ავტორი:

"ის დარდმა მოკლა" - ტეხასში, სკოლაზე თავდასხმისას მოკლული მასწავლებლის ქმარი შემთხვევიდან ორ დღეში გარდაიცვალა

"ის დარდმა მოკლა" - ტეხასში, სკოლაზე თავდასხმისას მოკლული მასწავლებლის ქმარი შემთხვევიდან ორ დღეში გარდაიცვალა

ტეხასის შტატში, უვალდეს სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად მოკლული ერთ-ერთი მასწავლებლის მეუღლე გულის შეტევით გარდაიცვალა. ჯო გარსია ირმა გარსიას ქმარი იყო, რომელიც 23 წლის განმავლობაში ასწავლიდა დაწყებით სკოლაში.

ირმა გარსია ერთ-ერთი იყო იმ ორი მასწავლებლიდან, რომელიც 18 წლის თავდამსხმელმა მოკლა.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">EXTREMELY heartbreaking and come with deep sorrow to say that my Tia Irma’s husband Joe Garcia has passed away due to grief, i truly am at a loss for words for how we are all feeling, PLEASE PRAY FOR OUR FAMILY, God have mercy on us, this isn’t easy <a href="https://t.co/GlUSOutRVV">pic.twitter.com/GlUSOutRVV</a></p>&mdash; john martinez ❤️‍🔥 (@fuhknjo) <a href="https://twitter.com/fuhknjo/status/1529870121023557632?ref_src=twsrc%5Etfw">May 26, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

წყვილი 24 წელი იყო დაქორწინებული და მათ 12-დან 23 წლამდე ასაკის 4 შვილი დარჩათ. ხუთშაბათს ღამით, გარსიას ოჯახის დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გაიმართა, სადაც 1.6 მილიონამდე დოლარი შეგროვდა.

"ჯო მწუხარებამ მოკლა", - ამბობს ოჯახის ახლობელი.

ოჯახის კიდევ ერთმა ნათესავმა New York Times-ს განუცხადა, რომ გარსია ბოლო ამოსუნთქვამდე ბავშვებს ეხუტებოდა: "მან კლასში მყოფი ბავშვების დაცვას თავი შესწირა. ის გმირი იყო," - თქვა გარდაცვლილის ნათესავმა.

ირმა და ჯო გარსიები

წყარო:bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა