მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც" - პრემიერის სიტყვა 26 მაისის ღონისძიებაზე
"ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც" - პრემიერის სიტყვა 26 მაისის ღონისძიებაზე

სა­კუ­თა­რი ათას­წლო­ვა­ნი კულ­ტუ­რი­თა და ის­ტო­რი­ით ამა­ყი, თა­ვი­სუ­ფა­ლი, ევ­რო­პის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძი­რძვე­ლი ქარ­თვე­ლი ერი, მუ­დამ იყო მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თგუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვის გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ხაზი გა­უს­ვა, რომ 1991 წელს აღ­დგე­ნი­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის კონ­სი­ტი­ტუ­ცი­ას, ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და­ე­ფუძნა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთა­ვარ გე­ზად სწო­რედ ევ­რო­პუ­ლი ორი­ენ­ტა­ცია გა­ნი­სა­ზღვრა.

  • "ამ ად­გი­ლი­დან სულ ასი­ო­დე მეტრში, 1918 წლის 26 მა­ისს, ეროვ­ნუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბით, ქარ­თველ­მა ხალ­ხმა, მის­მა ევ­რო­პა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ­მა მთავ­რო­ბამ შექ­მნა და­სავ­ლურ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, უაღ­რე­სად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ჭეშ­მა­რი­ტად ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, რომ­ლის სუ­ლის­კვე­თე­ბა და კონ­სტი­ტუ­ცი­აც ევ­რო­პის დღე­ვან­დელ კრი­ტე­რი­უ­მებ­თა­ნაც კი სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იყო.

1991 წელს აღ­დგე­ნი­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის კონ­სი­ტი­ტუ­ცი­ას, ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და­ე­ფუძნა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთა­ვარ გე­ზად სწო­რედ ევ­რო­პუ­ლი ორი­ენ­ტა­ცია გა­ნი­სა­ზღვრა.

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, ასე­თი მო­მავ­ლის შე­ნე­ბის აუ­ცი­ლე­ბე­ლი და ფუნ­და­მენ­ტუ­რი პი­რო­ბაა" , - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩემი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის დროს წი­ლად მხვდა პა­ტი­ვი, ხელი მო­მე­წე­რა ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე,- აღ­ნიშ­ნა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა,

რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო დღეს სარ­გებ­ლობს ევ­რო­კავ­შირ­თან თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბით და უვი­ზო მი­მოს­ვლით ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ხელ­შე­სა­ხე­ბი მო­ნა­პო­ვა­რია.

"მსოფ­ლი­ოს­თვის დღეს არ­სე­ბუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რა­მაც მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა საგ­რძნობ­ლად და­ა­ზა­რა­ლა, ჩვე­ნი მთავ­რო­ბის წინ­და­ხე­დუ­ლი, გო­ნივ­რუ­ლი, ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის პო­ლი­ტი­კით ქვე­ყა­ნა ინარ­ჩუ­ნებს სტა­ბი­ლუ­რო­ბას და გან­ვი­თა­რე­ბას.

დღეს ამ ტრი­ბუ­ნი­დან მინ­და, კი­დევ ერთხელ გა­მოვ­ხა­ტო ჩვე­ნი მთავ­რო­ბის და ჩვე­ნი ხალ­ხის სო­ლი­და­რო­ბა უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მი­მართ.

დღეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ევ­რო­კავ­ში­რის სან­დო და ერ­თგუ­ლი მო­კავ­ში­რეა და ყვე­ლა აღი­ა­რებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი ლი­დე­რო­ბა აქვს აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ქვე­ყა­ნა­თა შო­რის, ასე­ვე ე.წ ასო­ცი­რე­ბუ­ლი ტრი­ოს ქვეყ­ნებს შო­რის.

  • დღეს სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პი­სა­გან ელის ბრძნულ, შორ­სმჭვრე­ტელ, პო­ლი­ტი­კუ­რად გა­მარ­თლე­ბულ და რაც მთა­ვა­რია, სა­მარ­თლი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბის, და­უ­ღა­ლა­ვი ძა­ლის­ხმე­ვის, ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის შე­სა­ბა­მის აღი­ა­რე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა.

ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ო­ში, ვინც ქრის­ტი­ა­ნო­ბა სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად აღი­ა­რა; მას შემ­დეგ მთელს ჩვენს გან­ვი­თა­რე­ბას სწო­რედ ის სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი გან­სა­ზღვრავს, რო­მე­ლიც ასე­ვე სა­ფუძ­ვლად უდევს დღე­ვან­დელ ევ­რო­პას, - თქვა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი სა­გან­ძუ­რის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მო­ნა­პო­ვა­რია ქარ­თუ­ლი რე­ნე­სან­სი, ხოლო ვახ­ტანგ VI-ის და სულ­ხან-სა­ბას, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ერეკ­ლე II-ის ეპო­ქებ­ში, ჩვენ­თან, ევ­რო­პის კვალ­დაკ­ვალ ვი­თარ­დე­ბო­და გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბი­სა და ინ­დუსტრი­ა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სე­ბი.

"ევ­რო­პუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­სა და ცხოვ­რე­ბის წე­სის, ევ­რო­პუ­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­წყო­ბის დამ­კვიდ­რე­ბის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბის ფუ­ძემ­დე­ბელ­თა - ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის, ნიკო ნი­კო­ლა­ძის, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის და სხვა დიდ მა­მუ­ლიშ­ვილ­თა მოღ­ვა­წე­ო­ბა. ამი­ტომ, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლო სწო­რედ ასეთ დიდ მემ­კვიდ­რე­ო­ბას ეფუძ­ნე­ბა და მისი გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ჩვენ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ხალ­ხი ერ­თად, თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვმუ­შა­ობთ. ეს მემ­კვიდ­რე­ო­ბა და დღე­ვან­დე­ლი მიღ­წე­ვე­ბი გვიძ­ლი­ე­რებს რწმე­ნას, რომ აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და და­სავ­ლე­თის სა­ზღვარ­ზე მდე­ბა­რე ჩვე­ნი უძ­ვე­ლე­სი ქვე­ყა­ნა, თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი ის­ტო­რი­ით, კულ­ტუ­რი­თა და ენით, ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს, გახ­დეს ევ­რო­პის ერ­თი­ა­ნი დიდი ოჯა­ხის ღირ­სე­უ­ლი წევ­რი. კი­დევ ერთხელ გი­ლო­ცავთ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს! მშვი­დო­ბას, წინსვლას და გა­ერ­თი­ა­ნე­ბას ვუ­სურ­ვებ ჩვენს სამ­შობ­ლოს. ღმერ­თი იყოს ჩვე­ნი მფარ­ვე­ლი!“ - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სა­ბო­ლო­ოდ მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, ჩვენ მიზ­ნად და­ვი­სა­ხეთ, რომ ეს ჩვე­ნი ში­ნა­გა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მთელ ჩვენს ის­ტო­რი­ა­სა და კულ­ტუ­რას გან­სა­ზღვრავს, გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ და ინ­სტი­ტუ­ცი­ურ მო­წყო­ბა­ში. ეს, რა თქმა უნდა, ნიშ­ნავს თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს შე­ნე­ბას. ჩვენს ბუ­ნებ­რივ გა­რე­მო­ში, სა­ერ­თო ევ­რო­პულ ოჯახ­ში დაბ­რუ­ნე­ბის­კენ სწრაფ­ვა არა­სო­დეს გა­ნე­ლე­ბუ­ლა ჩვენს ხალ­ხში, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა ხაზი გა­უს­ვა, რომ ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი არის სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მთავ­რო­ბის­თვის ქარ­თვე­ლი ერის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი პროგ­რა­მაც და უალ­ტერ­ნა­ტი­ვო სა­მოქ­მე­დო გეგ­მაც.

"წლე­ვან­დელ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს გან­სა­კუთ­რე­ბულ ის­ტო­რი­ულ მო­მენ­ტში ვხვდე­ბით - 3 მარტს მე ხელი მო­ვა­წე­რე სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნა­ცხადს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად. გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე უნდა ით­ქვას, რომ ამით სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის სრუ­ლი­ად ახა­ლი ეტა­პი და­ი­წყო.

ბუ­ნებ­რი­ვია, ამ დღეს მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნის დიდი შრო­მა უძღო­და წინ. მე მინ­და, ყვე­ლას მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო. ყო­ველ­თვის ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავ, რომ ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი არის სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მთავ­რო­ბის­თვის ქარ­თვე­ლი ერის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი პროგ­რა­მაც და უალ­ტერ­ნა­ტი­ვო სა­მოქ­მე­დო გეგ­მაც.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ ამ გეგ­მამ, ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, კონ­კრე­ტუ­ლი სახე შე­ი­ძი­ნა. მოკ­ლე ხან­ში ჩვენ გა­დავ­დგით არა­ერ­თი ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯი ევ­რო­კავ­ში­რის სტან­დარ­ტებ­თან და­სა­ახ­ლო­ებ­ლად - გა­ვა­ტა­რეთ მას­შტა­ბუ­რი რე­ფორ­მე­ბი სა­მარ­თლებ­რივ, პო­ლი­ტი­კურ, ეკო­ნო­მი­კურ, თავ­დაც­ვის, უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ებ­ში, მმარ­თვე­ლო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად თუ დე­მოკ­რა­ტი­ის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად. ჩვენ ამ საქ­მეს ვაგ­რძე­ლებთ. ჩვენ უზ­რუნ­ველ­ვყა­ვით უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი მშვი­დო­ბის პე­რი­ო­დი და სა­თა­ვე და­ვუ­დეთ მშვი­დო­ბი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო, გრძელ­ვა­დი­ან პრო­ცესს“ , - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ნა­ხეთ ვი­დეო:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ა ია ვამ სკაჟუ
1

კობახიძეს რატო არ ათქმევინეს არაფერი. მაგან ხო ლუკაშენკოსავით იცის - ატკუდა გატოვილოს ნაპაძენიე

!!!
0

მშობლიურ ენაზე აუხსნეს ბრიუსელში? ანუ წიხლით)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

"ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც" - პრემიერის სიტყვა 26 მაისის ღონისძიებაზე

"ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც" - პრემიერის სიტყვა 26 მაისის ღონისძიებაზე

საკუთარი ათასწლოვანი კულტურითა და ისტორიით ამაყი, თავისუფალი, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძირძველი ქართველი ერი, მუდამ იყო მისი ღირებულებების ერთგული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ 1991 წელს აღდგენილი სახელმწიფოებრიობა პირველი რესპუბლიკის კონსიტიტუციას, ევროპულ ღირებულებებს დაეფუძნა და ჩვენი ქვეყნის მთავარ გეზად სწორედ ევროპული ორიენტაცია განისაზღვრა.

  • "ამ ადგილიდან სულ ასიოდე მეტრში, 1918 წლის 26 მაისს, ეროვნული დამოუკიდებლობის გამოცხადებით, ქართველმა ხალხმა, მისმა ევროპაზე ორიენტირებულმა მთავრობამ შექმნა დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული, უაღრესად დემოკრატიული, ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფო, რომლის სულისკვეთება და კონსტიტუციაც ევროპის დღევანდელ კრიტერიუმებთანაც კი სრულ შესაბამისობაში იყო.

1991 წელს აღდგენილი სახელმწიფოებრიობა პირველი რესპუბლიკის კონსიტიტუციას, ევროპულ ღირებულებებს დაეფუძნა და ჩვენი ქვეყნის მთავარ გეზად სწორედ ევროპული ორიენტაცია განისაზღვრა.

დამოუკიდებლობა, ძვირფასო მეგობრებო, ასეთი მომავლის შენების აუცილებელი და ფუნდამენტური პირობაა" , - განაცხადა პრემიერმა.

ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს წილად მხვდა პატივი, ხელი მომეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე,- აღნიშნა ღარიბაშვილმა,

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო დღეს სარგებლობს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობით და უვიზო მიმოსვლით ჩვენი მოსახლეობისთვის, რაც მნიშვნელოვანი, ხელშესახები მონაპოვარია.

"მსოფლიოსთვის დღეს არსებული გლობალური გამოწვევების მიუხედავად, რამაც მრავალი ქვეყნის ეკონომიკა საგრძნობლად დააზარალა, ჩვენი მთავრობის წინდახედული, გონივრული, ეროვნული ინტერესების პოლიტიკით ქვეყანა ინარჩუნებს სტაბილურობას და განვითარებას.

