საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავარ გამზირზე ფიცის დადების ცერემონია გამართა. ფიცი საქართველოს პრეზიდენტმა ჩაიბარა. ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყო. ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება თბილისის გარდა 5 რეგიონში გაიმართა.
აღლუმის მიმდინარეობისას სიტყვით გამოვიდნენ, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი. ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგდეს უკრაინის ომში დაღუპულებს. აღლუმის კულმინაცია იყო ავიაშოუ, რომელიც ევროკავშირის ჰიმნის ფონზე გაიმართა.
ნახეთ ფოტო და ვიდეოკადრები:
ფოტო: ვანო გორგიშვილი, "ინტერპრესნიუსი"