პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იტალიიდან მოწვეული ორთოპედ-ტრავმატოლოგები „ნიუ ჰოსპიტალსში“ ქირურგიულ პროცედურებს ჩაატარებენ
იტალიიდან მოწვეული ორთოპედ-ტრავმატოლოგები „ნიუ ჰოსპიტალსში“ ქირურგიულ პროცედურებს ჩაატარებენ

„ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ორ­თო­პე­დი­ი­სა და ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ის ცენ­ტრს იტა­ლი­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ალე­სან­დრო პი­სა­ნი და ლუ­ი­ჯი სო­ლი­ე­რა ქი­რურ­გი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად ივ­ლის­ში ეწ­ვე­ვი­ან.

მოწ­ვე­ულ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან მო­სახ­ვედ­რად, პა­ცი­ენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ უფა­სო კონ­სულ­ტა­ცია გა­ი­ა­რონ ორ­თო­პე­დი­ი­სა და ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ის ცენ­ტრის ქი­რურგთან, გი­ორ­გი დუ­ღაშ­ვილ­თან და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­გეგ­მონ ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა, რო­მელ­საც ალე­სან­დრო პი­სა­ნი და ლუ­ი­ჯი სო­ლი­ე­რა ჩა­ა­ტა­რე­ბენ. უფა­სო კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე ჩა­წე­რა შე­საძ­ლე­ბე­ლია პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, რო­მელ­თაც აქვთ დად­გე­ნი­ლი სკო­ლი­ო­ზი, ლუმ­ბა­ლუ­რი სტე­ნო­ზი, დის­კის თი­ა­ქა­რი ან სპონ­დი­ლო­ლის­თე­ზი. პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლებ­საც და­უდ­გინ­დე­ბათ ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის სა­ჭი­რო­ე­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ონ­ლა­ინ კონ­სი­ლი­უმ­ში იტა­ლი­ელ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან.

სამ­ხრეთ იტა­ლი­ის ორ­თო­პე­დი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (Istituto Ortopedico del Mezzogiorno d'italia, Messina, Italy) მთა­ვა­რი ექი­მი, მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ალე­სან­დრო პი­სა­ნი და ამა­ვე კლი­ნი­კის ორ­თო­პედ-ტრავ­მა­ტო­ლო­გი ლუ­ი­ჯი სო­ლი­ე­რა, ყო­ველ­წლი­უ­რად 500-მდე ქი­რურ­გი­ულ პრო­ცე­დუ­რას ატა­რე­ბენ. 2022 წლის ივ­ლი­სი­დან „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ გუნდს შე­მო­უ­ერ­თდე­ბი­ან და პა­ცი­ენ­ტებს მომ­სა­ხუ­რე­ბას გა­უ­წე­ვენ სკო­ლი­ო­ზის, ლუმ­ბა­ლუ­რი სტე­ნო­ზის, დის­კის თი­აქ­რის და სპონ­დი­ლო­ლის­თე­ზის ქი­რურ­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის მქო­ნე ორ­თო­პე­დი­ი­სა და ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ის ცენ­ტრი, რო­მელ­საც ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ექი­მე­ბი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ, სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლია საყ­რდენ-მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი სის­ტე­მის მწვა­ვე, ქრო­ნი­კუ­ლი, თან­და­ყო­ლი­ლი და შე­ძე­ნი­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა­ზე, მკურ­ნა­ლო­ბა­სა და პა­ცი­ენ­ტე­ბის პოს­ტო­პე­რა­ცი­ულ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე. ცენ­ტრი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უზ­რუნ­ველ­ყოფს გა­და­უ­დე­ბე­ლი ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ურ დახ­მა­რე­ბას და ორ­თო­პე­დი­ულ ოპე­რა­ცი­ებს.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის ან კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე ჩა­სა­წე­რად და­უ­კავ­შირ­დით „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ქოლ ცენ­ტრს ნო­მერ­ზე 032 2 190 190.

R

ავტორი:

იტალიიდან მოწვეული ორთოპედ-ტრავმატოლოგები „ნიუ ჰოსპიტალსში“ ქირურგიულ პროცედურებს ჩაატარებენ

იტალიიდან მოწვეული ორთოპედ-ტრავმატოლოგები „ნიუ ჰოსპიტალსში“ ქირურგიულ პროცედურებს ჩაატარებენ

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრს იტალიელი სპეციალისტები, ალესანდრო პისანი და ლუიჯი სოლიერა ქირურგიული პროცედურების ჩასატარებლად ივლისში ეწვევიან.

მოწვეულ სპეციალისტებთან მოსახვედრად, პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ უფასო კონსულტაცია გაიარონ ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრის ქირურგთან, გიორგი დუღაშვილთან და საჭიროების შემთხვევაში დაგეგმონ ქირურგიული ჩარევა, რომელსაც ალესანდრო პისანი და ლუიჯი სოლიერა ჩაატარებენ. უფასო კონსულტაციაზე ჩაწერა შესაძლებელია პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ დადგენილი სკოლიოზი, ლუმბალური სტენოზი, დისკის თიაქარი ან სპონდილოლისთეზი. პაციენტებს, რომლებსაც დაუდგინდებათ ქირურგიული ჩარევის საჭიროება, მონაწილეობას მიიღებენ ონლაინ კონსილიუმში იტალიელ სპეციალისტებთან.

სამხრეთ იტალიის ორთოპედიული ინსტიტუტის (Istituto Ortopedico del Mezzogiorno d'italia, Messina, Italy) მთავარი ექიმი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ალესანდრო პისანი და ამავე კლინიკის ორთოპედ-ტრავმატოლოგი ლუიჯი სოლიერა, ყოველწლიურად 500-მდე ქირურგიულ პროცედურას ატარებენ. 2022 წლის ივლისიდან „ნიუ ჰოსპიტალსის“ გუნდს შემოუერთდებიან და პაციენტებს მომსახურებას გაუწევენ სკოლიოზის, ლუმბალური სტენოზის, დისკის თიაქრის და სპონდილოლისთეზის ქირურგიის მიმართულებით.

ულტრათანამედროვე აღჭურვილობის მქონე ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრი, რომელსაც ევროპული გამოცდილების მქონე ექიმები ხელმძღვანელობენ, სპეციალიზებულია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მწვავე, ქრონიკული, თანდაყოლილი და შეძენილი დაავადებების დიაგნოსტიკაზე, მკურნალობასა და პაციენტების პოსტოპერაციულ რეაბილიტაციაზე. ცენტრი 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს გადაუდებელი ტრავმატოლოგიურ დახმარებას და ორთოპედიულ ოპერაციებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით „ნიუ ჰოსპიტალსის“ ქოლ ცენტრს ნომერზე 032 2 190 190.

R