დღეს ამ ტრიბუნიდან მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მთავრობის და ჩვენი ხალხის სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ.

დღეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის სანდო და ერთგული მოკავშირეა და ყველა აღიარებს, რომ საქართველოს მართლაც გამორჩეული ლიდერობა აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანათა შორის, ასევე ე.წ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის.

  • დღეს საქართველო ევროპისაგან ელის ბრძნულ, შორსმჭვრეტელ, პოლიტიკურად გამართლებულ და რაც მთავარია, სამართლიან გადაწყვეტილებას, ჩვენი ისტორიული მისწრაფებების, დაუღალავი ძალისხმევის, ინტეგრაციის პროცესში შესრულებული ვალდებულებებისა და გატარებული რეფორმების შესაბამის აღიარებას“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, ვინც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარა; მას შემდეგ მთელს ჩვენს განვითარებას სწორედ ის სახარებისეული ფასეულობები განსაზღვრავს, რომელიც ასევე საფუძვლად უდევს დღევანდელ ევროპას, - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპული კულტურული საგანძურის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია ქართული რენესანსი, ხოლო ვახტანგ VI-ის და სულხან-საბას, მოგვიანებით ერეკლე II-ის ეპოქებში, ჩვენთან, ევროპის კვალდაკვალ ვითარდებოდა განმანათლებლობისა და ინდუსტრიალიზაციის პროცესები.

"ევროპული ფასეულობებისა და ცხოვრების წესის, ევროპული ინსტიტუციური მოწყობის დამკვიდრებისკენ იყო მიმართული თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნების ფუძემდებელთა - ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, ივანე ჯავახიშვილის და სხვა დიდ მამულიშვილთა მოღვაწეობა. ამიტომ, თანამედროვე საქართველო სწორედ ასეთ დიდ მემკვიდრეობას ეფუძნება და მისი გაძლიერებისა და განვითარებისთვის ჩვენ, ხელისუფლება და ხალხი ერთად, თავდაუზოგავად ვმუშაობთ. ეს მემკვიდრეობა და დღევანდელი მიღწევები გვიძლიერებს რწმენას, რომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის საზღვარზე მდებარე ჩვენი უძველესი ქვეყანა, თავისი უნიკალური ისტორიით, კულტურითა და ენით, ნამდვილად იმსახურებს, გახდეს ევროპის ერთიანი დიდი ოჯახის ღირსეული წევრი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! მშვიდობას, წინსვლას და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დამოუკიდებლობის საბოლოოდ მოპოვების შემდეგ, ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ ეს ჩვენი შინაგანი თავისუფლება, რომელიც მთელ ჩვენს ისტორიასა და კულტურას განსაზღვრავს, განვახორციელოთ ქვეყნის სახელმწიფოებრივ და ინსტიტუციურ მოწყობაში. ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს შენებას. ჩვენს ბუნებრივ გარემოში, საერთო ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენ სწრაფვა არასოდეს განელებულა ჩვენს ხალხში, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც.

"წლევანდელ დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებულ ისტორიულ მომენტში ვხვდებით - 3 მარტს მე ხელი მოვაწერე საქართველოს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ ამით საქართველოს ისტორიის სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო.

ბუნებრივია, ამ დღეს მრავალი ადამიანის დიდი შრომა უძღოდა წინ. მე მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო. ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც.

"ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ გეგმამ, ძვირფასო მეგობრებო, კონკრეტული სახე შეიძინა. მოკლე ხანში ჩვენ გადავდგით არაერთი ქმედითი ნაბიჯი ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოებლად - გავატარეთ მასშტაბური რეფორმები სამართლებრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროებში, მმართველობის გასაუმჯობესებლად თუ დემოკრატიის გასაძლიერებლად. ჩვენ ამ საქმეს ვაგრძელებთ. ჩვენ უზრუნველვყავით უახლეს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი და სათავე დავუდეთ მშვიდობიანი განვითარების უპრეცედენტო, გრძელვადიან პროცესს“ , - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნახეთ ვიდეო: