ავტორი:

"აუცილებელი იყო, რომ გამოვსულიყავი და მიმეცა მაგალითი ოჯახის წევრებისთვის, რომ გააგრძელონ ცხოვრება" - ნიკა წულუკიძე ეთერს დაუბრუნდა: წამყვანის ემოციური მიმართვა

"აუცილებელი იყო, რომ გამოვსულიყავი და მიმეცა მაგალითი ოჯახის წევრებისთვის, რომ გააგრძელონ ცხოვრება" - ნიკა წულუკიძე ეთერს დაუბრუნდა: წამყვანის ემოციური მიმართვა

ცნობილი ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე მის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ეთერს დაუბრუნდა. მან მაყურებელს ემოციური ტექსტით მიმართა.

"მე ვიწყებ ისევ გადაცემას. ჩემთვის ეს არის განცდა, თითქოს პირველად გხვდებით. ეს განსაკუთრებით რთულია ჩემთვის, მაგრამ აუცილებელი, რომ ჩემს მდგომარეობაში გამოვსულიყავი და მიმეცა მაგალითი ჩემი ოჯახისთვის, რომ მათაც გააგრძელონ ცხოვრება. რთულია, მაგრამ აუცილებელი, რომ გადავრჩეთ. ამ გადარჩენისთვის მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თქვენგანს.

ისეთი სიყვარული, იმედი და ძალა ვიგრძენი, რომ არ შემეძლო არ გამეგრძელებინა. ღმერთს ვთხოვ, მომცეს ძალა, რომ გადაგიხადოთ ის თანადგომა, რომელიც ჩემი ოჯახისთვის რთულ დღეებში გამოიჩინეთ", - აღნიშნა წულუკიძემ.

ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. მისი 2 წლის შვილი მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა.

ნახეთ ვიდეო: