ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც განცხადებას "ტვიტერის" გვერდზე ავრცელებს.
კრამონმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპულ ოჯახში მიესალმებიან მაშინ, როდესაც დემოკრატიულ გზაზე დაბრუნდება.
"ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლობის ფასი ყველაზე კარგად იცის. გასულ საუკუნეში, თქვენ ის ორჯერ გამოაცხადეთ, პირველად, რუსეთის იმპერიიდან, ხოლო შემდეგ საბჭოთა კავშირიდან გასვლისას. დამოუკიდებლობა ადვილი არ არის, ის ბრძოლასა და შრომას მოითხოვს. ამ რთულ დროს, საქართველო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. რუსეთის მიერ ქართული მიწების ოკუპაცია გრძელდება.
ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ე.წ. არჩევნებს ან ე.წ. რეფერენდუმს, რუსეთთან "შეერთების" შესახებ, არასოდეს ვაღიარებთ. ჩვენ, თქვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში თქვენთან ერთად ვდგავართ. დამოუკიდებლობა ასევე ნიშნავს თქვენს აწმყოზე პასუხისმგებლობის აღებასა და თქვენი მომავლის განსაზღვრას. ქართველებმა, უმრავლესობით ევროპული მომავალი აირჩიეს.
თქვენი ღირებულებებითა და იდენტობით, მოგესალმებით ევროპულ ოჯახში, როდესაც დემოკრატიზაციის გზაზე დაბრუნდებით. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!" - წერს კრამონი.
სრული ნეიტრალიტეტი და სინგაპურული მოდელი! ქართველები ამათთან საქმეების გარჩევით დავკავდებით და საკუთარ თავზე ზრუნვის ნაცვლად ევროპული ბიუროკრატიის კვლევაზე დავხარჯავთ ძვირფას დროს. და კიდევ ერთი როგორც ამას ევროპელი ჩინოვნიკები პროგნოზირებენ უკეთეს შემთხვევაში უკრაინას 20-25 წელი დასჭირდება იმისათვის რომ ევრო გაერთიანების წევრი გახდეს, თურქეთი მგონი 40 წელია კანდიდატია და საქართველო ალბათ მხოლოდ ასი წლის შემდეგ მიიღებს თანხმობას თუ მანამდე საერთოდ იარსებებს ეკ)). რაღა თქმა უნდა რუსეთი ალტერნატივა ვერ და არ იქნება! იმისათვის რომ რუსეთუმეებმა სწორი დასკვნები გააკეთონ საკმარისია სოლოვიოვის რამოდენიმე შოუსა და მასში მიწვეულ იმპერიალისტ დერჟიმორდებს მოუსმინონ. სამწუხაროდ რუსეთისაგან არც ომითა და არც დაყვავებით კარგს არაფერს უნდა ველოდეთ!
ამ ქალს ევროპული ეთიკის (თუ ასეთი კიდევ არსებობს) არაფერი სცხია))
მისი სნობური ბუნება და მისი მოლოცვის ფორმა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია პირველ რიგში თავად მისთვის. ჯობდა საერთოდ არ მოელოცა!