ავტორი:

"საქართველოს გაუმარჯოს! თქვენ ჩვენი ნამდვილი ძმები ხართ! უდიდესი მადლობა, რომ გვეხმარებით ჩვენს ბრძოლაში" - უკრაინელი დეპუტატი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

"საქართველოს გაუმარჯოს! თქვენ ჩვენი ნამდვილი ძმები ხართ! უდიდესი მადლობა, რომ გვეხმარებით ჩვენს ბრძოლაში" - უკრაინელი დეპუტატი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გაავრცელა, რომლითაც საქართველოს დამოუკიდებლობას ულოცავს.

"ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ძმებო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოს გაუმარჯოს!" - ამბობს უკრაინელი დეპუტატი ქართულად.

შემდეგ კი რუსულ ენაზე აგრძელებს:

"მეგობრებო, თითოეულ ქართველს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! ქართველები, ჩვენი ნამდვილი ძმები ხართ! გისურვებთ, რომ თქვენი ქვეყანა იყოს ყოველთვის ძლიერი, დამოუკიდებელი და რომ დაიბრუნოთ კონტროლი სოხუმსა და ცხინვალზე, რომ ცხოვრობდეთ მუდამ ბედნიერად და მშვიდობიანად და ყოველთვის მხიარულად უმასპინძლოთ თქვენს მეგობრებს ასევე დამოუკიდებელი და ერთიანი უკრაინიდან. საქართველოს გაუმარჯოს".

ის ასევე წერს: "უდიდესი მადლობა თქვენ თითოეული უკრაინელისგან, რომ გვეხმარებით ჩვენს ბრძოლაში".