მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარმა ავტოავარიამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ჯერ არასრულწლოვანს დაეჯახა, შემდეგ კი კედელს, რის შედეგადაც ავტომობილის მძღოლი და არასრულწლოვანი დაიღუპნენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარის შესახებ გამოძიება დაწყებულია.