, რომელიც მას მარიუპოლში "აზოვსტალის" ფოლადის ქარხნის განადგურების შედეგად მიადგა.

  • ახმეტოვი მარიუპოლის ფოლადის ქარხნის მფლობელია. ფოლადის ქარხანა კი იყო ადგილი, რომელიც რუსული არმიის შეტევის მთავარი ობიექტი გახდა და რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტენსიურად იბომბებოდა.

"ჩვენ აუცილებლად ვუჩივლებთ რუსეთს და მოვითხოვთ ზარალისა და დაკარგული ბიზნესისთვის სათანადო ანაზღაურებას“, - განუცხადა ახმეტოვმა უკრაინულ საინფორმაციო პორტალ mrpl.city-ის.

ახმეტოვის ქონება, Bloomberg-ის მიხედვით, ახლა 6,93 მილიარდ დოლარს შეადგენს. ბიზნესმენის ქონება, ომის შემდეგ, 40%-ით შემცირდა.

"აზოვსტალის" ქარხნის ბუნკერი

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ახმეტოვის კომპანია Metinvest-ში, ფოლადის მწარმოებელ ქვეყნის უმსხვილეს კომპანიაში, განაცხადეს, რომ მწარმოებელი ვერ შეასრულებდა სახელშეკრულებო ვალდებულებებს.

  • აპრილში "მეტინვესტის" წარმომადგენელმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ კომპანია აპირებს ომის დასრულების შემდეგ წარმოება განაახლოს, მაგრამ "არასდროს იმუშავებენ რუსული ოკუპაციის ქვეშ“.

ცნობისთვის, მარიუპოლში, "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში "აზოვის" პოლკის ჯარისკაცები, უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეით ბრიგადასთან, სხვა მებრძოლებთან და ასევე მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად იყვნენ გამაგრებულები. მათ წარმოუდგენელი თავდადებისა და სიმამაცის მაგალითი აჩვენეს მსოფლიოს. საბოლოოდ კი, "მათი სიცოცხლის გადასარჩენად" ევაკუაცია განხორციელდა და ახლა ჯარისკაცები რუსების ხელში არიან. ფოლადის ქარხანა კი ინტენსიური დაბომბვების შედეგად, განადგურებულია.

წყარო

ნახეთ ასევე: