სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაჟა-ფშაველას მომღერალი საათის გაცოცხლებული მელოდია - "ამ საუკუნეზე მეტი ხნის საათის რესტავრაციას დიდი შრომა დასჭირდება, მაგრამ ყური დავუგდოთ ხოლმე ამ მელოდიას"
ვაჟა-ფშაველას მომღერალი საათის გაცოცხლებული მელოდია - "ამ საუკუნეზე მეტი ხნის საათის რესტავრაციას დიდი შრომა დასჭირდება, მაგრამ ყური დავუგდოთ ხოლმე ამ მელოდიას"

მწე­რა­ლი მიხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ში" ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც გა­ცო­ცხლე­ბუ­ლია ვაჟა-ფშა­ვე­ლას მომ­ღე­რა­ლი სა­ა­თის მე­ლო­დია.

"ვაჟა-ფშა­ვე­ლას ზე­ცი­უ­რი სა­ა­თი"

"1884 წელს ეკო­ნო­მი­უ­რი სი­ვიწ­რო­ვის გამო ვაჟა-ფშა­ვე­ლა იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბა პე­ტერ­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლას თავი და­ა­ნე­ბოს, სტუ­დენ­ტუ­რი "კა­სი­დან“ ორ­მოც­და­ა­თი მა­ნე­თი ისეს­ხოს და იმ ფუ­ლით დაბ­რუნ­დეს ჩარ­გალ­ში. თან ჩა­მო­ი­ტანს მომ­ღე­რალ სა­ათს, რო­მე­ლიც ფან­ჯა­რა­ში უდ­გას მერე და რო­გორც კი სა­მუ­შა­ოდ წავა, ბავ­შვე­ბი შე­ი­პა­რე­ბი­ან ხოლ­მე იმის ოთახ­ში, გახ­სნი­ან სა­ათს და ისიც მუ­სი­კას რომ და­უკ­რავს, ზოგ­ნი მღე­რი­ან და ზოგ­ნი ცეკ­ვა­ვენ...

ამ­ჟა­მად ჩარ­გლის სახლ-მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი მა­გი­დის სა­ა­თი კი, მარ­თა­ლია, ძვე­ლია, მაგ­რამ შე­მორ­ჩე­ნი­ლია წარ­წე­რა, რომ ის ნა­ყი­დია 1909 წელს, ორ რუბ­ლად. ამ სამი წლის წინ მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტორ­მა, მა­ნა­ნა გო­დერ­ძა­ულ­მა ჩემი თხოვ­ნით იმ სა­ა­თის ფო­ტო­ე­ბი გა­და­მი­ღო, რის­თვი­საც დი­დად მად­ლო­ბე­ლი ვარ მისი. ამ სა­ა­თის მე­ქა­ნიზ­მზე არის სა­ვაჭ­რო ნი­შა­ნი, თა­ვი­სე­ბუ­რი ემბლე­მა, წარ­მოდ­გე­ნი­ლი ანაგ­რა­მით GF, რაც ნიშ­ნავს Gebruder Fortwengler - ეს იყო ძმე­ბი ფორტვენ­გლე­რე­ბის სა­ა­თე­ბის ფაბ­რი­კა, და­არ­სე­ბუ­ლი ვარ­შა­ვა­ში, ოკო­პო­ვის ქუჩა # 26-ში, 1891 წელს და ის გახ­ლდათ ცნო­ბი­ლი გერ­მა­ნუ­ლი სა­ა­თე­ბის ფაბ­რი­კის "იუნ­გჰან­სის“ Junghans შვი­ლო­ბი­ლად და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი სა­წარ­მო რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში...

თა­ვის გა­მოშ­ვე­ბულ სა­ა­თებს, მე­ქა­ნიზ­მზე ამოტვიფ­რუ­ლი ანაგ­რა­მის გარ­და, ცი­ფერბლატ­ზე უკე­თებ­დნენ წარ­წე­რას: "Россiя первый сортъ“, ხოლო და­ნარ­ჩე­ნით ძმე­ბი ფორტვენ­გლე­რე­ბის სა­ა­თე­ბი დი­დად არ გან­სხვავ­დე­ბო­და იუნ­გჰან­სის სა­ა­თე­ბის­გან...

მერე ამ ფირ­მის მა­გი­დის სა­ა­თე­ბის მე­ლო­დი­ე­ბი მოვ­ძებ­ნე და ვა­ჟას 1909 წლის სა­ა­თის ფო­ტო­ე­ბი­თა და იმ მე­ლო­დი­ით არის შექ­მნი­ლი ეს ვი­დეო. ჰოდა, რო­გორც ამ ვი­დე­ო­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ფო­ტო­ე­ბი­დან და­ი­ნა­ხავთ, ამ სა­უ­კუ­ნე­ზე მეტი ხნის სა­ა­თის რეს­ტავ­რა­ცი­ას კი­დევ დიდი შრო­მა დას­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ყური და­ვუგ­დოთ ხოლ­მე ამ მე­ლო­დი­ას, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს მა­ინც მო­ვუს­მი­ნოთ, რად­გან ვაჟა-ფშა­ვე­ლას ზე­ცი­უ­რი სა­ა­თი უკვე ჩარ­თუ­ლია და ჩვენ, ყვე­ლა იმის დრო-ჟამ­ში ვცხოვ­რობთ. სა­კი­თხა­ვი ისაა, ამ დრო-ჟა­მის ბო­ლომ­დე თუ გა­ვალთ, როცა მტე­რი უნდა შე­იყ­ვა­რო და ის აღარ იარ­სე­ბებს, რო­გორც ეს "ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რი­დან“ გვი­თხრა...

მიხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლი

26 მა­ი­სი, 2022"

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემიდა
1

ჩემი ვაჟა!

zura.swani.
0

პირველი.ქართველი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ვაჟა-ფშაველას მომღერალი საათის გაცოცხლებული მელოდია - "ამ საუკუნეზე მეტი ხნის საათის რესტავრაციას დიდი შრომა დასჭირდება, მაგრამ ყური დავუგდოთ ხოლმე ამ მელოდიას"

ვაჟა-ფშაველას მომღერალი საათის გაცოცხლებული მელოდია - "ამ საუკუნეზე მეტი ხნის საათის რესტავრაციას დიდი შრომა დასჭირდება, მაგრამ ყური დავუგდოთ ხოლმე ამ მელოდიას"

მწერალი მიხო მოსულიშვილი "ფეისბუქში" ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც გაცოცხლებულია ვაჟა-ფშაველას მომღერალი საათის მელოდია.

"ვაჟა-ფშაველას ზეციური საათი"

"1884 წელს ეკონომიური სივიწროვის გამო ვაჟა-ფშაველა იძულებული ხდება პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლას თავი დაანებოს, სტუდენტური "კასიდან“ ორმოცდაათი მანეთი ისესხოს და იმ ფულით დაბრუნდეს ჩარგალში. თან ჩამოიტანს მომღერალ საათს, რომელიც ფანჯარაში უდგას მერე და როგორც კი სამუშაოდ წავა, ბავშვები შეიპარებიან ხოლმე იმის ოთახში, გახსნიან საათს და ისიც მუსიკას რომ დაუკრავს, ზოგნი მღერიან და ზოგნი ცეკვავენ...

ამჟამად ჩარგლის სახლ-მუზეუმში დაცული მაგიდის საათი კი, მართალია, ძველია, მაგრამ შემორჩენილია წარწერა, რომ ის ნაყიდია 1909 წელს, ორ რუბლად. ამ სამი წლის წინ მუზეუმის დირექტორმა, მანანა გოდერძაულმა ჩემი თხოვნით იმ საათის ფოტოები გადამიღო, რისთვისაც დიდად მადლობელი ვარ მისი. ამ საათის მექანიზმზე არის სავაჭრო ნიშანი, თავისებური ემბლემა, წარმოდგენილი ანაგრამით GF, რაც ნიშნავს Gebruder Fortwengler - ეს იყო ძმები ფორტვენგლერების საათების ფაბრიკა, დაარსებული ვარშავაში, ოკოპოვის ქუჩა # 26-ში, 1891 წელს და ის გახლდათ ცნობილი გერმანული საათების ფაბრიკის "იუნგჰანსის“ Junghans შვილობილად დარეგისტრირებული პირველი საწარმო რუსეთის იმპერიაში...

თავის გამოშვებულ საათებს, მექანიზმზე ამოტვიფრული ანაგრამის გარდა, ციფერბლატზე უკეთებდნენ წარწერას: "Россiя первый сортъ“, ხოლო დანარჩენით ძმები ფორტვენგლერების საათები დიდად არ განსხვავდებოდა იუნგჰანსის საათებისგან...

მერე ამ ფირმის მაგიდის საათების მელოდიები მოვძებნე და ვაჟას 1909 წლის საათის ფოტოებითა და იმ მელოდიით არის შექმნილი ეს ვიდეო. ჰოდა, როგორც ამ ვიდეოში წარმოდგენილი ფოტოებიდან დაინახავთ, ამ საუკუნეზე მეტი ხნის საათის რესტავრაციას კიდევ დიდი შრომა დასჭირდება, მაგრამ ყური დავუგდოთ ხოლმე ამ მელოდიას, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მაინც მოვუსმინოთ, რადგან ვაჟა-ფშაველას ზეციური საათი უკვე ჩართულია და ჩვენ, ყველა იმის დრო-ჟამში ვცხოვრობთ. საკითხავი ისაა, ამ დრო-ჟამის ბოლომდე თუ გავალთ, როცა მტერი უნდა შეიყვარო და ის აღარ იარსებებს, როგორც ეს "ალუდა ქეთელაურიდან“ გვითხრა...

მიხო მოსულიშვილი

26 მაისი, 2022"

იხილეთ ასევე: