ჩვენს საზოგადოებაში არ წყდება მითქმა-მოთქმა ლევან ბერძენიშვილის ერეკლე მეორეს თაობაზე ნათქვამის გარშემო. შეგახსენებთ, ერეკლე მეორეს შესახებ პოლემიკა მას მერე გაჩაღდა, რაც ბერძენიშვილმა განაცხდა: "ვიდრე ერეკლე მეორე მოღალტედ არ არის გამოცხადებული, ღარიბაშვილი გამოვა და იკითხავს, - ომი გინდათო? ერეკლე მეორემაც ეგ თქვა, - აბა, ომი გინდათო?.." გაჩნდა ადამინათა ჯგუფი, რომელიც ხელმოწერების შეგროვებას ცდილობს მოთხოვნით, აეკრძალოს ლევან ბერძენიშვილს ლექციების კითხვა, რასაც თავის მხრი ფართო კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ამირან გომართელი ამ საკითხს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:
"ძვირფასო მეგობრებო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გროვდება ხელმოწერები, რათა ლევან ბერძენიშვილს ლექციების კითხვა აეკრძალოს. არ ვიცი, ვის თავში დაიბადა ეს სისულელე. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს შემოგდებული თემა იყოს, რათა მერე ფსევდოლიბერალებმა იძახონ, რა ბნელეთია ეს საქართველო. ის ფაქტი, რომ ლევან ბერძენიშვილს არ აქვს სრულყოფილი ცოდნა ერეკლეს ეპოქაზე ან გარკვეულ პოლიტიკურ კლანს აწონებს თავს ერეკლესათვის მოღალატის შერქმევით, არ ნიშნავს, რომ მას ანტიკური ლიტერატურის შესახებ ლექციების კითხვა ავუკრძალოთ. საზოგადოებამ, რომელიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას აღიარებას, არც ლევან ბერძენიშვილის დასჯა უნდა მოითხოვოს და არც იმ კაცისა, რომელმაც თელავში საზოგადოებრივი ტუალეტის კარზე ლევან ბერძენიშვილის პორტრეტი გამოკიდა. პროტესტის ამგვარი ფორმაც გამოხატვის თავისუფლებაა".
იხილეთ ასევე:
ერეკლე რუსებმა გადააგდეს, მისი სიკვდილის შემდეგ საქართველო გაქრა 100 წლით და გახდა რუსეთის იმპერიის პროვინცია, აიკრძალა ყველაფერი ქართული: ეკლესია, ლოცვა, გალობა, სემინარიები, გაუქმდა სამეფო კარი. დაიწყო სრული რუსიფიკაცია.
რომ არა 1917 წლის რევოლუცია, საქართველო ვერ გამოაცხადებდა დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წელს (რომელიც ცნო ლენინმაც, არსებობს დოკუმენტი).
მადლობა ბერიას, რომ ამოძირკვა იმპერიის სიმბოლოები საქართველოდან, მაგალითან Александр Невский- ს სამხედრო ტაძარი (ქაშუეთის წინ იდგა, პარლამენტის ტერიტორიაზე).
ვისაც ეგ პერიოდი გაინტერესებთ, წაიკითხეთ ა. ბელიაშვილის "თავგადასავალი ბესიკ გაბაშვილისა". აქ მწერლის ყურადღების ცენტრში იმდენად ბესიკი კი არ დგას (ეს უფრო საბჭოთა ცენზურისთვის დასჭირდა), არამედ მეფე ერეკლე, შინააშლილობა და ღალატი სახელმწიფო კარზე, რუსეთის მზაკვრობა... რომ ამ მეფეს სხვა გზა არ დაუტოვეს შინაურმა და გარეულმა მტრებმა. ისიც ნაჩვენებია, რომ მეფის გადაწყვეტილება ერთი წუთითაც არ აყენებდა ქვეყნის დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ. ბელიაშვილი კი ტრაგიკული ბედის მწერალი იყო, როგორც იმდროინდელი მწერლების ერთი ნაწილი.