მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩეჩნეთში კაცებს იტაცებენ, ჯერ "საიდუმლო ციხეში" მიჰყავთ, ხოლო შემდეგ, ომში "მოხალისედ" წასვლას აიძულებენ - რას აცხადებენ უფლებადამცველები
ჩეჩნეთში კაცებს იტაცებენ, ჯერ "საიდუმლო ციხეში" მიჰყავთ, ხოლო შემდეგ, ომში "მოხალისედ" წასვლას აიძულებენ - რას აცხადებენ უფლებადამცველები

ჩეჩ­ნე­ბის რამ­დე­ნი­მე უფ­ლე­ბა­დამ­ცველ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ჩეჩ­ნეთ­ში მა­მა­კა­ცებს იტა­ცე­ბენ და შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა­ში ომში ჩარ­თვას აი­ძუ­ლე­ბენ. ამის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი ბლო­გე­რე­ბიც. უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­თა თქმით, დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თეს ჩეჩ­ნე­თის მა­ცხოვ­რებ­ლებ­მა და ისი­ნი სა­უბ­რო­ბენ, რომ კა­ცებს ომში "მო­ხა­ლი­სედ" წას­ვლას აი­ძუ­ლე­ბენ.

მა­თი­ვე თქმით, გა­ტა­ცე­ბუ­ლე­ბი ჯერ "სა­ი­დუმ­ლო ცი­ხე­ში“ მიჰ­ყავთ, სა­დაც მუ­ქა­რის შე­დე­გად აი­ძუ­ლე­ბენ, რომ გა­ა­ფორ­მონ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ Кавказ Реалии ავ­რცე­ლებს.

  • გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ოპო­ზი­ცი­უ­რი მოძ­რა­ო­ბა 1ADAT ჩეჩ­ნე­თის სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან ასო­ბით გა­ტა­ცე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ იუ­წყე­ბა. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცია "Vaifond"-ის გან­ცხა­დე­ბით კი, ბოლო დროს მათ მი­ი­ღეს ათო­ბით მი­მარ­თვა ჩეჩ­ნე­თის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის­გან იმის შე­სა­ხებ, რომ მათი ოჯა­ხის წევ­რებს ომში წას­ვლას აი­ძუ­ლე­ბენ.

რო­გორც Кавказ Реалии წერს, ომში წას­ვლას ასე­ვე აი­ძუ­ლე­ბენ შშმ პი­რებს. "ყვე­ლა­ფე­რი ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ხდე­ბა“, - ამ­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ასო­ცი­ა­ცი­ა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი ბლო­გე­რი ის­ლამ ბე­ლო­კი­ე­ვი გა­ტა­ცე­ბის ათო­ბით და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვა­ზე სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ რე­ა­ლუ­რად, ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ცი­ლე­ბით მე­ტია და მათ­გან უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებს ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ა­ნი მი­მარ­თავს.

ყო­ვე­ლი­ვეს პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი, რამ­ზან კა­დი­რო­ვი რე­გუ­ლა­რუ­ლად აქ­ვეყ­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ო­ებს, სა­დაც ნაჩ­ვე­ნე­ბია თუ რო­გორ გზავ­ნის ომში ე.წ. მო­ხა­ლი­სე­ებს. უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში კი ტყვედ ჩა­ვარ­დნი­ლი ჩე­ჩე­ნი ჯა­რის­კა­ცი ჰყვე­ბა, თუ რო­გორ ცდი­ლობ­და უარი ეთ­ქვა უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში ჩარ­თვა­ზე, მაგ­რამ სარ­დლო­ბამ აი­ძუ­ლა რომ ებ­რძო­ლა.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
I
18

აი ამ ბოდვსი ახლა ვის სჯერა.კადიროვი რომ ნაძირალაა ეგ ფაქტია მაგრა ასეთი სისულელეების წერა რა უბედურებაა რა კაცებს იტაცებენ,ის და ხომ არ აზომბირებენ კიდეც ჰაა?

ლილე
2

ისე რუსეთის ოკუპირებულ და გაუბედურებულ ქვეყნებს შორის მსოფლიო რატო არ მოიხსენიებს ჩეჩნეთს ვერ ვხვდები,მანდ ნაკლები ხალხი ჩახოცეს ,რა დღეში ჩააგდეს ჩეჩნეთი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ჩეჩნეთში კაცებს იტაცებენ, ჯერ "საიდუმლო ციხეში" მიჰყავთ, ხოლო შემდეგ, ომში "მოხალისედ" წასვლას აიძულებენ - რას აცხადებენ უფლებადამცველები

ჩეჩნეთში კაცებს იტაცებენ, ჯერ "საიდუმლო ციხეში" მიჰყავთ, ხოლო შემდეგ, ომში "მოხალისედ" წასვლას აიძულებენ - რას აცხადებენ უფლებადამცველები

ჩეჩნების რამდენიმე უფლებადამცველ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჩეჩნეთში მამაკაცებს იტაცებენ და შემდეგ უკრაინაში ომში ჩართვას აიძულებენ. ამის შესახებ საუბრობენ ოპოზიციურად განწყობილი ბლოგერებიც. უფლებადამცველთა თქმით, დახმარების თხოვნით მიმართეს ჩეჩნეთის მაცხოვრებლებმა და ისინი საუბრობენ, რომ კაცებს ომში "მოხალისედ" წასვლას აიძულებენ.

მათივე თქმით, გატაცებულები ჯერ "საიდუმლო ციხეში“ მიჰყავთ, სადაც მუქარის შედეგად აიძულებენ, რომ გააფორმონ ხელშეკრულება. ინფორმაციას ამის შესახებ Кавказ Реалии ავრცელებს.

  • გამოცემის ცნობით, ოპოზიციური მოძრაობა 1ADAT ჩეჩნეთის სხვადასხვა რეგიონიდან ასობით გატაცებული ადამიანის შესახებ იუწყება. ადამიანის უფლებათა ასოციაცია "Vaifond"-ის განცხადებით კი, ბოლო დროს მათ მიიღეს ათობით მიმართვა ჩეჩნეთის მაცხოვრებლებისგან იმის შესახებ, რომ მათი ოჯახის წევრებს ომში წასვლას აიძულებენ.

როგორც Кавказ Реалии წერს, ომში წასვლას ასევე აიძულებენ შშმ პირებს. "ყველაფერი ამ ადამიანების ნების საწინააღმდეგოდ ხდება“, - ამბობენ ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციაში.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციურად განწყობილი ბლოგერი ისლამ ბელოკიევი გატაცების ათობით დადასტურებულ შემთხვევაზე საუბრობს და ამბობს, რომ რეალურად, ასეთი შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტია და მათგან უფლებადამცველებს ძალიან ცოტა ადამიანი მიმართავს.

ყოველივეს პარალელურად, ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი რეგულარულად აქვეყნებს სოციალურ ქსელში ვიდეოებს, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ გზავნის ომში ე.წ. მოხალისეებს. უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ვიდეოში კი ტყვედ ჩავარდნილი ჩეჩენი ჯარისკაცი ჰყვება, თუ როგორ ცდილობდა უარი ეთქვა უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში ჩართვაზე, მაგრამ სარდლობამ აიძულა რომ ებრძოლა.

წყარო